პროდუქტები

StuccoDecor DI PERLA

დეკორატიული საგოზავი მასა მეტალის შეფერილობით შიდა სამუშაოებისთვის.


დანიშნულება

საგოზავი მასა მეტალის შეფერილობით შიდა კედლებისა და ჭერის ინდივიდუალური დეკორატიული გაფორმებისათვის.

გამოყენების სფეროები

სასტუმროების, კაფეების, რესტორნების, საოფისე შენობების, ბინების, სამედიცინო დაწესებულებების მაღალხარისხიანი შიდა დეკორატიული დამუშავებისთვის.

თვისებები

  • ეკოლოგიურად უსაფრთხო
  • არ შეიცავს გამხსნელებსა და დამარბილებლებს
  • წყალში ხსნადი
  • დიფუზიის უნარით
  • მარტივი მოხმარებისათვის
  • მაღალი დატვირთვების ამტანი

მასალის შემკვრელი

ორგანული შემკვრელი პოლიმერული ფისის საფუძველზე.

შეფუთვა

2,5 ლ.

ფერი

ვერცხლისფერი - ბაზა, ოქროსფერი - ბაზა.

საგოზავი მასა Capadecor StuccoDecor DI PERLA იფერება მანქანურად ColorExpress -ის სისტემის 73 ტონში (55 - ვერცხლისფერი ბაზისთვის, 18 - ოქროსფერი ბაზისთვის). ხელით კოლერებისას ფერთა ტონებში განსხვავებების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია საგოზავის საჭირო რაოდენობა კარგად აირიოს. ბაზა შეიძლება გამოყენებულ იქნას მხოლოდ შეფერადებული სახით.

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი-პრიალა

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ყინვისაგან დაცულ ადგილას. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს. შენახვის ვადა ორიგინალურ შეფუთვაში მინიმუმ 2 წელი.

ტექნიკური პარამეტრები

DIN EN 13 300-ის შესაბამისად

  • სველი ცვეთა: კლასი 2
  • ნაწილაკების ზომა: წვრილი
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.0 გ/სმ3.