ORIGINAL MELDORFER®

აგურის იმიტაცია

გერმანიის ჩრდილოეთით, შლეზვიგ - ჰოლშტაინში, Original Meldorfer®-ის ქარხანა 1979 წლიდან აწარმოებს მაღალი ხარისხის ხელნაკეთი ბრტყელი სახის აგურებს - ბუნებრივი ქვიშისა და მინერალებისგან. ბუნებით შთაგონებული და ტრადიციული დამზადების მეთოდების გამოყენებით, ჩვენი უნიკალური დიზაინის მქონე პროდუქცია ნებისმიერ შენობას  განსაკუთრებულ და გამორჩეულ ხარისხს ანიჭებს.

განსაკუთრებულად ცვეთამედეგი თვისებების წყალობით, Original Meldorfer®-ის აგურის იმიტაციას შეუძლია გაუძლოს ნებისმიერი სახის ატმოსფერულ მოვლენებს. ჩვენი პროდუქცია დაფუძნებულია ხარისხის ხედვაზე, რომელსაც შეუძლია გაუძლოს დროის გამოცდებს. Original Meldorfer®-ი გთავაზობთ თანამედროვე და ხელმისაწვდომ გადაწყვეტებს - ფასადის ნამდვილად კრეატიული დიზაინისთვის.

ყველაფერი, რაც გიყვართ აგურში, მაგრამ...

აგურის მსგავსი. უბრალოდ უკეთესი.

ლამაზი

ტრადიციული აგურისგან განსხვავებით, Original Meldorfer® -ის აგურის იმიტაცია ყველა ფასადს უნიკალურ და ავთენტურ იერსახეს ანიჭებს. თითქმის შეუზღუდავი კონფიგურირებადი გადაწყვეტებით, Original Meldorfer® -ის დეკორატიული აგურის ფილების მეშვეობით, არქიტექტორებს შეუძლიათ შექმნან ნებისმიერი სტილის, ფერისა და ფორმატის დიზაინი. მათი უნიკალური ტექნიკური თვისებები და დაბალი სტატიკური წონა გვაძლევს საშუალებას, აგურის იმიტაცია ყველა ტიპის ფასადებსა და ინტერიერში გამოვიყენოთ.

მდგრადი

ბუნებრივი ქვიშისა და მინერალებისგან დამზადებული Original Meldorfer®-ის ბრტყელი აგურის ფილები, ბიოციდებისგან თავისუფალია და ეკოლოგიურად სერთიფიცირებულია "ლურჯი ანგელოზის" მიერ. კლინკერის აგურისგან განსხვავებით, Orginal Meldorfer®-ის აგურის იმიტაცია შრება 70°C-ზე და არ იწვება 1000°C-ზე. აგურის იმიტაცია 60%-ით ნაკლებ CO₂ კვალს ტოვებს გარემოში და 80%-ით უფრო მსუბუქია ვიდრე ტრადიციული აგური, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მეტად უსაფრთხოა კლიმატისთვის - ტრანსპორტირების დროს.

მედეგი

Original Meldorfer®-ის სასარგებლოდ გადაწყვეტა, არის გადაწყვეტა გრძელვადიანი პერსპექტივით. თქვენი პროექტი სულ მცირე 30 წლის განმავლობაში შესანიშნავ მდგომარეობაში დარჩება.  Original Meldorfer®-ის აგურის იმიტაციის  დამცავი თვისებების წყალობით, თქვენ ხანგრძლივად დაცული იქნებით - ბზარების და წყალმცენარეების წარმოქმნისგან. ყინვაგამძლე თვისებები და დარტყმის მიმართ მედეგობა, კიდევ უფრო იცავს თქვენს ინვესტიციას. არა აალებადი მახასიათებლები კი, უსაფრთხოების შეგრძნებას მოგანიჭებთ.

ეკონომიური

Original Meldorfer®-ის მეშვეობით, ამბიციური პროექტების განხორციელება მცირე ბიუჯეთითაც კი არის შესაძლებელი. საერთო ჯამში, კლინკერის აგურთან შედარებით Original Meldorfer®-ის აგურის იმიტაცია 20%-იან ღირებულების უპირატესობას გვთავაზობს და 80%-ით უფრო მსუბუქია, ვიდრე ტრადიციული აგური, რაც შესაბამისად ზოგავს დროს და მნიშვნელოვნად ამცირებს მშენებლობის ხარჯებს. ასევე არა აალებადი თვისებების გამო, ხანძარსაწინააღმდეგო დამატებითი ზომების გატარება აღარ ხდება საჭირო.

მოქნილი მოხმარება

თითქმის ყველა სისტემებზე და ზედაპირებზე

უსაზღვრო დიზაინის შესაძლებლობა

მორგებული დიზაინის შესაქმნელად

ხანგრძლივად მდგრადი

სერთიფიცირებულია "ლურჯი ანგელოზის" მიერ

ხანმედეგი და გამძლე

ხანგრძლივი და ხარისხიანი ექსპლუატაციის ვადა

სწრაფი და მარტივი მოსახმარებლად

ზოგავს დროს და ძალას გამოყენებისას

უკიდურესად მსუბუქი წონა

საუკეთესოდ გამოდგება თერმოიზოლაციისთვის

დიზაინის კოლექციები

ურბანული კლასიკა

ტრადიციული აგურის იერსახე

ახალი დიზაინი

ახალი შეხედულებები და პერსპექტივები

ჩემი მელდორფერი

შექმენი საკუთარი დიზაინის - შეზღუდვების გარეშე!

ტექნოლოგია სრულყოფილ ჰარმონიაში

 

Original Meldorfer®-ის პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია თითქმის ნებისმიერ ზედაპირზე. თავისი უკიდურესად მსუბუქი წონის წყალობით, საუკეთესოდ გამოდგება ფასადის თერმოსაიზოლაციო სისტემებზე, ვენტილირებადი ფასადის კედლებზე, მონოლითურ კონსტრუქციებზე, კომბინირებულ ფასადებზე და ინტერიერის კედლებზე გამოსაყენებლად. უფრო მეტიც - Original Meldorfer®-ის პროდუქცია შეიძლება გამოყენებულ იქნას ნებისმიერ საიზოლაციო სისტემაზე, საიზოლაციო მასალის სისქის მიუხედავად და შესანიშნავია მინერალური ბამბის, EPS ან პოლიურეთანისაგან დამზადებულ პანელებზე გამოსაყენებლად.