სველი
მოხეხვის
კლასები
სველი
მოხეხვის
კლასები

სველი მოხეხვის კლასების მნიშვნელობა

სველი მოხეხვის კლასები - ინტერიერის საღებავის მოხეხვისადმი მედეგობაზე მიუთითებს. ამ გვერდზე ჩვენ განვმარტავთ, თუ რა დატვირთვას უძლებს სხვადასხვა კლასი და ასევე ავხსნით, თუ როგორ დგინდება საღებავის სველი მოხეხვისადმი მედეგობა. დაბოლოს, გაჩვენებთ თუ რა რეკომენდაციებს გავცემთ - სველი მოხეხვის, სხვადასხვა კლასის საღებავებისთვის.

 

DIN - სტანდარტი

გერმანიის სტანდარტიზაციის ინსტიტუტმა 2001 წლის 1 ნოემბერს გამოუშვა DIN სტანდარტი - EN 13 300. ეს სტანდარტი წარმოადგენს: ინტერიერის კედლისა და ჭერის საღებავების ხარისხობრივ კლასიფიკაციას. DIN სტანდარტი ანაწევრებს საღებავებს ეგრეთ წოდებულ - სველი მოხეხვის კლასებად.

როგორ იზომება ფენის სისქის დანაკარგი?

საღებავის ფენის სისქის დანაკარგი, განსაზღვრავს სველი მოხეხვის კლასს და იზომება სტანდარტული გამოცდის მეთოდით: პირველ რიგში მზიდუნარიან ქაღალდზე ჰორიზონტალურად დაიტანება სტანდარტული სისქის ფენა საღებავი და შემდეგ იჭიმება გამომცდელ სადგურში. შემდეგ იწყება მოხეხვის ციკლი: გადაჭიმულ ქაღალდზე წინ და უკან გადაადგილდება მხეხავი ფირფიტა. სველი მოხეხვის კლასები 1,2,3 გამოცდისას გადიან 200 ციკლს, ხოლო კლასები 4 და 5 - 40 ციკლს. დასრულებისას, გამოცდის პროცესში მოხეხილი/გადამძვრალი საღებავი იწონება და ასე დგინდება სველი მოხეხვის კლასი.

5 სველი მოხეხვის კლასი

  • სველი მოხეხვის კლასი 1-ის საღებავს, მოხეხვის 200 ციკლის შემდეგ, ფენის სისქის დანაკარგი 5 მიკრომეტრზე ნაკლები აქვს. ამიტომ  სველი მოხეხვის კლასი 1 -ის ინტერიერის საღებავებს საუკეთესო მედეგობა გააჩნიათ.
  • სველი მოხეხვის მე -2 კლასის საღებავებს -  მოხეხვის 200 ციკლის შემდეგ, ფენის სისქეს დანაკარგი 5-დან 20 მიკრომეტრამდე აქვთ. ეს ნიშნავს იმას, რომ სველი მოხეხვის მე- 2 კლასის საღებავები საშუალოზე მაღალი მედეგობით გამოირჩევიან.
  • საღებავი რომელსაც სველი მოხეხვის კლასი 3 აქვს, მოხეხვის 200 ციკლის შემდეგ, 20-დან 70 მიკრომეტრამდე - ფენის სისქის დანაკარგს გვაჩვენებს.

  • სველი მოხეხვის კლასი 4-ის საღებავები - მოხეხვის 40  ციკლის შემდეგ, ფენის სისქის დანაკარგს 70 მიკრომეტრზე ნაკლებს გვიჩვენებენ. ამიტომ ისინი შიდა გავლენების მიმართ მგრძნობიარედ ითვლებიან.

  • თუ მოხეხვის 40 ციკლის შემდეგ, საღებავის ფენის სისქის დანაკარგი - 70 მიკრომეტრზე მეტია, ესეიგი ეს სველი მოხეხვის მე-5 კლასის საღებავია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი სველი მოხეხვისადმი მედეგობა დაბალია.

რომელი სველი მოხეხვის კლასის საღებავი გამოვიყენოთ?

როდესაც კედლების შეღებვას გადაწყვიტავთ, ჩნდება შეკითხვა: თუ რომელი სველი მოხეხვის კლასის საღებავი უნდა გამოიყენოთ? ამაზე თავად შესაღები სივრცეები გვპასუხობენ: მაგალითად - ისეთ სივრცეებში სადაც ზედაპირები მაღალ დატვირთვებს ექვემდებარებიან, უმჯობესია სველი მოხეხვის კლასი 1-ის ან კლასი 2-ის საღებავები გამოვიყენოთ. ასევე: მაღალი დატვირთვების ქვეშ მყოფი ზედაპირებისთვის ყველაზე შესაფერისი - დისპერსიული და ლატექსური საღებავებია, რადგან ისინი კარგად უძლებენ მექანიკურ დატვირთვებს და ხშირად წყალგაუმტარნი არიან. სველი მოხეხვის კლასი 1 -ის და კლასი 2-ის მქონე ინტერიერის საღებავები, მოხეხვისადმი განსაკუთრებული მედეგობით გამოირჩევიან.

ისეთ სივრცეებში სადაც ზედაპირები ძლიერ დატვირთვებს არ ექვემდებარებიან, სრულიად საკმარისია სველი მოხეხვის კლასი 3-ის საღებავები. ასეთი ზედაპირის ნეიტრალური სარეცხი საშუალებით გაწმენდა - საღებავის ფენის დაკარგვის გარეშე - უპრობლემოდ არის შესაძლებელი. სველი მოხეხვის კლასი 4-ის და კლასი 5-ის მქონე საღებავების გამოყენება, რეკომენდირებულია ისეთ სივრცეებში, რომლებსაც ნაკლებად იყენებთ და ზედაპირები საერთოდ არ ექვემდებარებიან მექანიკურ დატვირთვებს.

თუ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეების შეღებვა განიზრახეთ...

როდესაც საქმე ეხება ბავშვებისთვის განკუთვნილ სივრცეებს - არჩევანი აუცილებლად სველი მოხეხვის კლასების 1-ის და 2-ის მქონე საღებავებზე უნდა შეაჩეროთ. ასეთ სივრცეებში კედლები ძალიან ძლიერ მექანიკურ დატვირთვებს ექვემდებარებიან. ამიტომ სველი მოხეხვის კლასი 1 და 2-ის საღებავების გამოყენებისას, ზედაპირების თავდაპირველი იერსახის შენარჩუნება - ხანგრძლივი პერიოდით გარანტირებულია!

რჩევა: კაპაროლის ინტერიერის ყველა საღებავი ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, მაგრამ ბავშვებისთვის განკუთვნილი სივრცეებისთვის (საბავშო ბაღები, სკოლები, ბავშვის ოთახები) ჩვენ თქვენთვის ორი განსაკუთრებული პროდუქტი გამოვყავით:

Indeko-Plus: სერთიფიცირებულია TÜV Nord– ის მიერ (მავნე ნივთიერებიბის შემცველობა) და რეკომენდებულია გერმანიის კანის და ალერგიის ასოციაციის მიერ (German Skin and Allergy Aid e.V). ქმნის ჯანმრთელ მიკროკლიმატს შენობის შიგნით. სველი მოხეხვის კლასი - 2

PremiumClean: საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას. კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით. სველი მოხეხვის კლასი - 1

სველი მოხეხვის კლასები და კაპაროლის საღებავები

 

სველი მოხეხვის კლასი 1:

Indeko-Plus​​​​​​​

PremiumClean

PremiumColor

Latex Gloss 60

CapaSilan

Samtex 20

 

სველი მოხეხვის კლასი 2:

Samtex 3

Samtex 7

 

სველი მოხეხვის კლასი 3:

CapaDIN