შეკვეთით დამზადებული
შეკვეთით დამზადებული

დამზადებულია შეკვეთით

სასტუმროს შემთხვევაშიც პირველ შთაბეჭდილებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამ შთაბეჭდილებას ჩვენ ვიქმნით უმოკლეს დროში - როდესაც ჩვენ უშუალოდ სივრცეების და ოთახების გარემოს ვგრძნობთ, ვხედავთ, ვყნოსავთ და ვუსმენთ. ასე ვხდებით რამდენად შეეფერება გარემო ჩვენს სურვილებს და მოთხოვნებს. ამ პროცესში, ზედაპირები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ. ზედაპირების მეშვეობით ხდება ინტერიერის დახასიათება. საუბარია არა მხოლოდ ზედაპირის ფერსა თუ სიკაშკაშეზე, არამედ მის დახვეწილ თვისებებზე, მის სტრუქტურასა და მატერიალურობაზე. უნიკალური ხასიათის მქონე ზედაპირები ხაზს უსვამს სასტუმროს უნიკალურობას, განსაზღვრავს მის გარეგან ეფექტს დახვეწილი, მაგრამ ეფექტური გზით. მაღალი კლასის ზედაპირების დახვეწილი დიზაინი არის შემოქმედებითი გამოწვევა და შესაძლებლობა და ამავე დროს უფრო ეკონომიური, ვიდრე ძვირადღირებულ მასალებთან მუშაობა. ამრიგად, ხშირი განახლებაც უფრო ხელმისაწვდომი ხდება. იმისათვის, რომ ზედაპირის დიზაინის დიფერენციის უზარმაზარი პოტენციალი სრულად იყოს ხელმისაწვდომი, Caparol-ის ფერების-დიზაინის სტუდიის ექსპერტები მუდმივად ქმნიან კონკრეტულ სამიზნე ჯგუფებზე და პროექტებზე მორგებულ ინოვაციებს.


ბეტონის იმიტაცია


მიკროცემენტის იმიტაცია


ტრავერტინის იმიტაცია


ხის იმიტაცია


ხავერდის იმიტაცია


აბრეშუმის იმიტაცია


მარმარილოს იმიტაცია


ჟანგის იმიტაცია


ქვიშის იმიტაცია

დეკორატიული ზედაპირები ფასადისა და ინტერიერისთვის

ტრავერტინის იმიტაცია

ბუნებრივი ტრავერტინი მრავალი საუკუნის განმავლობაში გამოიყენება. მისგან აგებულია კოლოსეუმი, ვატიკანის წმინდა პეტრეს საკათედრო ტაძარი და სხვა არქიტექტურული ძეგლები. იმისათვის რომ მსგავსი ეფექტი საკუთარ სახლში შექმნათ, ტრავერტინის შეკვეთა საჭირო აღარ არის; აქ უფრო მარტივი და მოსახერხებელი გამოსავალი არსებობს - Caparol-ი გთავაზობთ კედლის მოპირკეთების ინოვაციურ მეთოდს ბუნებრივი ქვის ფერის და ფაქტურის მისაღებად.

ხის იმიტაცია

დეკორატიული ბათქაში და ხე ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული მასალაა, თუმცა Caparol-ის დეკორატიული ბათქაშის და სწორი ტექნოლოგიების მეშვეობით , სხვადასხვა სახეობის ხის ფაქტურის სრულყოფილი იმიტაციის შექმნაა შესაძლებელი.

ბეტონის იმიტაცია

ბეტონი საკმაოდ უხეში მასალაა, ამიტომ დიზაინერები ცდილობენ იპოვონ კომპრომისი ძველ ტექნოლოგიას და თანამედროვე ელეგანტური ზედაპირის მიღებას შორის. Caparol-ის დეკორატიული ბათქაშის გამოყენებით მრავალი სახის ბეტონის ზედაპირის შექმნა ხდება შესაძლებელი, რომელიც მომხიბლავი და ასევე ხანგრძლივად მდგრადი და სინესტის მიმართ მედეგი არის.

 

Original Meldorfer® აგურის იმიტაცია

მყარი აგური და აგურის ნაჭრები საკმაოდ მძიმე და რთულად დასამუშავებელი მასალაა, ამიტომ Caparol-ი გთავაზობთ Meldorfer® - ის აგურის იმიტაციას როგორც ალტერნატივას. Meldorfer® - ის თხელი ფილები გამოირჩევა ასორტიმენტის მრავალფეროვნებით, ნებისმიერ აგურთან შედ არებით არის გაცილებით მსუბუქი, მარტივად დასამუშავებელი და ცეცხლ გამძლე. მისი გამოყენება შესაძლებელია: ფასადის საიზოლაციო სისტემაზე, ვენტილირებად ფასადზე, მონოლით ურ კონსტრუქციაზე, კომბინირებულ ფასადზე და ასევე ინტერიერში