სპეც პროდუქტები
სპეც პროდუქტები

ფასადის თერმოიზოლაცია - ETICS

ფასადის ოპტიმალური თერმოიზოლაvცია არა მხოლოდ ამცირებს გათბობის ხარჯებს და ზოგავს ენერგიას, იგი აგრეთვე ახანგრძლივებს შენობის ექსპლუატაციის ვადას, ზრდის საცხოვრებელი გარემოს კომფორტს, იცავს შენობის კონსტრუქციას და ზრუნავს გარემოზე. თუ ფასადი სწორად არის დათბუნებული, გრძელვადიანი უპირატესობები უზრუნველყოფილია. კაპაროლი ათწლეულების განმავლობაში ინტენსიურად მუშაობს თერმოსაიზოლაციო სისტემების განვითარებაზე და სისტემატიურად ანახლებს თავის პროდუქციას, რათა დააკმაყოფილოს მზარდი მოთხოვნები. თანამედროვე  ETICS - თერმოსაიზოლაციო სისტემემებით, კაპაროლი გთავაზობთ  ტექნოლოგიებს, რომლებიც შეესაბამება ევრო მოთხოვნებს , არის ხანმედეგი და ატმოსფერული მოვლენების მიმართ მდგრადი. ასევე ფასადის დიზაინის შესაძლებლობები კაპაროლში თითქმის უსაზღვროა, ამისათვის მხოლოდ თქვენთვის სასურველი სრული პაკეტის არჩევაა საჭირო. ყველა კომპონენტი ხარისხზე შემოწმებული, ერთმანეთზე მორგებული და სერტიფიცირებულია, რითიც ფასადის ექსპლუატაციის ვადა იზრდება.

პარკინგი - OS სისტემა

მიწისზედა და მიწისქვეშა ავტოფარეხების იატაკის ზედაპირები განიცდის სხვადასხვა სახის დატვირთვებს. მექანიკური დატვირთვები გამოწვეული მანქანების მოძრაობით,  დაღვრილი ძრავის ზეთებით და მოყინვის საწინააღმდეგო მარილებით, აზიანებს იატაკის დანაფარებს და ზედაპირს. სათანადო დაცვის არ არსებობის შემთხვევაში, ამ ობიექტების სტრუქტურას საფრთხე ემუქრება. კაპაროლის ნაკლები ემისიის მქონე DISBON-ის დასახმელი, ეპოქსიდური იატაკები არის გამოსავალი შესაფერისი ზედაპირების დასაცავად. DISBON-ი გთავაზობთ დახვეწილ სისტემურ გადაწყვეტას მიწისქვეშა და მაღალსართულიანი ავტოფარეხებისთვის, რომლებიც ეფუძნება თანმიმდევრულ ერთ მთლიან კონცეფციას - იქნება ეს ახალი მშენებლობა თუ რეკონსტრუქცია.

ცეცხლ გამძლე პროდუქტები Capatherm

ცეცხლი ასოცირდება როგორც სითბოსთან, ასევე მთლიანად განადგურებასთან. რამდენადაც ბუხარში დანთებულმა ცეცხლის ალმა შეიძლება მოგვხიბლოს, იმდენად კონტროლიდან გამოსულმა ხანძრის ალმა შეიძლება დაგვაზიანოს. დრო ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია ხანძრის შემთხვევაში. კაპაროლის ცეცხლგამძლე Capatherm-ის  პროდუქტები სწორედ ამ დროს გვაძლევს - დროს მოქმედებისთვის და დროს უბედურების თავიდან ასაცილებლად. ასევე, თუ მეხანძრეები თავის სიცოცხლეს რისკავენ ადამიანების გადასარჩენად, ყველაზე ცოტა რაც შეიძლება გაკეთდეს ის არის, რომ შენობის კონსტრუქცია მაშველების ფეხ-ქვეშ არ ჩაინგრეს. კაპაროლი გთავაზობთ ცეცხლგამძლე პროდუქტების ასორტიმენტს, რომელიც იცავს შენობას და ასევე ხანძრის შემთხვევაში, გაძლევთ მეტ დროს ევაკუაციისთვის

პროდუქტები კვების ობიექტებისათვის

კვების ობიექტები წარმოადგენს ისეთ სივრცეებს, სადაც ჰიგიენის მოთხოვნები საკმაოდ მაღალ სტანდარტებზეა, შესაბამისად ასეთ ზონებში და სივრცეებში საჭიროა ამ წესების გაფრთხილება და დაცვა. ყველა ობიექტი, რომელიც შეხებაშია საკვებ პროდუქტებთან, უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამისს ნორმებს და სტანდარტებს. კაპაროლი ამ შემთხვევაში გთავაზობთ ევრონორმების შესაბამის, პრემიუმ კლასის მასალებს. ეს სისტემური გადაწყვეტები აკმაყოფილებენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც გათვალისწინებული უნდა იქნას საკვებ ობიექტებში. იქნება ეს წმენდის მაღალი ხარისხი, ეკოლოგიურობა თუ სხვა ფუნქციები.

ვენტილირებადი ფასადის სისტემები

ვენტილირებადი ფასადების ინოვაციური გადაწყვეტები, ზედმიწევნით აკმაყოფილებს ფასადის მოპირკეთების ყველა ტექნიკურ მოთხოვნას და ასევე გვთავაზობს მიმზიდველი დიზაინის მრავალფეროვნებას: ბუნებრივი ქვის, მინის და მრავალ სხვა ვიზუალურ იერსახეს. ეს არქიტექტორებს და დიზაინერებს უსაზღვრო შესაძლებლობას აძლევს, ნებისმიერი სახის დიზაინერული ჩანაფიქრის განხორციელებაში. კაპაროლი ასევე გთავაზობთ ინოვაციურ გადაწყვეტას, ვენტილერებად ფასადზე მზის ელემენტების ჩანართებს, რომელიც საშუალებას აძლევს შენობას გამოიმუშაოს ელექტრო ენერგია საკუთარი რესურსებით.