თეთრი
თეთრი

თეთრი

მრავალფეროვანია!

მას შემდეგ, რაც დაახლოებით 100 წლის წინ ტიტანის ოქსიდისგან - ტიტანის თეთრი ფერი წარმოიშვა,  შესაძლებელი გახდა კედლების "სრულყოფილი თეთრი" ფერით დაფარვა. კაშკაშა თეთრი კედლები ქმნის ატმოსფეროს, რომელიც ხშირად აღიქმება როგორც ცივი და უპიროვნო. იმისათვის, რომ ოთახში სადაც თეთრი კედლებია ელეგანტურობა და ხასიათი შეიტანოთ, საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი კომპონენტის სიმბიოზი: ფერის ნიუანსები, სიპრიალის ხარისხი, ფაქტურა, მასალა, განათება და ა.შ. როდესაც კედლების თეთრად შეღებვას გადაწყვიტავთ - უნდა გაითვალისწინოთ რა განწყობა და ხასიათი გინდათ მიანიჭოთ მთლიანად ოთახს. თეთრი ფერის ტონალობების ჰარმონიული კონცეფციები დაგანახებთ, რომ თეთრი ფერი მრავალფეროვანია!

კლასიკური ელეგანტურობა: წითელი ხე შესანიშნავად ერწყმის თეთრი ფერის თბილ ნიუანსებს, მაგალითად ფერს: Off-White 15.

კლასიკური პურიზმი: შავი ავეჯის, მარმარილოს თეთრ ფერთან შეხამება - ქმნის არაჩვეულებრივ ელეგანტურ ატმოსფეროს.

შესანიშნავად მორგებული: კაშკაშა თეთრი ფერის კარის ჩარჩო, დელიკატურად გამოიყოფა კრემისფერი თეთრი კედლებისგან.

გასაოცარი ეფექტი: თეთრი იატაკი და თეთრი კედლები უჩვეულოდ არის ერთმანეთთან შეხამებული და ქმნიან გასაოცარ წმინდა ატმოსფეროს.

 

ნეიტრალური თეთრი

ეს თეთრი ფერის ტონები გადმოსცემენ სიწმინდის მაღალ დონეს. მათ აქვთ ნეიტრალური ეფექტი და არ ავლენენ ტენდენციას რომელიმე გარკვეული ფერის ტონის მიმართ.

თბილი თეთრი

ოდნავ შეწყვეტილი თეთრი ნიუანსები, როგორიც არის: ანტიკური თეთრი და ნათელი თეთრი, ქმნის კლასიკური ხასიათის მქონე - თბილ ატმოსფეროს.

მოვარდისფრო თეთრი

აქ ნაჩვენებია თეთრი ტონალობები, დელიკატური ვარდისფერიდან - ინტენსიურ ვარდისფერამდე. ეს ფერის ნიუანსები ძალიან ელეგანტურ გარემოს ქმნიან.

კრემისფერი თეთრი

აქ თეთრი ფერის ტონალობებია, რომლებიც შამპანურის ფერს გვაგონებს. ეს ტონალობები ფერით უფრო გაჯერებულები არიან, მაგრამ მაინც თეთრ ფერს მიეკუთვნებიან.

გრილი თეთრი

ეს ყველაზე გაჯერებული თეთრი ფერის ტონალობებია. ამ ტონალობებში ოდნავ იკვეთება ლურჯი, მწვანე და ყვითელი ფერები, ამიტომ ისინი იდეალურად შეეფერება თბილი ტონალობების მქონე მასალებს.


რა ფერია ჰიგიენა?

თეთრი ფერი - სისუფთავის ფერია!

ნათელი თეთრი კვლავ ინტერიერის ყველაზე გავრცელებული ფერია და რასაკვირველია, ამ ფერის მიმართ ყველაზე მაღალი მოთხოვნებია დაწესებული. მიმზიდველი იერსახის მიღმა, ყურადღება კედლების ჰიგიენაზეც უნდა გავამახვილოთ! გარდა იმისა, რომ თეთრი ფერის კედლებზე ჭუჭყი მეტად თვალსაჩინოა - თეთრი ფერი უკავშირდება სისუფთავეს და ჰიგიენას, ამიტომ ამ ფერს  ხშირად სამედიცინო დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებში იყენებენ, შესაბამისად აუცილებელია კედლები მაღალ დატვირთვებს უძლებდნენ, ადვილად იწმინდებოდნენ და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგობით გამოირჩეოდნენ. კაპაროლის მრავალი პროდუქტი ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს!