კაპაროლის პარტნიორი
კაპაროლის პარტნიორი

გახდი კაპაროლის პარტნიორი!

ბიზნესის წარმატებული და კომპეტენტური განვითარება.

შპს „კაპაროლ ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე 2005 წლის იანვრიდან ოპერირებს. გერმანული კომპანიის ქართული ფილიალი ადგილობრივ კლიენტებს მაღალი ხარისხის მომსახურეობას სთავაზობს. ამჟამად ჩვენს საკუთრებაშია თბილისში და ბათუმში ცენტრი/შოურუმები, თუმცა გარდა ამისა კომპანია 50-ზე მეტ დილერთან და 200-ზე მეტ სხვადასხვა ტიპისა და სიდიდის პარტნიორთან თანამშრომლობს.

ჩვენი პროდუქცია შეიცავს ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო კომპონენტებს. გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და მდგრადობით. არის ეკო მეგობრული. ეს ყველაფერი, კი ჩვენს პარტნიორებს აშკარა უპირატესობას ანიჭებს კონკურენტებთან მიმართებაში.

როგორც გერმანიაში, აგრეთვე საქართველოში წარმოების პროცესი ხორციელდება ხარისხის მენეჯმენტის სისტემა ISO 9001:2015 სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად. თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ადგილობრივი საწყობი ჩვენს კლიენტებს საშუალებას აძლევს მარტივად და სწრაფად მიიღონ ადგილზე სასურველი პროდუქცია.

გარდა ყოველ წლიურად დაგეგმილი მარკეტინგული აქტივობებისა, კომპანიაში ფუნქციონირებს პარტნიორების წახალისების პროგრამაც. დაფუძნების დღიდან შპს „ კაპაროლ ჯორჯია“ ინარჩუნებს კლიენტებთან სტაბილურ და ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებულ ურთიერთობას. დაგვიკავშირდით და გაიგეთ ჩვენთან თანამშრომლობის პირობები.

ჩვენი პროდუქცია თქვენი წარმატების საწინდარია!

დილერებთან ურთიერთობის მენეჯერი

გენერალური დირექტორის მოადგილე

გიგა ნემსიწვერიძე

ტელეფონი: +995 595 304 868

ელ.ფოსტა: giga@caparol.ge