სასტუმრო ინდუსტრია და კაპაროლი
სასტუმრო ინდუსტრია და კაპაროლი

კაპაროლის გადაწყვეტები განსაკუთრებული სასტუმროებისათვის

 

სასტუმრო ინდუსტრია ჩვენთვის უდიდესი მნიშვნელობის სფეროა - ამიტომ ინტენსიურად ვართ ჩართულნი ამ სეგმენტის მიმდინარე და მომავალი განვითარების პროცესებში. ინდუსტრიაში რადიკალური ცვლილებები მოითხოვს ინოვაციურ მარკეტინგულ სტრატეგიებს, ახალ გამოცდილებებზე ორიენტირებულ ინტერიერის დიზაინს და ტექნოლოგიურ ინოვაციებს, რაც ხელს უწყობს სასტუმროს გრძელვადიან წარმატებას. სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენ გვინდა შემოგთავაზოთ - გადაწყვეტების მრავალფეროვნება. ჩვენ გვინდა შთავაგონოთ და გავაუმჯობესოთ ადამიანების ცხოვრების ხარისხი - იქნება ეს სამუშაო გარემო, კერძო სექტორი, თუ მოგზაურობა. სასტუმრო ინდუსტრიისთვის, რომელმაც მომავალში უნდა მოახდინოს ბაზარზე პოზიციონირება ავთენტური გამოცდილების და დიზაინის კონცეფციის მეშვეობით, უმთავრეს მნიშვნელობას ფუნქციონალური და ესთეტიკური მოთხოვნების ერთობლიობა უნდა წარმოადგენდეს. შემდეგ გვერდებზე თქვენთვის ჩვენ შევკრიბეთ ინფორმაცია, იდეები და წინადადებები, რომელიც შეიძლება თქვენს პროექტში გამოგადგეთ. ასევე მოხარულები ვიქნებით კონსულტაცია გაგიწიოთ კონკრეტულ პროექტებზე. დაგვიკავშირდით, ჩვენ დაგეხმარებით ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში.

 

 

კაპაროლის ობიექტები საქართველოში

საქართველოში მრავალი სასტუმრო თანამშრომლობს კომპანია კაპაროლთან. მაღალი კლასის სასტუმროებში გამოყენებულია კაპაროლის პროდუქტები: საღებავები, ემალები, იატაკის დანაფარები, თერმოსაიზოლაციო სისტემები და მრავალი სხვა... ჩვენ ინტენსიურად ვართ ჩართულნი ამ სეგმენტის მიმდინარე და მომავალი განვითარების პროცესებში. ამ ინდუსტრიაში რადიკალური ცვლილებები მოითხოვს ინოვაციურ სტრატეგიებს, რაც ხელს უწყობს სასტუმროს გრძელვადიან წარმატებას. ჩვენ გთავაზობთ - გადაწყვეტების მრავალფეროვნებას!

ჩამოტვირთე ჟურნალი



PDF ჩამოტვირთვა (pdf, 13.87 MB)
მსოფლიო ობიექტები

მსოფლიო ობიექტები