მდგრადი პროდუქტები
მდგრადი პროდუქტები

მდგრადი პროდუქტები

მდგრადი ფორმულები და შეფუთვა - კომპრომისის გარეშე

კაპაროლმა არაერთხელ მოახდინა რევოლუცია სამშენებლო მასალების სფეროში, მაგალითად: თანამედროვე დისპერსიული საღებავის ტექნოლოგიის გამოგონება 1936 წელს და ასევე 1985 წელს - მსოფლიოში პირველი ინტერიერის საღებავის წარმოება, რომელიც ამცირებს ემისიას და არ შეიცავს გამხსნელებს.  კლიმატის და გარემოს დაცვა, ისევე როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესი, მთავარ ადგილს იკავებს ჩვენს კვლევებში. კაპაროლში მდგრადი ტექნოლოგიების გამოყენება, როგორიცაა განახლებადი ნედლეული, ყოველთვის თანხვედრაშია უკომპრომისო ხარისხთან და შესანიშნავი გამოყენების თვისებებთან.

ინტერიერის პრემიუმ მდგრადი საღებავი: Indeko-plus.

ბიომასის ბალანსი

რესურსების დაზოგვის მიზნით, ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ პასუხისმგებელ პოლიტიკას ნედლეულთან მიმართებაში და სულ უფრო მეტად ვცვლით ნედლ ნავთობს და ბუნებრივ აირს - განახლებადი ნედლეულით. კაპაროლი არის პიონერი ბიომასის ბალანსის პროცედურის გამოყენებაში. ამ მიდგომის გამოყენებით, წიაღისეული ნედლეული იცვლება ბიოგაზით და ბიონაფტათი. შედეგად ვიღებთ მასალის შემკვრელს, რომელიც დამზადებულია 100% განახლებადი ნედლეულისგან. პრემიუმ საღებავში - Indeko-plus-ში შემავალი მასალის შემკვრელი, ზოგავს CO₂-ს 62%-მდე. Indeko-plus-ის წარმოებისას დაზოგილი CO₂ უტოლდება - დიზელის საშუალო დონის მანქანით, 460 კმ მანძილის გავლას. Indeko-plus მსოფლიოში პირველი ინტერიერის საღებავია, გამხსნელის გარეშე და მინიმუმამდე დაყვანილი ემისიით.

INDEKO-PLUS

შემდეგი თაობის საფარი მასალები - განახლებადი ნედლეულის საფუძველზე

კაპაროლის პროდუქტების ინოვაციურ ფორმულებში გამოყენებულია სხვადასხვა განახლებადი ნედლეული: სოიოს ზეთიდან - კარტოფილის სახამებელამდე. ჩვენი ლაზურების საღებავების შემკვრელი დაფუძნებულია უძველესი მარცვლოვანი მცენარის: კამელინას მოსავალზე. ამ მცენარეს გააჩნია ეკოლოგიური სარგებელი, რადგან ის იზრდება ბარდასთან ერთად და მისი კვირტები  უზრუნველყოფენ დამატებით საკვებს გადაშენების პირას მყოფი მწერებისთვის. ამ ინოვაციისთვის კაპაროლმა მიიღო რამდენიმე ჯილდო, მათ შორის Green Tec Award-ი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი ჯილდო. ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის, მცენარეული ნედლეულით თანდათანობით ჩანაცვლებით, ჩვენ ვამცირებთ ჩვენი პროდუქციის წარმოებისას - ნახშირბადის კვალს გარემოზე და ხელს ვუწყობთ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას.

განახლებადი ნედლეული, როგორიცაა: კარტოფილის სახამებელი, სელის ზეთი, კამელინის ზეთი და სოიოს ზეთი, ამცირებს CO₂ კვალს გარემოზე - სხვადასხვა კაპაროლის საღებავების წარმოებისას.
მსუბუქი ბათქაშები - მეტი ფართობების დასაფარად და ნაკლები მასალის გამოყენებისთვის.

მსუბუქი ბათქაშები - ზოგავენ რესურსებს

ნაკლები მატერიალური ხარჯები ავტომატურად ნიშნავს მეტ მდგრადობას, რადგან საუკეთესო რესურსები, ის რესურსებია რომლის დაზოგვაც შეგვიძლია. ერთი მაგალითია ჩვენი განსაკუთრებით მსუბუქი, პასტისებრი, გამოსაყენებლად უკვე მზა ფასადის ბათქაშები და საარმირო მასები. ისინი 30%-მდე უფრო მსუბუქი, 20%-ით უფრო სწრაფად დატანებადი და 30%-ით ნაკლებად ხარჯიანია ვიდრე ჩვეულებრივი პროდუქტები. შემსრულებელს უწევს ნაკლები მასალის ტრანსპორტიერება და შეუძლია უფრო დიდი ფართობის დაფარვა და დამუშავება, იმავე რაოდენობის მასალით. რა თქმა უნდა მსუბუქ ბათქაშებს ასევე აქვთ შესანიშნავი თვისებები: ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგობა, დარტყმისადმი მედეგობა და ასევე ისინი უზრუნველყოფენ დიზაინის და მოპირკეთების თავისუფლებას, თუნდაც მუქი ფერების გამოყენებისას.

ბრტყელი მოსაპირკეთებელი აგური Original Meldorfer®-ისგან

Original Meldorfer® -ის ბრტყელი აგურის ფილები შედგება 90%-ზე მეტი ბუნებრივი ქვიშისგან, დაფქული ქვებისგან და მინერალური შემავსებლებისაგან. Original Meldorfer® -ის აგურის იმიტაცია ასევე უზრუნველყოფს მასალის განსაკუთრებით მაღალ ეფექტურობას. ჩვეულებრივი აგურისგან განსხვავებით,  Original Meldorfer® -ის აგურის იმიტაციას 60%-ით ნაკლები ემისია აქვს, 80%-ით უფრო მსუბუქია, 20%-ით ნაკლებად ხარჯიანი და გააჩნია დიზაინის უსაზღვრო არჩევანი.

Original Meldorfer®-ის აგურის იმიტაცია

აგურის იმიტაცია 60% ნაკლებ CO₂ კვალს ტოვებს გარემოში.
კაპაროლის ნაცრისფერი შეფუთვა შედგება 70% გადამუშავებული მასალისგან.

მდგრადი შეფუთვა

კაპაროლში ჩვენი ვალდებულება არ შემოიფარგლება მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო ფორმულების შემუშავებით, ჩვენ ასევე ფოკუსირებული ვართ მდგრად შეფუთვაზე. ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მინიმუმამდე შევამციროთ პლასტმასის შემადგენლობა ჩვენს შეფუთვაში და ამავდროულად ხელი შევუწყოთ გადამუშავებად მასალების გამოყენებას. ერთის მხრივ, ეს უზრუნველყოფს ნაკლებ ნარჩენებს, ხოლო მეორეს მხრივ, ეს იწვევს მატერიალურ ციკლების გაუმჯობესებას. გარდა გადამუშავებული პლასტმასისგან დამზადებული შეფუთვისა, ჩვენ ასევე ვიყენებთ თუნუქისგან დამზადებულ ქილებს და ლითონის კონტეინერებს, გადამუშავების განსაკუთრებით მაღალი უნარით.

ორიენტაცია გამჭვირვალე ინფორმაციის მეშვეობით

მასალების კრიტერიუმები სერტიფიცირებულ სამშენებლო პროექტებთან დაკავშირებით რთულია. იმისათვის, რომ შენობა იყოს მდგრადი, აუცილებელია გამჭვირვალე ინფორმაცია. ჩვენ მხარს ვუჭერთ დამპროექტებლებს, შემსრულებლებს და ინვესტორებს, შესაბამისი პროდუქტების ინფორმაციის მიწოდებით, როგორიცაა გარემოსდაცვითი პროდუქტის დეკლარაციები (EPDs). ჩვენ ვართ მდგრადობის მონაცემთა სფეროში პიონერები და დავამკვიდრეთ ახალი ინდუსტრიის სტანდარტი. მრავალი სერთიფიკატი, როგორიცაა Blue Angel ეკო-ეტიკეტი, TÜV ბეჭედი ან AgBB ბეჭედი იძლევა ორიენტაციის საშუალებას, ჯანსაღი და მდგრადი პროდუქტების ძიებისას.

კაპაროლი მხარს უჭერს ინფორმაციის გამჭირვალობას.
ქვები გადამუშავების წინ ხელით არის შეგროვებული.

ძველის განახლება

კაპაროლის  ერთ-ერთი უახლესი ინიციატივაა - ძველი მოსაპირკეთებელი აგურის თავიდან გამოყენაბა. თითოეული ძველი მოსაპირკეთებელი აგური უნიკალურია და აქვს თავისი წარსული. გამოყენებული აგური მიტოვებული სამრეწველო ობიექტებიდან, როგორიცაა გამოუყენებელი ქვანახშირის მაღაროები, მუშავდება ხელით და ახალ სიცოცხლეს იძენს.  ეს პროცესი გამორიცხავს ახალი მოსაპირკეთებელი აგურის წარმოების აუცილებლობას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საჭირო რესურსებსა და ენერგიას. მასალის გადამუშავების ეს ციკლი შთაბეჭდილებას ახდენს როგორც მდგრადობის თვალსაზრისით, ასევე მისი დამახასიათებელი იერსახით, რომლის ქარხნული წესით წარმოება შეუძლებელია და ამიტომ ის თითოეულ ფასადს უნიკალურ იერს ანიჭებს.

მდგრადობა

გაიგეთ მეტი ჩვენი მდგრადობისადმი ვალდებულების შესახებ - მდგრადი პროდუქტებისა და მდგრადი შენობების სფეროებში.