პროდუქტები

Capadecor ArteTwin

უნიკალური, ეფექტური ფითხი ინტერიერში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

ArteTwin არის მიმზიდველი, მრავალფეროვანი ფითხი ბუნებრივად ელეგანტური ზედაპირების შესაქმნელად ინტერიერის კედლებზე. ArteTwin-ტექნიკა შედგება სპეციალურად შექმნილი კომპონენტებისგან რომლების კომბინირება ინდივიდუალურად არის შესაძლებელი. აქტიური კომპონენტების და განსხვავებული სამუშაო ტექნიკის ვარირებით შესაძლებელია ოპტიკურად მრავალფეროვანი ზედაპირების მიღება.
 

განსაკუთრებული თვისება:
სპეციალურად შექმნილი ქაფჩის მეშვეობით ხდება მინიმუმ ორი აქტიური კომპონენტის ერთდროული დატანა (Twin-Technik). ArteTwin Basic-ი და ArteTwin Effect-ი შეიცავენ ღია ფერის ნაწილაკებს, რომლებიც შეფერადებისას არ ირევა სხვა პიგმენტებში და ღია ფერის ზედაპირებზე წარმოქმნის მაღალი ხარისხის და განუმეორებელი შესახედაობის ეფექტებს. პიგმენტების მეშვეობით შექმნილი სტრუქტურები ამ ტექნიკის დამახასიათებელი ნაწილია. Capadecor ArteTwin-ზე დაცულია საპატენტო უფლება.

თვისებები

  • წყალხსნადი, გარემოსთვის უსაფრთხო და უსუნო
  • გამოყენებისთვის მზად
  • წმენდის უნარით
  • არაწვადი, DIN 4102-A2 სტანდარტის შესაბამისად
  • შეფერადება ColorExpress-სისტემით

მასალის შემკვრელი

აკრილატის დისპერსია

შეფუთვა

5 ლ, 10 ლ.

ფერი

თეთრი, თეთრი ნაწილაკებით

ArteLasur-ის შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-სისტემის დაახლ. 300 ფერში, Caparol 3D-System plus-ზე დაყრდნობით. ფერები არჩეული უნდა იქნას ColorExpress-სისტემის კოლექციიდან “CD ArteTwin”.
კომპონენტების წილობრივი რაოდენობა და თავად კომპონენტები შესაძლოა ვარირებდეს სასურველი იერსახის და დასახული დიზაინერული მიზნების მისაღწევად. ზედაპირის აჭრელების თავიდან ასარიდებლად სასურველია გრუნტის ტონალობა შეესაბამებოდეს მომდევნო ფენების ტონალობას.

სიპრიალის ხარისხი

ღრმად მქრქალი.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ, ყინვისგან დაცულ ადგილას.
შეინახეთ მჭიდროდ დახურულ შეფუთვაში.