- www.caparol.ge
- ჩვენ შესახებ
- კაპაროლის შესახებ
კაპაროლის შესახებ
გერმანიაში კაპაროლი სამშენებლო საღებავების სფეროს ლიდერია. ამასთანავე, ევროპის მასშტაბით, ბრენდი - კარგად ცნობილი "ზოლებიანი სპილო"- ს ლოგოთი, ამ სფეროში უმსხვილეს საწარმოეებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელია. ჩვენთან თქვენ აღმოაჩენთ ყველაფერს რაც გჭირდებათ: მაღალი ხარისხის საღებავებს, ლაქებს, ლაზურებს , ბათქაშებს გარე და შიდა სამუშაოებისთვის. ასევე: ენერგოდაზოგვის თერმოსაიზოლაციო კომპოზიტურ სისტემებს (ETICS), აკუსტიკურ სისტემებსა და ნაგებობების დამცავ პროდუქტებს, იატაკის დანაფარებს, კოროზიისაგან დამცავ და ბეტონის სამუშაოებისათვის საჭირო მასალებს. პროდუქციის ფართო ასორტიმენტი, რომელიც შენობას გარეგნულ იერსახეს უნარჩუნებს და შენობების მოსაპირკეთებელი მასალები - ხელმისაწვდომია 300 -ზე მეტ პარტნიორ გაყიდვის ობიექტში, შესაძლოა თქვენს მეზობლადაც კი.
გარდა ამისა, ჩვენ ვთავაზობთ უამრავ სხვა მომსახურებას მღებავებს და მებათქაშეებს, საღებავებით ბითუმად მოვაჭრეებს, დამპროექტებლებსა და სამშენებლო ინდუსტრიით დაინტერესებულ პირებს: ფერთა გამასა და ფერთა კომბინაციებს, კონსულტაციებს მასალების თაობაზე, ციფრულ მომსახურებასა და ტექნიკურ საკონსულტაციო მხარდაჭერას სამღებრო სამუშაოებთან და სამშენებლო ტერიოტორიაზე საქმიანობასთან დაკავშირებით. ასევე პროფესიული განვითარებისთვის საჭირო სხვადასხვა შეთავაზებებს.
მაღალი ხარისხი და ექსპერტების რჩევები
ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ უმაღლესი კლასის ხარისხს. მხოლოდ საუკეთესო ნედლი მასალის გამოყენება და პროდუქციის ხარისხის მუდმივი კონტროლი უზრუნველყოფს საწარმოო ხაზის ფორმულირებისა და ეკოლოგიური ასპექტების მაღალი ხარისხის სტანდარტებს. დაარსების დღიდან, კაპაროლის ერთერთი უმთავრესი მიზანია იმ პროდუქციის ხარისხის სტანდარტების უწყვეტი გაუმჯობესება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელობისთვის უვნებელია.
იმისათვის, რომ ზემოთ ხსენებული მოთხოვნები მომავალშიც გავამართლოდ, ვმუშაობთ სამეცნიერო, გამოყენებაზე ორიენტირებული კვლევებისა და განვითარების კუთხით, ვთანამშრომლობთ ცნობილ პროვაიდერებთან და ორგანიზაციებთან. ჩვენ არა მხოლოდ ხარისხისა და ინოვაციების სფეროს ლიდერს წარმოვადგენთ, არამედ, ბევრ სფეროში ნოვატორებიც ვართ; მაგალითად როგორიცაა: ინტერიერის საღებავები გამხსნელის გარეშე და მათი მავნებლობის მინიმუმამდე დაყვანა.
ჩვენი პროდუქციის ხარისხი, ისევე როგორც მისი სწორი გამოყენება, უნდა იყოს მხოლოდ საუკეთესო. ამიტომ, მომხმარებლებისთვის გაწეული კონსულტაცია და ყოვლის მომცველი ინფორმაციის გაზიარება მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის. შესაბამისად პროფესიულ სფეროში გაყიდვების სექტორის მიმართულებით გაგვაჩნია სამუშაო რესურსი: სანდო ექსპერტი უშუალოდ ახლოს მომხმარებელთან. ამასთანავე ყოველწლიურად ათასობით მომხმარებელს ვაცნობთ თეორიულ და პრაქტიკულ ასპექტებს.
მრავალმხრივი ტექნიკური დოკუმენტაცია, სპეციალისტ-კონსულტანტები და ტექნოლოგიის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მიღება ჩვენი მომხმარებლებისთვის სატელეფონო კავშირითაც არის ხელმისაწვდომი.
პროდუქციის ფართო ასორტიმენტი - ნებისმიერი დანიშნულებისთვის
ჩვენი გამოცდილება 125 წლიან გამოცდილებას ეფუძნება - წლების განმავლობაში ჩვენი პროდუქციის ირგვლივ დაგროვებული ცოდნა გულდასმითა და წარმატებით გადავეცით პროდუქტის შესაბამის სექტორებს. დღეს ჩვენ გთავაზობთ პროდუქციის ფართო ასორტიმენტს: ეს მოიცავს საგრუნტავებს, საღებავებს, ბათქაშებს, ფითხებს, ლაქებს და ლაზურებს, იატაკის დანაფარებს, შენობების დამცავ მასალებს, ფასადის სამონტაჟო სისტემებს, თერმოსაიზოლაციო სისტემებს, ინტერიერის აკუსტიკურ სისტემებს, კედლის საფარ და პროდუქტის დეკორატიული დანიშნულებით მოხმარების მეთოდებს არქიტექტორული თვალსაზრისით.
ჩვენთან ერთად და საღებავების პროვაიდერების პროდუქციის ასორტიმენტის გათვალისწინებით, პროფესიონალი მომხმარებელი ვერსად აღმოაჩენს პრობლემების გადაჭრის ასეთ მრავლისმომცველ და გამოცდილ საშუალებებს.
მშობელი კომპანია
კაპაროლის მშობელი კომპანიის - Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn Stiftung & Co KG შტაბ-ბინა მდებარეობს ობერ-რამშტადტში, ოდენვალდის რაიონში (ჰესენი). Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn (რობერტ მურიანის გერმანული აკრილური საღებავები) დაარსდა 1895 წელს. დღესდღეობით მისი ძირითადი საქმიანობა მოიცავს შესყიდვებს, წარმოებასა და პოტენციურ დამკვეთებს. DAW კვლავ დამოუკიდებელ ოჯახურ კომპანიად რჩება. www.daw.de