ხის ლაქები და ლაზურები
ხის ლაქები და ლაზურები

ხის ლაქები & ლაზურები

ხის ზედაპირების ოპტიმალური დაცვა და დიზაინი

ხის ზედაპირების დამუშავება - გამძლე, მიმზიდველი და მაღალი ხარისხის შედეგების მისაღებად. კაპაროლის ასორტიმენტი გთავაზობთ უნივერსალურ პროდუქციას, რომელებიც ულტრაიისფერი სხივებისადმი რეზისტენტულობით გამოირჩევიან. ყველა მათგანი მარტივი გამოსაყენებელია და მიესადაგება როგორც მდგრად, ასევე არამდგრად კომპონენტებს. მრავალმხრივი არჩევანი კი, დიზაინის ნებისმიერ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს და შთააგონებს ახალ, მანამდე უცნობი იდეების რეალიზებას. პროდუქციის დიაპაზონი მოიცავს მრავალფრად ტონირებულ, კლასიკურ, ბუნებრივი ხის ფერებსა და ვერცხლისფრად მოელვარე ლაზურებს. ColorExpress-ის მეშვეობით, ყველა პროდუქტი ხელმისაწვდომია ინდივიუალურად ტონირებულ ფერებში.

დაცვა და შენახვა

ხე საჭიროებს ზრუნვას!

თავიდანვე კარგად დაცული

ხის დეტალების დაფარვა გარე სივრცეებში ჩვეულებრივ, სოკოსა და ხავსის საწინააღმდეგო გაჟღენთვით იწყება! აუცილებელია ხე დამუშავდეს ისე, რომ სამომავლოდ ოპტიმალურად იყოს დაცული. ხის პრევენციული დაცვის საშუალებები გამოიყენება „ლურჯი ლაქების“ შეჭრის წინააღმდეგ. ასეთი სახის პროდუქტები მოითხოვს ოფიციალურ ნებართვას (დამტკიცების ნომერი ეტიკეტზე). გამჭვირვალე, მაგრამ ასევე ნაწილობრივ შეღებილი, მოჭიქული გამჟღენთები და საგრუნტი საშუალებები, რომლებიც შეიცავს დამცავ აქტიურ ნივთიერებებს - გამოიყენება ცისფერი ლაქებისა, ლპობისა და სოკოვანი ინფექციის შეჭრის წინააღმდეგ. გამჟღენთები არ უნდა აგვერიოს ისეთ პროდუქტებში, რომლებიც ქმნიან მხოლოდ ზედაპირულ დამცავ აბკს! ასეთი პროდუქტები არ შეიცავენ დამცავ ნივთიერებებს და არ არიან ეფექტურები სოკოსა და ხავსთან ბრძოლაში - შესაბამისად მათ ეტიკეტზე არ აქვთ ოფიციალური დამტკიცების ნომერი. კაპაროლი გთავაზობთ ოფიციალურად დამტკიცებულ ხის დამცავ საშუალებას, რომელიც ეფექტურია ხანგრძლივი ვადით!

წყალხსნადი , უფერული ხის გრუნტი, ობისა და მერქნის დამაზიანებელი სოკოს მიმართ პრევენციული დაცვის ეფექტით. გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) გასაჟღენთად. Capacryl Holzschutz-Grund-ი იცავს სტატიკურად დაუტვირთავი ხის ელემენტებს, რომლებსაც არ აქვთ შეხება ნიადაგთან, ობისა და ლპობისგან. მხოლოდ გარე სამუშაოებისთვის.

Holzschutz-Grund

ხე შიდა სივრცეებში

ხის ლაზურები

მსუბუქი, მეგობრული, მყუდრო: ასე გამოიყურება ლაზურებით დაფარული, ხის ზედაპირი თქვენს სახლში! ლაზურები, რომლებიც ასევე შესაფერისია ბავშვების სათამაშოებისთვის. განსაკუთრებით ჯანსაღი და მდგრადი! ჩვენ, თქვენთვის ინტერიერის სამი საუკეთესო პროდუქტი ამოვარჩიეთ:

ფერადი გაფორმებისთვის!

მასიური ხის (მაგ. ფანჯრები, დარაბები, კარები და ხის ღობეები) ფერადი გაფორმებისათვის, შიდა და გარე სამუშაოებისას. იცავს ნესტისგან და ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან. არსებული ტექნიკური გამოცდილების შესაბამისად, რეკომენდირებულია 2-3 წელიწადში ერთხელ განხორციელდეს დამუშავებული ზედაპირების სარემონტო სამუშაოები, განსაკუთრებით გარე სივრცეებში სადაც კლიმატური ზემოქმედების საშიშროება მაღალია.

  • არ შეიცავს ბიოციდურ დანამატებს
  • არ შეიცავს არომატიზირებულ გამხსნელებს
  • მაღალი დაცვა ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან, გამჭირვალე რკინის ოქსიდის პიგმენტების დამსახურებით
  • დამატებითი დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან, ულტრაიისფერი ფილტრების დამსახურებით.
  • ნესტისგან ხანგრძლივი დაცვა
  • ორთქლდიფუზიური
  • არ წვეთავს დატანისას
  • ხანგრძლივი სამუშაო დროის გამო, ლაზურის დატანა შესაძლებელია დიდ ფარდობებზე

F7-LangzeitLasur

გარემოსთვის უსაფრთხო!

გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) დასაფარად და დასაცავად, შიდა გარე სივრცეებში. 

  • წყალხსნადი
  • გარემოსათვის უსაფრთხო
  • არა წებვადი
  • დიფუზიის მაღალი უნარით
  • ძლიერად ელასტიური
  • გამოდგება ბავშვების სათამაშოებისთვის, DIN EN 71-3 სტანდარტის შესაბამისად

DecorLasur

ბუნებრივი ხის ეფექტების შესაქმნელად!

Capadur SilverStyle-თან ერთად თქვენ შეგიძლიათ შექმნათ ხის ზედაპირები, დახვეწილი ბზინვარე ეფექტით. ბუნებრივ ფაქტურასთან კომბინაციაში Capadur SilverStyle ქმნის ელეგანტურ და მომხიბლავ დიზაინს. თქვენი ფასადი - ბრწყინვალე და საინტერესო ხასიათს შეიძენს!

SilverStyle

ფანჯრები და გარე კარები

როდესაც საქმე კარგ ვენტილირებას ეხება: ამ ლაზურის მეშვეობით ტენიანობის გადაცემა სწორედ მიმდინარეობს. წყლის ორთქლი შიგნიდან გარეთ გადის, ხოლო ტენიანობა გარედან - რჩება გარეთ. შესანიშნავი კლიმატი თქვენი სახლისთვის!

მასიური ხის (მაგ. ფანჯრები, დარაბები, კარები და ხის ღობეები) ფერადი გაფორმებისათვის, შიდა და გარე სამუშაოებისას. იცავს ნესტისგან და ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან. არსებული ტექნიკური გამოცდილების შესაბამისად, რეკომენდირებულია 2-3 წელიწადში ერთხელ განხორციელდეს დამუშავებული ზედაპირების სარემონტო სამუშაოები, განსაკუთრებით გარე სივრცეებში სადაც კლიმატური ზემოქმედების საშიშროება მაღალია.

  • არ შეიცავს ბიოციდურ დანამატებს
  • არ შეიცავს არომატიზირებულ გამხსნელებს
  • მაღალი დაცვა ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან, გამჭირვალე რკინის ოქსიდის პიგმენტების დამსახურებით
  • დამატებითი დაცვა ულტრაიისფერი სხივებისგან, ულტრაიისფერი ფილტრების დამსახურებით.
  • ნესტისგან ხანგრძლივი დაცვა
  • ორთქლდიფუზიური
  • არ წვეთავს დატანისას
  • ხანგრძლივი სამუშაო დროის გამო, ლაზურის დატანა შესაძლებელია დიდ ფარდობებზე.

F7-LangzeitLasur