ჯანსაღი გარემო
ჯანსაღი გარემო

ჯანმრთელი კლიმატი სასტუმროს შიგნით

ის ვინც ყურადღებას ამახვილებს ჯანმრთელ გარემოზე საკუთარ სახლში, მოგზაურობისას იგივე ხარისხის მოლოდინი აქვს. ამიტომ Caparol-ი გთავაზობთ პროდუქციის ფართო სპექტრს, სპეციალური დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტებით, რომლებიც სცილდება ზოგადად მინიმალური ემისიის მქონე ინტერიერის საღებავების მაღალ სტანდარტებს და არ გამოყოფენ პრობლემურ ნივთიერებებს ოთახის ჰაერში. დაბოლოს: Caparol-ი უკვე პროდუქტების განვითარების ეტაპზე ზრუნავს ეკოლოგიურობაზე, იყენებს აღდგენად ნედლეულს და ამით ზრუნავს დედამიწის რესურსებზე.

Amphibolin

E.L.F.  კლასის  ახალი თაობის უნივერსალური საღებავი ფასადებისა და ინტერიერისათვის. მრავალფუნქციური ფასადის და ინტერიერის საღებავი. მინიმალური ემისიით და მაღალი ადჰეზიურობით, არ შეიცავს გამხსნელებს, იცავს ზედაპირს გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან. გამოდგება თითქმის ყველა სახის ზედაპირისათვის.  მაღალი ცვეთამედეგობის, სტრუქტურის შემანარჩუნებელი დანაფარის შესაქმნელად, განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე Capaver-ის მინა-შპალერებზე. სინათლის არეკვლის კარგი უნარის გამო საუკეთესო არჩევანია სუსტი განათების მქონე დერეფნების, კიბის უჯრედების, სათავსოებისათვის, სახელოსნოებისათვის და მიწისქვეშა ავტოსადგომებისათვის. კარგად ირეცხება წყლით და არის მადეზინფიცირებელი საშუალებების მიმართ მედეგი.

პროდუქტზე გადასვლა

 

Samtex 7

აბრეშუმისებრი - მქრქალი ლატექსური საღებავი დიდი დატვირთვების მქონე შიდა ზედაპირებისათვის. ზედაპირის სტრუქტურის შემანარჩუნებელი საღებავი, გლუვი, მქრქალი, ელეგანტური დაფარვების შესაქმნელად შენობებს შიგნით. მაღალი მედეგობის გამო განსაკუთრებით გამოსადეგია  დიდი დატვირთვების მქონე ზედაპირებისათვის. საღებავის თხელი ფენა აბრეშუმისებრი - მქრქალი ეფექტით ხაზს უსვამს მასალის სტრუქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და  შუშა-შპალერების დასაფარად.საღებავი მავნე ემისიებისა და გამხსნელების გარეშე, ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებები არ გამოიყოფა არც დამუშავების და არც გაშრობის პროცესში.

პროდუქტზე გადასვლა

 

Indeko-plus

ხარისხის ახალი კლასი, განსაკუთრებულად პროდუქტიული და ეკონომიური. მინიმალური ემისიით  და გამხსნელის გარეშე. უმაღლესი ხარისხის კედლის და ჭერის საღებავი,ყველანაირი ინტერიერის ზედაპირებისათვის. Indeko-plus-ს გააჩნია გაორმაგებული ფარვის უნარი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში საკმარისია ერთი ფენა ხარისხიანი ზედაპირის დასაფარად. შრება ძალიან სწრაფად, ამიტომ საუკეთესო არჩევანია ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა რემონტი და ექსპლუატაციაში შესვლა უნდა მოხდეს მოკლე ვადებში.საღებავს არ ახასიათებს ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს, ამიტომ არც დატანის და არც შრობის პროცესში არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

პროდუქტზე გადასვლა