მდგრადი შენობები
მდგრადი შენობები

მდგრადი შენობები

მეტი გამძლეობა, ეფექტურობა და ცხოვრების ხარისხი

ჩვენი პროდუქტები და სერვისები ხელს უწყობს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას და მდგრადობის ზრდას საზოგადოებაში. ჯანმრთელი კლიმატის მქონე ინტერიერები და გამძლე შენობები ჩვენი პრიორიტეტებია. ენერგოეფექტურობის გაზრდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც მთელს მსოფლიოში CO₂ ემისიის ერთი მესამედი - შენობა-ნაგებობებიდან ვრცელდება.

მაღალტექნოლოგიური საღებავები იცავს შენობის ზედაპირს.

ზედაპირის დაცვა

როგორც წესი, მდგრადობის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეაქვს პროდუქციისა და მასალების გამძლეობას. კაპაროლის ზედაპირის დანაფარები, გადამწყვეტ გავლენას ახდენენ შენობის ექსპლუატაციის ვადაზე, რადგან ზედაპირული ფენის სიმტკიცე და ხარისხი დიდი ხნით იცავს ზედაპირს. ამ გზით სარემონტო სამუშაოების საჭიროება საგრძნობლად მცირდება. კაპაროლი უზრუნველყოფს ატმოსფერული მოვლენებისგან დაცვას და დაცვას დაბინძურებასა და გაფერმკრთალებისგან. შენობის შიგნით კი ზედაპირების და დანაფარების მედეგობის გაზრდა, ისეთი საღებავების გამოყენებით არის შესაძლებელი, რომლებიც განსაკუთრებული წმენდადობით გამოირჩევა. კაპაროლი ასევე უზრუნველყობს ხე და რკინის სწორ დაცვას, რათა მათ დიდხანს შეუნარჩუნდეთ ბუნებრივი სილამაზე და ფუნქციონალურობა.

ენერგოეფექტურობა თერმოიზოლაციის საშუალებით

ფასადის ოპტიმალური თერმოიზოლაცია, არა მხოლოდ ამცირებს გათბობის ხარჯებს და ახანგრძლივებს შენობის მდგრადობას, იგი აგრეთვე ზრუნავს მაცხოვრებლის კომფორტზე. თერმოიზოლაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს მაშინ, როდესაც საქმე ეხება არსებული შენობების განახლებას, რათა ისინი უფრო ენერგოეფექტური გახდეს. ზამთარში სიცივისა და ზაფხულში სიცხის წინააღმდეგ თბოიზოლაციის რთული საკითხი მოითხოვს საიმედო და გამოცდილ პარტნიორს. კაპაროლი ათწლეულების განმავლობაში იყო თერმოიზოლაციის  გადაწყვეტების ერთ-ერთი წამყვანი მიმწოდებელი მთელს ევროპაში. დღესდღეობით კაპაროლის მრავალფეროვანი თერმოსაიზოლაციო სისტემები, არა მხოლოდ იცავს და უნარჩუნებს შენობას თავის ღირებულებას, არამედ პასუხობს მაღალი ხარისხის დიზაინის სტანდარტებსაც.

ფასადის თერმოიზოლაცია

მთელს მსოფლიოში CO₂ ემისიის ერთი მესამედი - შენობა-ნაგებობებიდან ვრცელდება.
ჯანმრთელი კლიმატი შენობის შიგნით.

გადაწყვეტები ჯანმრთელი ცხოვრებისათვის

ინტერიერი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, როდესაც საქმე ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას ეხება, რადგან ჩვენი ცხოვრების უმეტეს ნაწილს შენობის შიგნით ვატარებთ. კაპაროლი გთავაზობთ გადაწყვეტების ფართო სპექტრს - ინტერიერში სასიამოვნო ოთახის ტემპერატურის, ჰაერის ტენიანობის, ოთახის აკუსტიკის, მეტი დღის სინათლისა და ჯანმრთელი კლიმატის შესაქმნელად.  კაპაროლის ჯანსაღი საღებავები გამხსნელების და პლასტიზატორების გარეშე, ამცირებს ემისიას და უზრუნველყობს ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს. გარდა ამისა, კაპაროლს ასევე აქვს დაპატენტებული საღებავების ტექნოლოგია - კონსერვანტების გარეშე,  რომლებიც შესაფერისია ალერგიის მქონე ადამიანებისთვისაც კი. კაპაროლის პროდუქტების VOC შემცველობა და ემისიის დონე არის მინიმალური და ის აკმაყოფილებს შენობებისთვის განკუთვილი სერთიფიკატების კრიტერიუმებს.

მდგრადობა

გაიგეთ მეტი ჩვენი მდგრადობისადმი ვალდებულების შესახებ - მდგრადი პროდუქტებისა და მდგრადი შენობების სფეროებში.