კომპანიის
ისტორია
კომპანიის
ისტორია

კომპანიის ისტორია

კაპაროლის მნიშვნელოვანი მოვლენები/ეტაპები

2020 წელს Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn-მა აღნიშნა დაარსებიდან 125-ე იუბილე. თავდაპირველი საქმიანობის მიზნიდან - მინერალური ამფიბოლის (რქა ქვა/მწვანე ქვა) მოპოვება, - კომპანიამ განავითარა მოსაპირკეთებელი მასალების წარმოება სამშენებლო სექტორისთვის. ეს მასალები თავდაპირველად წარმოადგენდენ მინერალური პიგმენტების, შემავსებლებისა და შემკვრელებისგან (ცარცი/კაზეინი) მიღებულ ფხვნილისებრ პროდუქტებს, ("Murjahn's Coating Powder") ხოლო შემდეგ, თხევადი მინიდან, ნატრიუმის სილიკატის სახით. მოგვიანებით, პირველ რიგში დოქტორ რობერტ მურიანის დამსახურებული მოღვაწეობიდან გამომდინარე, სინთეტიკურ-დისპერსიული შემკვრელების ტექნოლოგიამ ფოკუსირება მოახდინა პროდუქტის გამოკვლევაზე.

ამ სფეროში კომპანიამ სპეციალისტისა და ნოვატორის როლი მოირგო და ამ პოზიციას დღესაც ინარჩუნებს. წყლის საღებავის უნივერსალური შემკვრელი "Caparol" (კაზეინი, პარაფინი, ოლეუმი) - (სინთეტიკურ-დისპერსიული), რომელიც მოგვიანებით გამოიყენებოდა როგორც ზეთის შემცვლელი ნედლი მასალა - გერმანელ მღებავებსა და დეკორატორებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ასევე აღნიშვნას იმსახურებენ შემდეგი ტრადიციული ბრენდები: ფასადის საღებავები: "Amphibolin", "Muresko" და "AmphiSilan". ინტერიერის საღებავები: "Alpinaweiß", "Malerit" და "Indeko-plus"  კარგად ცნობილი ტონირებადი/ელფერის მიმცემი მასალები: "Alpinacolor" და "AVA".


1885

ედუარდ მურიენი (ერნსტ მურიანი და მისი ვაჟი ედუარდ მურიანი) "Ernst Murjahn & Son"- ის სახელით აფორმებს სამთო მრეწველობის ხელშეკრულებას მინერალური ნედლეულის საბადოს ამუშავების თაობაზე და ეძებს ამფიბოლის გადამუშავების მეთოდს, რომელსაც აღმოაჩენს კიდეც. 1889 წელს, ერნსტოფენში (ოდენვალდი) ის აარსებს კომპანია "Deutschen Amphibolin-Werke von Eduard Murjahn" და იწყებს საღებავების, საბათქაშე ფხვნილისა და ჟანგვამედეგი საღებავების წარმოებას.


1889

ერნსტ მურიანის და მისი ვაჟის- ედუარდ ჰამბურგელის საექსპორტო და საიმპორტო სავაჭრო კომპანიამ "Ernst Murjahn & Son" მოიპოვა მანგანუმის დამუშავების უფლება ოდენვალდში, გერმანიის ერთერთ რეგიონში. ნიადაგის გამოკვლევისას, ედუარდ მურიანი წააწყდება რქაქვას,- ამფიბოლის ჯგუფის მნიშვნელოვან მინერალს.


1894

ედუარდ მურიანის ვაჟი, რობერტ მურიანი მუშაობს კირსა და ცარცზე საბათქაშე ფხვნილის საღებავის მისაღებად.  1894 წელს, ქალაქ კილში გამართულ გამოფენაზე, ფხვნილი დაჯილდოვდა საპატიო დიპლომითა და ოქროს მედლით.


1895

ედუარდ მურიანის ვაჟის მიერ კომპანია "Deutsche Amphibolin-Werke von Robert Murjahn" დაარსება ობერ-რამშტადტში. საბათქაშე ფხვნილისა და "Murjahn's Coating Powder" წარმოება.


1926

24 წლის დოქტორი რობერტ მურიანი, დამფუძნებლის ვაჟი, უერთდება კომპანიას.


1928

დოქტორი რობერტ მურიანი მუშაობს წყალში ხსნად შემკვრელზე - "Caparol" , რომლის დახმარებითაც დეკორატორს შეუძლია თავად მოამზადოს სასურველი საღებავი პიგმენტებისა და შემავსებლებისგან. ბრენდის სახელწოდება წარმოიქმნა სამი კომპონენტის სახელების პირველი ასოებიდან: კაზეინი, პარაფინი და ოლეუმი (ჩინური ხის ზეთი). ახალ პროდუქტს სამხატვრო სფეროში  დისპრესიული შემკვრელის ტექნოლოგია შეაქვს.


1936

დოქტორი რობერტ მურიანი "Caparol" შემკვრელს ზეთის ნაცვლად ურევს აკრილის დისპერსიას. "Caparol Oil-Free Paste" -ით იწყება თანამედროვე დისპერსიული საღებავების ტექნოლოგია.


1953

"Capaplex" საპრიალებელი საშუალების გატანა ბაზარზე.


1954

"Murjahn's Latex Paint" -თან ერთად მოხმარებისთვის მზა პროდუქცია - პირველი ლატექსის დისპრესიული საღებავი შედის ბაზარზე.


1956

ვინილის პროპიონატზე დაფუძნებული დისპრესიული საღებავი შედის ბაზარზე ტრადიციული სახელით "Amphibolin".


1957

Disbon GmbH დაარსება ობერ-რამშდატში. ინოვაცია შეფუთვაში: მზადდება 1 კგ. პლასტმასის ტუბი AVA -ს საღებავებისთვის.  ფხვნილისებრი პიგმენტური საღებავებით სქელი მასის მომზადება ჩაანაცვლა ფართო მოხმარების AVA-ს ტონირებულმა საღებავებმა.


1959

განახლებული დისპრესიული შემავსებელი შედის ბაზარზე ტრადიციული სახელით "Muresko".


1963

პოლიმერული ფისი - ფასადის საღებავი "Duparol". "Disbon 400" -თან ერთად დიბსონი წარადგენს ოფიციალურად დადასტურებულ ზეთის ბლოკატორებს.


1973

ბაზარზე შედის აკრილის ემალი "Capacryl".


1976

სილიკატური საღებავების მოდერნიზებული ასორტიმენტი შემოდის ბრენდის სახელით "Sylitol"


1978

დოქტორ რობერტ მურიანის გარდაცვალების შემდეგ, მისი ვაჟი, დოქტორი კლაუს მურიანი, რომელიც იკავებდა დირექტორის თანამდებობას 1973 წლიდან, საკუთარ თავზე იღებს DAW- მართვას.

ავტომატიზირებული ტონირების სისტემა "Capamix" საღებავებისთვის, ლაქების და ბათქაშის ფენისთვის.


1981

"Capatect Dämmsysteme GmbH & Co. Energietechnik KG" დაარსება ობერ-რამშდატში. Capactect ბაზარზე შეაქვს თერმოსაიზოლაციო კომპოზიტები და საბათქაშე  სისტემები


1984

კომპანია "Caparol"-ის ახალი ლოგო ხდება "ზოლებიანი სპილო"


1985

მინიმუმამდე დაყვანილი ემისიის, პლასტიფიკატორისა და გამხსნელის გარეშე ინტერიერის საღებავის - "Indeko-plus E.L.F." პრეზენტაცია საერთაშორისო დონეზე.


1987

"AmphiSilan"-თან ერთად, ფასადის წვიმამედეგი საღებავი შედის ბაზარზე.


1989

კომპანია "Caparol Farben GmbH & Co KG." დაარსება "Deutschen Amphibolin-Werke von Robert Murjahn" ყალიბდება ჰოლდინგ-კომპანიად.  DAW -ს მარკეტინგული კომპანიებია: "Caparol", "Capatect", "Disbon" და "Alpina". ჯგუფის ბრუნვა პირველად აღწევს 250 მლნ.€


1993

Capalac-ის ლაქების და ემალების შემოტანა/წარდგენა


1999

სამშენებლო საღებავების "Caparol 3D" სისტემა, ფერის ტონების ინოვაციური კოლექციის პრეზენტაცია


2003

"Caparol Shanghai"-ის დაარსება, საკუთარი წარმოებით და ჩინეთის ბაზრისთვის.

Caparol ბიზნეს-ერთეულის რესტრუქტურიზაცია.


2004

"Muresko"-ს გატანა ბაზარზე, SilaCryl®.-ზე დაფუძნებული ფასადის საღებავის ახალი კლასი.


"Nespri-TEC® "-ს სისტემის ბაზარზე გატანა. (ფასადების საფარის დაორთქვლის საწინააღმდეგო აეროზოლით დაფარვა)


2005

DAW აღნიშნავს კომპანიის დაარსების 110-ე იუბილეს.


"Caparol wellness CapaSan" საღებავების შეტანა ბაზარზე. (ინტერიერის საღებავი ფოტოკატალიტიკური ეფექტით) და "ElectroShield" (ელექტრომაგნიტური გამოსხივების საწინააღმდეგო საგრუნტავი მასალა)
Nespri-TEC® სისტემა იღებს ფედერალურ პრიზს 2005, სავაჭრო სფეროში გამოჩენილი ინოვაციური მომსახურებისთვის.


2007

“Farbe – Ausbau & Fassade” გამოფენაზე, კიოლნში, ინოვაციური პროდუქტის “Edition Carbon” წარდგენა. “Edition Carbon” წარმოადგენს ახალი თაობის ექსტერიერის კედლების საიზოლაციო მასალას, რომელიც არმირებული ნახშირბადის ბოჭკოს გამო დარტყმა გამძლეა და გრძელვადიანი მომსახურებით გამოირჩევა.


2008

ახალი თაობის საფასადე საღებავი, ნანო-კვარცული მატრიცული ტექნოლოგიაზე დაფუძნებული. ეს ახალი ფორმულა დამატებით ამცირებს მტვრის ნაწილაკების მიწებებას და ფასადებს უფრო დიდი ხნით უნარჩუნებს სუფთა იერსახეს. "ThermoSan" და  "AmphiSilan" ბაზარზე გატანილი მაღალტექნოლოგიური საფასადე საღებავებია.


2010

მიუნხენში, “Farbe – Ausbau & Fassade” გამოფენაზე წარდგენილია ფერების ინოვაციური კოლექცია “FASSADE A1”. პალიტრის 500 ფერი, რომელიც სპეციალურად შეირჩა ფასადებისთვის,- ფერის უმაღლესი სტაბილურობით გამოირჩევა.


2012

მაღალტექნოლოგიური იზოლაციის ფილა S024 გადის ბაზარზე და თერმული იზოლაციის ახალ სტანდარტებს ადგენს.


2014

ბუნებრივი დათბუნება - განახლებული რესურსებით:კაპაროლის კანაფის ბოჭკოებისგან დამზადებულ, ეკოლოგიურ საიზოლაციო სისტემას, რამდენჯერმე აჯილდოვებენ  გერმანიასა და ავსტრიაში, მისი ინოვაციისა და გარემოს დაცვითი თავსებადობისათვის.


2015

"სამომხმარებლო ინიციატივა e. V. "-სი  აჯილდოვებს ბრენდებს Caparol-ს და Alpina-ს ოქროთი, როგორც "გარემოზე მზრუნავ მწარმოებელს "  და ამით კაპაროლი იღებს უმაღლეს ჯილდოს სოციალური და ეკოლოგიური ჩართულობისთვის.


2015

ეკოლოგიური იზოლაციის ვარიანტი - კანაფი ათბუნებს უფრო მწვანედ. კაპაროლის ინოვაციური კანაფისგან დამზადებული ფასადის იზოლაციის სისტემა აერთიანებს საუკეთესო ფიზიკურ და ეკოლოგიურ თვისებებს.