კედლის
სისტემები
4+1
კედლის
სისტემები
4+1

ინტერიერის კედლის სისტემები 4+1

სისტემური გადაწყვეტა - სრულყოფილი ინტერიერისთვის!

თუ თქვენ 2021 წლის ტრენდული ფერების - სრულყოფილ გლუვ ზედაპირებზე გამოყენება გსურთ, ამისთვის კაპაროლი გთავაზობთ მაღალხარისხიან სისტემურ გადაწყვეტებს - ინტერიერის კედლის სისტემებს 4 + 1 ! კაპაროლის პროდუქტებს ერთი რამ აქვთ საერთო: არ აქვს მნიშვნელობა რა გსურთ - ზედაპირები, რომლებიც განსაკუთრებით კაშკაშა ფერისაა, ცვეთა მედეგი ზედაპირები, დაბინძურების მიმართ მდგრადი ზედაპირები, თუ ზედაპირები, რომლებიც ცუდი განათების პირობებში მაინც უნაკლოდ გამოიყურებიან - კაპაროლის პროდუქტები ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებენ. ისინი ინტერიერს შთამბეჭდავ სამყაროდ გარდაქმნიან.

 

თანმიმდევრული მიდგომა - სრულყოფილი დიზაინის შესაქმნელად

  • AkkordLeichtspachtel: პასტისებრი დისპერსიული, საგოზავი მასა - განსაკუთრებულად მარტივი დამუშავებისთვის.

  • CapaSol RapidGrund: გამჭვირვალე სპეციალური საგრუნტავი, განსაკუთრებით სუფთა, ეფექტური და ეკონომიური დამუშავებისთვის.

  • CapaColl VK: დისპერსიული წებო გამხსნელების გარეშე, მსუბუქი მინა ბოჭკოვანი ფლიზელინისთვის.

  • AkkordVlies Z150 S: გლუვი, წინასწარი პიგმენტირებული მინა ბოჭკოვანი ფლიზელინი. ზედაპირების ოპტიმალური მომზადებისთვის.

  • CapaSilan, Indeko-plus, PremiumClean, PremiumColor: 4 პრემიუმ ხარისხის საღებავი, ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

ზედაპირის ოპტიმალური მომზადება

მზა პასტისებრი შემავსებელი/საგოზავი მასა, ადვილად წელვადი, ძალიან მცირე წონით და სქელი ფენის სისქით. შესაფერისია Q3 ან Q4 ხარისხის დონის ზედაპირის მისაღწევად - BVG Leaflet No. 2 და BFS Leaflet No 12 სტანდარტების შესაბამისად. ასევე გამოდგება სტრუქტურული ფითხების და მინა ბოჭკოვანი ფლიზელინის დამუშავებისთვის. პროდუქტი ძალიან ეფექტური და ეკონომიურია - განსაკუთრებით უჰაერო მიფრქვევის შემთხვევაში, მინერალური ბათქაშების, ბეტონის, მონოლიტური ბეტონის, ბრტყელი ბლოკებისა და ფოროვანი ბეტონის ზედაპირებზე. ასევე გამოიყენება თაბაშირ-მუყაოს ფილებზე.

გასამყარებელი და ზედაპირის გასათანაბრებელი გამჭირვალე საგრუნტავი მასალა - უხეშფოროვანი, არათანაბარი შეწოვის მქონე ზედაპირების, ცარცვადი ბათქაშების და ბეტონისთვის. ასევე შესაძლებელია თაბაშირის და თაბაშირ-მუყაოს ფილებზე გამოყენება საგრუნტავ ფენად.

გამოსაყენებლად მზა დისპერსიული წებო, ყველა მინა ბოჭკოვანი ფლიზელინის მისაწეპებლად: Capaver AkkordVliese, Capaver FantasticFleece, Capaver Jacquard და Capaver Glass Fabrics 1100, 1132, 1142, 1152. აგრეთვე: 2410 ტიპის K და VB ფლიზელინები და ყველა ბაზარზე არსებული ანალოგიური  საფარები.

AkkordVlies Z150 S არის ზედაპირზე ოპტიმიზირებული, ცალმხრივად შეღებილი და პიგმენტირებული, დახურული (ცელულოზა-პოლიესტერის) მინა ბოჭკოვანი ფლიზელინი.  ფლიზელინის აბრეშუმისებრი ზედაპირი, ხელს უწყობს საღებავის სწორედ გადანაწილებას.

საღებავები - ინდივიდუალური მოთხოვნებისთვის

საუკეთესო თვისებების მქონე მინერალურ-მქრქალი საღებავი  ინტერიერისათვის. მინიმალური ემისიით. არ შეიცავს გამხსნელებს.CapaSilan-ი წარმოადგენს ინტერიერის საღებავების სრულიად ახალ თაობას, რომელიც საშუალებას იძლევა  სრულად და თანაბრად დაიფაროს ზედაპირი, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი, ისე, რომ გადაბმის ადგილები საერთოდ არ იყოს შესამჩნევი.გამოიყენება დადგენილი სანიტარული ნორმების დაცვისას.შესაძლებელია აგრეთვე გამოყენულ იქნეს, როგორც სარემონტო საღებავი აკუსტიკური სისტემების და ბათქაშების დასაფარად.

უმაღლესი ხარისხის კედლის და ჭერის საღებავი,ყველანაირი ინტერიერის ზედაპირებისათვის. Indeko-plus-ს გააჩნია გაორმაგებული ფარვის უნარი, ამიტომ ხშირ შემთხვევაში საკმარისია ერთი ფენა ხარისხიანი ზედაპირის დასაფარად. შრება ძალიან სწრაფად, ამიტომ საუკეთესო არჩევანია ისეთი ობიექტებისათვის, რომელთა რემონტი და ექსპლუატაციაში შესვლა უნდა მოხდეს მოკლე ვადებში.საღებავს არ ახასიათებს ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს, ამიტომ არც დატანის და არც შრობის პროცესში არ გამოყოფს ჯანმრთელობისათვის მავნე ნივთიერებებს.

ინტერიერის საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას. მქრქალი ზედაპირის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად არის შესაძლებელი. Premium Clean-ი კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით და ამიტომ შესაფერისია მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მქონე სივრცეებში, მაგალითად: საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფრები, კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ. საღებავი ასევე გამოიყენება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებში, რესტორნებში, ოფისებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში, კერძო და საცხოვრებელ სექტორში - ყველა იმ სივრცეში, რომელიც ძლიერ დაბინძურებას ექვემდებარება.

PremiumColor-ი დაიტანება ინტერიერის კედლებსა და ჭერზე, რომლებიც ძლიერ მექანიკურ დატვირთვებს ექვემდებარება. PremiumColor-ის მეშვეობით იქმნება კეთილშობილური მქრქალი ზედაპირი, განსაკუთრებული ფერის ბრწყინვალებით. ასევე გამოიყენება, როგორც დამცავი/დამასრულებელი ფენა და ამცირებს „დახაზვის ეფექტს“ , ინტენსიურ ფერებში შეღებილ ზედაპირებზე.