- www.caparol.ge
- ზედაპირები
- ხე & რკინა
- ემალები/საღებავები
ემალები & საღებავები
უმაღლესი პროფესიული ხარისხი , წარმოუდგენელი ფერების რაოდენობა.
გაალამაზე, დაიცავი, შეინარჩუნე! კაპაროლის პროფესიონალური ემალების პროგრამა გთავაზობთ შესაფერის გადაწყვეტილებას მოხმარების ნებისმიერ სფეროში, როგორც შენობის შიგნით ასევე შენობის გარეთ. იქნება ეს კლასიკური ალკიდის ფისოვანი ლაქი (გამხსნელის შემცველობით) თუ წყალდისპერსიული, თქვენ ყოველთვის ირჩევთ გერმანული წარმოების პროდუქტს, რომელიც აუცილებლად დაგარწმუნებთ თავის სრულყოფილებაში.
ეკოლოგიურობა / მდგრადობა
"ეკო მეგობრული" გადაწყვეტილებები, კაპაროლის სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია და უკვე ტრადიციათ იქცა. ახალი პროდუქტის შემუშავებისას, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გარემოს და კლიმატის დაცვას. გარემოსთვის უსაფრთხო წყალდისპერსიული ლაქები, აკმაყოფილებს კლიენტების და კანონმდებლობის მაღალ მოთხოვნებს. რიგი პროდუქტებისა აღინიშნება ეკოლოგიაზე ზრუნვის სიმბოლო "ლურჯი ანგელოზი"-ით. DIN EN 71-3-ის თანახმად, კაპაროლის ლაქები შეგიძლიათ ბავშვის სათამაშოებზეც კი გამოიყენოთ!
საუკეთესოთა შორის საუკეთესო და ჩვენი ფავორიტი ხის საღებავი: PU-Satin გახლავთ! ეკოლოგიურად სუფთა და იმავდროულად განსაკუთრებით გამძლე - ეს პროდუქტი საუკეთესოდ გამოდგება ბავშვების ავეჯისთვის და სათამაშოებისთვის.
ემალები გამხსნელის საფუძველზე
ემალები ალკიდის ფისის საფუძველზე - ცნობილი ზეთოვანი ლაქების მემკვიდრეები არიან და დიდი ხანია ბაზარზე თავისი პოზიციები განამტკიცეს. კაპაროლი 1990-იანი წლების დასაწყისიდან, გამხსნელებზე დაფუძნებულ ლაქებისა და ემალების განვითვითარებაზე და ოპტიმიზირებაზე მუშაობს, რათა დააკმაყოფილოს დამუშავების და ხარისხის უმაღლესი მოთხოვნები. ყველა პროდუქტი შეესაბამება VOC-ის დირექტივას. გამხსნელებზე დაფუძნებულ ასორტიმენტს ძალიან ბევრი დამაჯერებელი უპირატესობა გააჩნია: მაღალი ფარვის უნარი, ოპტიმალური დამუშავება, მაღალი გამძლეობა, ოპტიმალური დაცვა ტენიანობისგან, ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა და მრავალი სხვა...
ჩვენი რჩეულები:
უნივერსალური!
ხე, რკინა, მეტალოპლასტმასი – კაპაროლის AllGrund ყველა ზედაპირს ერთნაირი წარმატებით ფარავს. გამოიყენება როგორც ადჰეზიური, სწრაფად შრობადი საგრუნტავი საფარი.
- სრულფასოვანი დაცვა კოროზიისგან რკინისა და ფოლადისთვის
- სწრაფად შრობადი
- შესანიშნავი ადჰეზია მრავალ ზედაპირზე
- ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგი
- არომატების გარეშე
პროფესიონალი!
მყარი ნაწილაკების შემცველი, ანტი-კოროზიული, მეტალის დამცავი ემალი საგრუნტავი, შუალედური და დამასრულებელი ფენების დასატანად. ხანგრძლივად იცავს ზედაპირს.
- ბრწყინვალე ადჰეზიურობა
- ზედაპირის კარგი დაფარვის უნარი, მათ შორის წიბოებზე
- ხანგრძლივი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისგან
- განსაკუთრებით სქელი მშრალი ფენის მიღების საშუალება
- დადასტურებული მედეგობა ერთი ქილიდან
- კოროზიის მიმართ მედეგობა: DIN EN ISO 12944
- იწარმოება გლუვი ემალის და ხაოიანი ფაქტურის (Glimmer) ეფექტით
- ფერადდება მრავალი ფერით ColorExpress-ის აპარატის მეშვეობით
- არ შეიცავს არომატულ ნახშირწყლებს
ძლიერი!
ცვეთამედეგი, კარგი დაფარვის უნარის მქონე, ფერადი აკრილის ფისის ლაქი საცხოვრებელ სივრცეში ხის იატაკებზე გამოსაყენებლად.
- ძლიერ ცვეთამედეგი
- კარგი დაფარვის უნარით
- არომატების გარეშე
- საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
Fußbodenlack
წყალდისპერსიული ემალები
ემალები წყლის საფუძველზე კაპაროლმა 1970-იან წლებში შექმნა და დღევანდელ დღემდე მათ ოპტიმიზირებაზე და განვითარებაზე მუშაობს. წყალდისპერსიულმა პროდუქციამ უკვე დიდი ხანია მომხმარებლის გული მოიგო - გაზრდილი გარემოსდაცვითი და ჯანსაღი ცხოვრების ცნობიერება, მოითხოვს შესაბამის გარემოს! კაპაროლის წყალდისპერსიული ემალები ამ გარემოს შექმნაში დაგეხმარებათ!
ჩვენი რჩეულები:
საგრუნტავი მასალა
გამოიყენება როგორც ადჰეზიური საგრუნტავი საფარი, ძველი საღებავით ან ლაქით დაფარული, ხის, თუთიის, მყარი პოლივინილქროლიდის, ალუმინის, სპილენძის და სხვა მრავალი კრიტიკული ზედაპირისთვის, აკრილის და ალკიდური ფისის ლაქებით შემდგომ დაფარვამდე.
- წყალხსნადი
- გარემოსათვის უსაფრთხო
- სწრაფად შრობადი
- შესანიშნავი ადჰეზია მრავალ ზედაპირზე
- დიფუზის უნარით
- კარგად იშლიფება
- გამოდგება საბავშვო სათამაშოებისთვის (DIN EN 71-3)
Haftprimer
ეკოლოგიური!
მაღალი ხარისხის, დაკაწვრისა და დარტყმების მიმართ მედეგი ემალი შუალედური და საბოლოო ფენებისთვის. ზუსტი ზომის მქონე დაგრუნტული ხის ელემენტების, დაგრუნტული მეტალის და მყარი პოლივინილქლორიდის (PVC) ზედაპირებისთვის. ექსტერიერსა და ინტერიერში გამოსაყენებლად.
- წყალხსნადი
- სუსტი სუნის მქონე
- მარტივი დამუშავება
- არა წებვადი
- დაკაწვრის და დარტყმის მიმართ მედეგი
- დიფუზიის უნარით
- საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
- სველი მოხეხვის კლასი1, DIN EN 13300 სტანდარტის შესაბამისად
- გამოდგება ბავშვების სათამაშოებისთვის (DIN EN 71-3)
- სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი
PU-Satin
გარემოსთვის უსაფრთხო ლაქი კარებისა და ფანჯრებისათვის
- წყალში ხსნადი
- გარემოსთვის უსაფრთხო
- ნაკლებსუნიანი
- არა წებვადი
- ზედაპირის და კანტების შესანიშნავი დაფარვის უნარი
- ელასტიური
- ფანჯრების საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი
- დიფუზიის უნარით