პროდუქტები

Histolith® Leinölfarbe

ბუნებრივი ხის საღებავი. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.


გამოყენების სფეროები

სელის ზეთის საღებავი, სტაბილური ხის და ხის ისეთი ზედაპირებისთვის, რომლებსაც
მაღალი გაფართოების კოეფიციენტი გააჩნიათ. შიდა და გარე სამუშაობისთვის.

თვისებები

■ არ შეიცავს არომატიზირებულ გამხსნელებს
■ ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი
■ მაღალი ელასტიურობის უნარი
■ ხანგრძლივი დროით შესაძლოა იყოს გახსნილ მდგომარეობაში

საღებავის ბაზა

სელის ზეთი, გამომშრალი

შეფუთვის ზომები

1 ლ, 2,5 ლ, 10 ლ

ფერი

შეფერადება შესაძლებელია - ColorExpress-ის სისტემაში არსებულ მრავალ ფერში.

ფერის სიმტკიცე BFS მონაცემების ფურცლის Nr. 26 შესაბამისად:
შემკვრელი: კლასი C
პიგმენტაცია: ჯგუფი 1-დან 3-მდე, ფერის მიხედვით

ღია ფერები შესაძლოა გაყვითლდეს ისეთ ზედაპირებზე გამოყენებისას, რომლებსაც ნაკლები შუქი ხვდება (მაგ: შიდა სივრცეები). ეს თვისება დამახასიათებელია სელის ზეთის შემკვრელისთვის.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი პრიალა

მითითება:
სიპრიალის ხარისხი შეიძლება განსხვავდებოდეს სხვადასხვა შეწოვის უნარის მქონე ზედაპირებზე.
მზის პირდაპირ შუქზე მყოფ ნაწილებზე, სიპრიალის დონე თანდათანობით მცირდება.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლ. 1,05 გ/სმ³ (შეფერადებამდე)