მდგრადი
კომპანია
მდგრადი
კომპანია

მდგრადი კომპანია

პასუხისმგებლობა იწყება ჩვენგან

კაპაროლში მდგრადობა ძლიერი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია: როგორც DAW ჯგუფის  ნაწილი, ჩვენ ვეკუთვნით მეხუთე თაობის ოჯახურ კომპანიას გერმანული ფესვებით, რომელიც ყოველთვის თვლიდა მდგრადობას მთავარ ღირებულებად. მდგრადობის მიმართ ასეთი მიდგომა ყოველთვის იყო ჩვენი კორპორატიული ფილოსოფიის ნაწილი. ჩვენს ტრადიციულ ოჯახურ კომპანიას ეს დამოკიდებულება ხუთი თაობის მანძილზე თან მოჰყვება. ამის დამადასტურებელია: დაბალი ემისიის მქონე და გამხსნელის გარეშე საღებავების ფართო ასორტიმენტი, წყალში ხსნადი ლაქები და დაბალი ემისიის მქონე იატაკის დანაფარები. ჩვენ ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, თანმიმდევრულად ვადგენთ ახალ სტანდარტებს ჩვენს მრავალრიცხოვან, მდგრად პროდუქტებსა და სისტემურ გადაწყვეტილებებთან ერთად.

DAW-ის სათაო ოფისი და უდიდესი საწარმოო ქარხანა ობერ-რამშტადტში / გერმანია.

კლიმატის დაცვის - ჩვენი სტრატეგია

მთელს მსოფლიოში CO₂ ემისიის ერთი მესამედი - შენობა-ნაგებობებიდან ვრცელდება - აქ ჩვენ შეგვიძლია შევიტანოთ დიდი წვლილი კლიმატის დაცვის კუთხით. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას და ვთვლით, რომ ჩვენი მოვალეობაა მოვნახოთ ბალანსი ეკონომიკის, ეკოლოგიისა და სიცოცხლის ხარისხს შორის. გერმანიის შიდა ბაზარზე, კაპაროლის ადმინისტრაციული და წარმოების პროცესები, 2017 წლიდან გახდა 100%-ით კლიმატისთვის ნეიტრალური. ამ მიზნით ენერგომომარაგება გადავიდა 100%-ით ეკოლოგიურად სუფთა ელექტროენერგიაზე - განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით.  გარდა ამისა, ჩვენ ვიმუშავებთ ენერგიას ჩვენი საკუთარი ფოტოელექტრო სისტემიდან და თბო ტუმბოებიდან. ჩვენი კლიმატის სტრატეგიით, ჩვენ თანმიმდევრულად მივიწევთ წინ და მუდმივად ვანვითარებთ სტრატეგიას, ჩვენი საერთაშორისო ობიექტებისთვის, თუ როგორ შევაფასოთ და შემდგომ შევამციროთ სათბურის აირების ემისია.

გარემოს სისტემატური დაცვა

ჩვენი მიზანია მინიმუმამდე დავიყვანოთ, ჩვენი ეკონომიკური საქმიანობის გავლენა გარემოზე. იმისათვის, რომ ეს გამოგვივიდეს - ჩვენ ყოველდღიურ საქმიანობაში მუდმივად ვიყენებთ თანამშრომლების ტრენინგებს, ეფექტურობის მაჩვენებლებს და მართვის სისტემებს. ჩვენს საერთაშორისო ობიექტებზე არსებული სხვადასხვა ადგილობრივი სისტემების გარდა, ჩვენ ცენტრალურ ქარხნებს გერმანიის შიდა ბაზარზე, ჩაუტარდა აუდიტი ინტეგრირებული მართვის სისტემის (IMS), რომელიც მოიცავს: ხარისხის მართვას ISO 9001-ის მიხედვით, გარემოზე ზრუნვის  მენეჯმენტს ISO 14001-ის მიხედვით, შრომის უსაფრთხოების მენეჯმენტს ISO 45001-ის მიხედვით და ენერგიის მენეჯმენტს ISO 50001-ის მიხედვით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ ჩვენს ყველა ობიექტზე  შევამციროთ ნარჩენები და გავაუმჯობესოთ ჩვენი წარმოება, რათა განვახორციელოთ ენერგოეფექტური და რესურსების დამზოგავი პროცესები.

დატრენინგებული თანამშრომლები და მართვის სისტემები უზრუნველყოფენ გარემოს დაცვას.
ჩვენ ინვესტირებას ვახორციელებთ, სამართლიან სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაში.

სწორი მუშაობა და ადამიანის უფლებები

ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს და ვიცავთ იმ ქვეყნების კანონებს, სადაც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ არ ვეგუებით მექრთამეობას და კორუფციას. ჩვენი ქცევის კოდექსი, დამატებით განსაზღვრავს ჩვენი საქმიანობის შიდა წესებს, რომელთა დაცვა სავალდებულოა ჩვენი ყველა თანამშრომლისთვის. ჩვენ განვიხილავთ კულტურულ მრავალფეროვნებას და ტოლერანტობას, როგორც მნიშვნელოვან ძლიერ მხარეებს, რომლებსაც მხარს ვუჭერთ და ვიცავთ. მომავლისთვის შესაფერისი სტანდარტების შესანარჩუნებლად, ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ ჩვენს საწარმოებში და ჩვენს თანამშრომლებში, განსაკუთრებით სამართლიან სამუშაო პირობებსა და შრომის უსაფრთხოებაში.

მდგრადი მიწოდების ჯაჭვი

მდგრადი ბიზნეს პრაქტიკა არ არის მხოლოდ ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი, ჩვენ მას ასევე ჩვენს მომწოდებლებთან ერთად ვუწყობთ ხელს. მანამდეც კი, სანამ ევროკავშირის კანონები დაიწყებდნენ კომპანიების მიწოდების ქსელების მზარდ რეგულირებას, ჩვენ უკვე ვასრულებდით ყველა ნორმას. DAW-ის მიმწოდებლის ქცევის კოდექსი ავალდებულებს ჩვენს მომწოდებლებს, დაემორჩილონ მათზე მოქმედ კანონებს და გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს. მათ შორისაა: ადამიანის უფლებების პატივისცემა, იძულებითი და ბავშვთა შრომის წინააღმდეგ ბრძოლა, გარემოს დაცვისა და კორუფცია/მექრთამეობის წინააღმდეგ ბრძოლას.

DAW-ის მიმწოდებლის ქცევის კოდექსი, ემორჩილება გაეროს გლობალური შეთანხმების პრინციპებს.
DAW-ის მდგრადობის მრჩეველთა საბჭო

ძლიერი პარტნიორობა - მდგრადობის განვითარებისთვის

ჩვენ საკუთარ თავს საზოგადოების ნაწილად ვხედავთ და პარტნიორებთან ერთად უფრო მეტს მივაღწევთ. ჯერ კიდევ 2012 წელს DAW ჯგუფმა ხელი მოაწერა გაეროს გლობალურ შეთანხმებას და ამით 2030 წლამდე შეუერთდა დღის წესრიგის მხარდამჭერთა ქსელს, თავისი 17 მდგრადი განვითარების მიზნით. ჩვენ ვართ გერმანიის მდგრადი მშენებლობის საბჭოს (DGNB) დამფუძნებელთა ჯგუფის წევრი. ჩვენ ვართ ინდუსტრიაში ერთადერთი კომპანია, რომელსაც 2010 წლიდან გვყავს გარე მდგრადობის მრჩეველთა საბჭო. ჩვენი სოციალური ვალდებულებით, ჩვენ ხელს ვუწყობთ ბავშვთა დახმარების პროექტებს, ასევე ოსტატობას და მაღალი ხარისხის სამშენებლო კულტურას.

მდგრადობა

გაიგეთ მეტი ჩვენი მდგრადობისადმი ვალდებულების შესახებ - მდგრადი პროდუქტებისა და მდგრადი შენობების სფეროებში.