ინტერიერის პრემიუმ საღებავები

ისარგებლეთ კაპაროლის ინტერიერის პრემიუმ საღებავით: Indeko-Plus, CapaSilan, Latex Gloss 60, PremiumClean და PremiumColor-ით! თქვენ დარწმუნდებით რომ, გერმანიაში დამზადებული ეს ხარისხიანი პროდუქცია ბევრი მიმართულებით ახალ სტანდარტებს აწესებს. ისარგებლეთ განსაკუთრებული პროდუქტების - გამორჩეული ღირსებებით! გვენდეთ - ამ საღებავებიდან თითოეული გრძელვადიან პერსპექტივაში დაგარწმუნებთ მის განუმეორებელ ხარისხში და მუდამ გასაოცარ შთაბეჭდილებებს მოგანიჭებთ.

 

Indeko-Plus

თავის კლასში საუკეთესო!

თქვენ შეგიძლიათ ენდოთ ამ ხარისხს - ჯანსაღი, უმაღლესი კლასის კედლის საღებავი          Indeko-plus სერთიფიცირებულია TÜV Nord– ის მიერ (მავნე ნივთიერებიბის შემცველობა) და რეკომენდებულია გერმანიის კანის და ალერგიის ასოციაციის მიერ (German Skin and Allergy Aid e.V). ის ქმნის ოპტიმალურ მიკროკლიმატს საცხოვრებელ და სამუშაო სივრცეებში. Indeko-plus - ს გააჩნია ორმაგი ფარვის უნარი და ამიტომ 1 ფენა საკმარისია  სრულყოფილი ზედაპირის მისაღებად.

პროდუქტზე გადასვლა

 

Capasilan

საუკეთესო ფარვის უნარით!

საუკეთესო თვისებების მქონე მინერალურ-მქრქალი საღებავი  ინტერიერისათვის. მინიმალური ემისიით. არ შეიცავს გამხსნელებს.CapaSilan-ი წარმოადგენს ინტერიერის საღებავების სრულიად ახალ თაობას, რომელიც საშუალებას იძლევა  სრულად და თანაბრად დაიფაროს ზედაპირი, არასაკმარისი განათების პირობებშიც კი, ისე, რომ გადაბმის ადგილები საერთოდ არ იყოს შესამჩნევი.გამოიყენება დადგენილი სანიტარული ნორმების დაცვისას.შესაძლებელია აგრეთვე გამოყენულ იქნეს, როგორც სარემონტო საღებავი აკუსტიკური სისტემების და ბათქაშების დასაფარად.

პროდუქტზე გადასვლა

 

Latex Gloss 60

მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის!

ინტერიერის პრიალა საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას      და საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად ხდება შესაძლებელი. საღებავის თხელი ფენა ხაზს უსვამს ზედაპირის ფაქტურას და ჩინებულია სტრუქტურული, რელიეფური, ტვიფრული და Capaver-ის მინა - შპალერების დასაფარად.

პროდუქტზე გადასვლა

 

PremiumClean

განსაკუთრებულად წმენდადი!

ინტერიერის საღებავი მაღალი დატვირთვების მქონე ზედაპირებისთვის. საუკეთესოდ გამოდგება ისეთ ზედაპირებზე, რომლებიც საჭიროებენ რეგულარულ წმენდას. მქრქალი ზედაპირის მიუხედავად, საყოფაცხოვრებო ჭუჭყის მოცილება ადვილად არის შესაძლებელი. Premium Clean-ი კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ გამძლეობით და ამიტომ შესაფერისია მაღალი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების მქონე სივრცეებში, მაგალითად: საავადმყოფოები, მოხუცთა თავშესაფრები, კერძო სამედიცინო დაწესებულებები და ა.შ. საღებავი ასევე გამოიყენება სავაჭრო ობიექტებზე, სასტუმროებში, რესტორნებში, სკოლებში, საბავშვო ბაღებში და ყველა იმ სივრცეში, რომელიც ძლიერ დაბინძურებას ექვემდებარება.

პროდუქტზე გადასვლა

 

PremiumColor

განსაკუთრებულად გაჯერებული ფერების მქონე!

PremiumColor-ი დაიტანება ინტერიერის კედლებსა და ჭერზე, რომლებიც ძლიერ მექანიკურ დატვირთვებს ექვემდებარება. PremiumColor-ის მეშვეობით იქმნება კეთილშობილური მქრქალი ზედაპირი, განსაკუთრებული ფერის ბრწყინვალებით. ასევე გამოიყენება, როგორც დამცავი/დამასრულებელი ფენა და ამცირებს „დახაზვის ეფექტს“ , ინტენსიურ ფერებში შეღებილ ზედაპირებზე.

პროდუქტზე გადასვლა