ლობი
ლობი

ლობი სასტუმროს გულს წარმოადგენს!

ლობის აკისრია ფუნქციონალური და საპრეზენტაციო მოვალეობა! თავისი ატმოსფეროთი ლობი სამიზნე აუდიტორიის მოლოდინს ემსახურება და ქმნის სასიამოვნო და შთამაგონებელ გარემოს, რომელიც სპონტანურად დასარჩენად გეპატიჟებათ. ამავე დროს, დიზაინი ითვალისწინებს შემოსვლისთანავე ორიენტაციას, ვიზუალურად ასახავს სახლის იდენტურობას და წარმოადგენს პლატფორმას სხვადასხვა მიზნებისთვის. დღესდღეობით ლობი გვემსახურება როგორც სტუმრების მისაღები და საინფორმაციო სივრცე, საკომუნიკაციო ზონა, შეხვედრების და სამუშაო ადგილი. სერვისები როგორიცაა: კაფე, ბარი და რესტორანი აქ არის განლაგებული. როგორც მშვიდი, აგრეთვე ცოცხალი ზონები - ყველაფერი ლობიშია! და ბოლოს: ლობი გვთავაზობს სივრცეს მრავალფეროვანი ღონისძიებებისთვის.

 

სერვისი

სასტუმროს "საკვანძო ადგილმდებარეობა" - სასტუმროს მიმღები, მომავალში თავის თავზე სხვა დავალებებსაც აიღებს. უკვე დღეს მიმღებში რეგისტრაცია აღარ არის სავალდებულო - ინტერნეტის საშუალებით უკვე შესაძლებელია, შეუფერხებლად იქონიოთ პირდაპირი წვდომა სასტუმროს ოთახზე, ისე რომ მიმღებში რეგისტრაციასთან დაკავშირებული სტრესი თავიდან აიცილოთ. ეს განვითარება გაგრძელდება მომავალშიც და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამიზნე ჯგუფების მიერ სწრაფად იქნება ათვისებული. მარტივად რომ ვთქვათ: სერვისი ვითარდება და სტანდარტული მომსახურებიდან - პერსონალურად მორგებულ მომსახურებად გარდაიქმნება. სასტუმროს მიმღების დიზაინი უნდა ითვალისწინებდეს ამ ტენდენციას და თავისი იერსახით ქმნიდეს ღია და ნათელ გარემოს.

საღებავები, რომლებიც ხანგრძლივი დროით ინარჩუნებენ პირველად იერსახეს.

სასტუმროს სერვისების სხვადასხვა სივრცეებს, ძირითადათ ერთი რამ აერთიანებთ: ისინი ინტენსიურად არიან დატვირთული, სტუმრებითა და მომსახურე პერსონალით. კედლების ზედაპირებისთვის, ეს მაღალ დატვირთვას ნიშნავს. ამ გამოცდილების და სასტუმროს სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, Caparol– მა შეიმუშავა მთელი რიგი საღებავებისა:ინტენსიური, მდგრადი, ადვილად წმენდადი და კარგი ვიზუალური ხარისხის მქონე საღებავები. ამ თვისებების წყალობით, ინტერიერის განახლების ინტერვალები საგრძნობლად იზრდება, რაც დადებით გავლენას ახდენს საექსპლატაციო ხარჯებზე და სტუმრის ხედვაზე - თუ როგორ აღიქვამს იგი სასტუმროს.

Premium Color - ინტენსიური ფერები!

  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუსტი არომატის მქონე
  • გაუმჯობესების შესანიშნავი უნარით
  • ამცირებს ემისიას (გაფრქვევას) ,არ შეიცავს გამხსნელებს
  • ამცირებს "დახაზვის ეფექტს"
  • უაღრესად მყარი ზედაპირი
  • ინტენსიური/გაჯერებული ფერები
  • მარტივად წასასმელი
  • წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი

PremiumColor

Premium Clean - ნათელი ფერები!
  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუსტი არომატის მქონე
  • დაბინძურების მიმართ რეზისტენტული
  • მაღალი წმენდადობის უნარი
  • არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ ნივთიერებებს
  • გააჩნია დიფუზიის უნარი
  • წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი

PremiumClean

სამუშაო სივრცე

მუშაობა დღესდღეობით აღარ ნიშნავს ერთ სამუშაო სივრცეზე მიჯაჭვულობას - მაგრამ მაინც საჭიროებს სივრცის წარმოჩენას! მუშაობა აღარ არის აუცილებელი სამუშაო მაგიდასთან და განსაზღვრული დროში. თანამედროვე IT- ის წყალობით მუშაობა თითქმის ყველგან შესაძლებელი გახდა - აგრეთვე სასტუმროში. ამიტომ იზრდება მოთხოვნილება ადეკვატურ სამუშაო სივრცეებზე, რომლებიც მარტივად გამოყენებადი და პერსონალურ სურვილებზე მორგებული იქნება. რადგან მუშაობა და დასვენება სულ უფრო და უფრო მეტად ერწყმის ერთმანეთს -  სწორედ სასტუმროს სამუშაო სივრცეებში, სტუმრები ელიან არატრადიციულ ავეჯსა და ოთახის კონცეფციებს!

კონცენტრაცია მოითხოვს განსაკუთრებულ აკუსტიკას!

განსაკუთრებით ღია სივრცეებში, რომლებიც განკუთვნილია მუშაობისთვის, ოთახის აკუსტიკა მთავარ როლს ასრულებს. გასაუბრებები, დისკუსიები და კონცენტრაცია საჭიროებს მოკლე რევერბერაციის დროს და დაბალ ხმის ანარეკლს. აკუსტიკური ოპტიმიზაციის სფეროში Caparol-ი წარმოდგენილია სხვადასხვა პროდუქტის სისტემებით - მათ შორის აკუსტიკური ელემენტებით, რომელთა მონტაჟი კედლებსა და ჭერზე მარტივად შესაძლებელია. ეს ელემენტები აუმჯობესებს ოთახის ხარისხს, როგორც მთლიანობაში ასევე სელექციურად გაანახლებს სპეციალურ ზონებს. აკუსტიკური ელემენტების ინდივიდუალიზაცია შესაძლებელია ფერებით ან ფოტორეალისტური ანაბეჭდით, რომელიც ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს.

CapaCoustic Melapor elements

აკუსტიკური ელემენტები ხმის შთანთქმის უნარით!

  • ექვემდებარება გადაკეთებას და გარემონტებას

  • სწრაფი მონტაჟი

  • კედლის და ჭერის მოსაპირკეთებლად

  • ტემპერატურს ცვლილებების მიმართ მედეგი

  • სახანძრო უსაფრთხოება შეესაბამება

  • ევროპულ სტანდარტებს

  • მინერალური ბოჭკოების გარეშე

  • შესაძლებელია ელემენტების შეფერადება

  • არავითარი სტატიკური მუხტი, არ იკრავს მტვერს

ღონისძიება

დღის დასაწყისიდან - საღამოს დასრულებამდე, ლობი სივრცეა მრავალი საქმიანობისთვის! მრავალფუნქციური და მოქნილი - ასე გამოიყურება ხვალინდელი დღის ლობი და ის გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ სივრცე ყოველდღიური საუზმის ბუფეტისთვის ან საღამოს ბარში განტვირთვისთვის. დიზაინით ადაპტირებული ლობი ღიაა სხვადასხვა ღონისძიებებისთვის. როგორც საღამოს მშვიდი კითხვისთვის, ასევე კორპორატიული ან კერძო წვეულებისთვის. ტრადიციული მოსასვენებელი ოთახი მოძველებულია, ცხოვრებისეული და მნიშვნელოვანი მოვლენები ისევ საჯაროდ აღინიშნება.  ასევე გასტრონომიური კონცეფციები , რომლებიც აქ ადგილს იკავებენ, უფრო მოქნილი, უფრო მრავალფეროვანი და თავიდანვე მოკლე ვადებზე გათვლილია.
 

იატაკი, რომელიც ყოველთვის კარგ ფორმაშია!

სასტუმროს ლობის მრავალჯერად გამოსაყენებელ ფართობად გადაქცევა, ცვლის მოთხოვნებს ოთახის კონცეფციებზე, აღჭურვილობასა და მასალებზე. სწრაფი ცვლა გამოყენების რეჟიმებს შორის განსაკუთრებით მყარ მასალებს საჭიროებს. ეს ითვალისწინებს იატაკებს, რომლისთვისაც კაპაროლის შვილობილი კომპანია Disbon-ი, 1954 წლიდან მრავალ გადაწყვეტილებებს გვთავაზობს: დატვირთვის მიმართ მედეგ, მარტივად წმენდად იატაკის დანაფარებს და მრავალფეროვანი დიზაინის ასორტიმეტს.

disbon 385 PU-Premium

დარტყმის მიმართ მედეგი იატაკის საფარი

  • ელასტიური პოლიურეთანის საფარი

  • ნაკლები ემისიის მქონე და გამხსნელის გარეშე

  • გაყვითლების მიმართ სტაბილური და ქიმიკატების მიმართ მედეგი

  • საშუალო და მაღალი დატვირთვის მქონე იატაკებისთვის

  • ხმის იზოლაცია სიარულის და დატვირთვის დროს

  • სტატიკური ბზარებისგან თავის დაცვა

სასტუმროს მაღაზიები

სასტუმრო გასნსაკუთრებული სერვისების მომწოდებელია - საცალო გაყიდვა კი ის სერვისია, რომელიც შემოსავლების წყარო და ამავდროულად გამოცდილების ფაქტორია. აქ საუბარია არა სუვენირებზე და ყოველდღიური საჭიროების ნივთებზე, არამედ მაღალი ხარისხის და უნიკალურობის მქონე , მდიდრულ ნიშა პროდუქტებზეა. სასტუმროს მაღაზიები გვთავაზობენ კონცეპტუალურ, თანამედროვე პროდუქტებს და უპირველეს ყოვლისა შერჩეულ პროდუქტებს, რომლებიც სხვაგან მხოლოდ ინსაიდერებს აქვთ გათვალისწინებული.

სრულყოფილი კედლების მშვენიერება!

საცალო გაყიდვის კონცეფცია იზიდავს არა მხოლოდ შეთავაზებული პროდუქციის მეშვეობით, არამედ თავისი ინტერიერის ატმოსფეროს წყალობითაც. ზედაპირების იერსახე უმთავრეს ადგილს იკავებს ისეთ მნიშვნელოვანი ასპექტების გამოხატვისას, როგორიცაა: ინოვაცია, ინდივიდუალურობა და ემოციურობა. წლების მანძილზე Caparol-ი ქმნის მიმზიდველ ზედაპირებს, კრეატიული დიზაინერების და ტექნოლოგების მეშვეობით, რომლებიც თანამედროვე, მაღალი ესთეტიკის მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. კაპაროლის ზედაპირები გამოირჩევა თავისი სიმარტივით, მათთან მუშაობისას და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადით. ასორტიმენტის სპექტრი მერყეობს ბრწყინვალე ოქროს ზედაპირებიდან, ბუნებრივი პატინას ხიბლის მქონე ზედაპირებამდე.

AntikLasur ‘Rost’

თავდაპირველად ჟანგი საკმაოდ უარყოფითად მოქმედებდა აღქმაზე, ახლა კი ჟანგის ეფექტის მქონე ზედაპირები დამკვიდრდა როგორც ესთეტიკის ნაწილი. ეს კი იდეალური წინაპირობაა ელეგანტური კედლების შესაქმნელად

Capadecor Metallocryl Interior - SILBER

მიმზიდველი, ემოციური, განუმეორებელი - ასე შეიძლება ელეგანტური ლითონის ეფექტის მქონე ზედაპირების აღწერა. ლითონის ეფექტის მეშვეობით უსაზღვროდ მრავალფეროვანი და ლამაზი ზედაპირების შექმნა არის შესაძლებელი.

Capadecor Metallocryl Interior - GOLD

ოქრო უსაზღვროდ მრავალფეროვანია! ეფექტური შავი ოქრო ან მდიდრული წითელი ოქრო, გამოხატული ფითხის ეფექტებით თუ შეუმჩვნეველი გარდამავალი ფერთა ტონებით - ოქროს მეშვეობით მრავალი ეფექტური ზედაპირის შექმნა არის შესაძლებელი.