Skip navigation
კაპაროლ
ჯორჯია
კაპაროლ
ჯორჯია

"კაპაროლ ჯორჯია"

ფირმათა ჯგუფ „DAW”-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში

კომპანია “კაპაროლ ჯორჯია” არის ფირმათა ჯგუფ „DAW”-ს ოფიციალური წარმომადგენლობა ამიერკავკასიაში. საქართველოში 2005 წელს დაფუძნდა და დაიწყო სხვადასხვა გერმანული ლაქ-საღებავების იმპორტირება და წარმოება. 2008 წელს „კაპაროლ ჯორჯია”-მ -საქართველოში დისპერსიული საღებავების ყველაზე მსხვილი ქარხანა გახსნა და დაიწყო საგრუნტავების, ფასადისა და ინტერიერის საღებავების, პასტისებრ ფითხების და ბათქაშების წარმოება.

ექსპერტები, სამშენებლო კომპანიები და არქიტექტორები   წინასწარ იყვნენ დარწმუნებული მის სამომავლო წარმატებაში. მართლაც, ამ ხნის განმავლობაში "კაპაროლ ჯორჯიამ" ძალზედ მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწია - გააფართოვა სადილერო ქსელი, გაზარდა პროდუქციის ასორტიმენტი, განამტკიცა პოზიციები სამშენებლო მასალების ბაზარზე და მონაწილეობა მიიღო მრავალ საზოგადოებრივ წამოწყებაში. კომპანიის მთავარი მიზანი გერმანული ხარისხის დაცვა, ინოვაცია, ხარისხი და გარემოზე ზრუნვა გახლავთ.  „კაპაროლ ჯორჯია“ აწარმოებს დისპერსიულ საღებავებს (საგრუნტავებს, ფასადისა და ინტერიერის საღებავებს) პასტისებრ ფითხებს და ბათქაშებს. იძლევა პროდუქციის გერმანულ ხარისხთან შესაბამისობის 100%-იან გარანტიას, რის საფუძველსაც ევროპული დანადგარები და ნოუ-ჰაუ წარმოადგენს, გარდა ამისა ანხორციელებს პროდუქციის იმპორტს გერმანიიდან და კაპაროლის სრულყოფილ ფართო ასორტიმენტს ქმნის.

2015 წელს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მშრალი მასალების საწარმო გაიხსნა

"კაპაროლ ჯორჯია"-მ თბილისში თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპაში სერტიფიცირებული მშრალი მასალების ქარხანა გახსნა და ცემენტის ბაზაზე დამზადებული წებოების, ბათქაშების და ფითხების წარმოება დაიწყო, რომელიც ყველა ევროპულ სტანდარტს პასუხობს და გარემოსთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა.

კონცერნის უცხოელი ტოპ მენეჯერები, სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და დეველოპერები თანხმდებიან, რომ შედეგად მივიღეთ ბიზნესის გაფართოების და განვითარების საშუალება, ახალი სამუშაო ადგილები. იმპორტირებულ პროდუქციას, ნაწილობრივ ადგილობრივი ნაწარმი ჩაანაცვლებს, რაც საქართველოს ეკონომიკისა და ასევე საექსპორტო პოტენციალს გაზრდის და გააძლიერებს. 

აღსანიშნავია, რომ ძირითადი პროდუქტები (წებოები, საარმირო მასები, ბათქაშები), რომლებიც ახალ ქარხანაში იწარმოება, გამოიყენება ფასადის თერმოსაიზოლაციო  სისტემებში, რომლის მნიშვნელობა მსოფლიო მასშტაბით საკმაოდ გაიზარდა. ამ სისტემების მთავარი დანიშნულება ენერგორესურსებზე ხარჯების ეკონომია და ენერგიის მოხმარების შედეგად წარმოქმნილი გარემოზე  ნეგატიური ეფექტის შემცირებაა.  ბაზარზე მსგავს პროდუქციაზე მზარდი მოთხოვნის, ხელსაყრელი უცხოური საინვესტიციო პირობებისა და გარემოს გათვალისწინებით, კონცერნმა DAW-მ, რომლის ნაწილიცაა „კაპაროლ ჯორჯია“, გადაწყვიტა ამ ქარხნის აშენებისათვის განეხორციელებინა ინვესტიცია, რამაც ადგილობრივი წარმოების გაჩენას ჩაუყარა საფუძველი.

რაც შეეხება კონკრეტულად ფასადის თერმოსაიზოლაციო სისტემებს, -  კაპაროლი მომხმარებელს თანამედროვე ტექნოლოგიებს სთავაზობს, რაც საშუალებას იძლევა აშენდეს ენერგო დამზოგი შენობები, რომლებიც უძლებენ დროს, აკმაყოფილებენ ეკოლოგიურობის ნორმებს და შეესაბამებიან ბაზრის  მზარდ მოთხოვნებს.

დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, რომ კაპაროლის პროდუქცია გამოყენების განსაკუთრებული სიმარტივით გამოირჩევა. კაპაროლის მასალების შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის კომპიუტერულ დანადგარზე. კომპანიის მომხმარებლებს ნებისმიერ დროს შეუძლია ისარგებლოს კვალიფიციური კონსულტანტების   მხარდაჭერით, კაპაროლის დამხმარე სამუშაო მასალებით, კომპიუტერული პროგრამებითა და ნიმუშებით, რომელთა საშუალებითაც ისინი უკეთ შეძლებენ თავიანთი ჩანაფიქრების რეალიზებას.