ტექნოლოგია
ტექნოლოგია
NQG ტექნოლოგია
NQG წარმოადგენს იდეალურ საფასადე ტექნოლოგიას.
კაპაროლი ექვსი წლის განმავლობაში ადგენდა ფასადების დამცავ კრიტერიუმებს/ნიშნულებს ნანო-კვარცული მატრიცული ტექნოლოგიის გამოყენებით. დღეს წარმოგიდგენთ ახალი თაობის NQG საღებავს: ThermoSan NQG. ეს საღებავი, ინოვაციური NQG ტექნოლოგიის მეშვეობით, უზრუნველყოფს სუფთა და ლამაზი ფასადების გრძელვადიან პერსპექტივას.
NQG პროდუქცია ყოველთვის ითვალისწინებდა სილიკონის ფისის ბაზაზე დამზადებული საღებავებისა და სილიკატური საღებავების უპირატესობებს: ერთის მხრივ,- წყალამრიდი ეფექტი, საღებავის ფენის დაბალი აშრევება, უნივერსალური დაფარვის უნარი და ადვილად დასატანი; მეორეს მხრივ - ძლიერ ადჰეზიური, მინერალური სიმკვრივით, დაბინძურებისადმი მინიმალური მიდრეკილებითა და ფერის მაქსიმალური მდგრადობით. მუდმივი და თანმიმდევრული განვითარების ეტაპების საფუძველზე, ისეთი პრობლემებიც კი, როგორებიცაა - ემულსიის ნაჟონი და დამსკდარი ადგილები ფასადებზე - ახლა უკვე მარტივად მოგვარებადია.
მზის შუქი - ნათელი ფერების ბუნებრივი მტერია!
ყველას ვისაც ოდესმე ეზოში ფერადი ბაღის ავეჯი ჰქონია - იცის, რომ მცირე ხნის შემდეგ ფერი სიმკვეთრეს კარგავს და ხდება მქრქალი. ულტრაიისფერი გამოსხივება ასევე საშიშია ადამიანებისთვის და ამიტომ მათ დაცვას უზრუნველყოფს მზისგან დამცავი კრემები. იმისათვის, რომ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან დავიცვათ ფასადები - კაპაროლმა შეიმუშავა ინოვაციური NQG ტექნოლოგია, რაც ფასადებს მზის სხივებისადმი უკიდურესად მედეგს ხდის და ფერი ინარჩუნებს სიმკვეთრეს მრავალი წელი.
მტვერი და ჭუჭყი - უმოკლეს დროში აზიანებს ფასადის იერსახეს!
კარგი კბილის პასტა არა მხოლოდ ასუფთავებს, ის ასევე პრევენციულად მოქმედებს და წინასწარ იცავს. კაპაროლის ფასადის საღებავების - NQG ტექნოლოგიაც იგივეს აკეთებს: ორგანულად შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უძლიერესი მზის დასხივებისასაც არ რბილდება და ამიტომაც ზედაპირი არ იკრავს წვრილ ჭუჭყის ნაწილაკებსაც კი. ზედაპირული მტვერი ჩამოირეცხება შემდგომი წვიმის დროს. ფასადი ხანგრძლივი დროით რჩება სუფთა და ლამაზი!
როდესაც ფასადი ტენიანობისგან ნელა შრება - ფასადი ზიანდება!
წვიმის ან თოვლის დროს, ფასადი უკიდურესი ტენიანობის ზეგავლენის ქვეშ ხვდება. გამჟღენთი სპრეის მსგავსად, NQG ტექნოლოგიის ინტელექტუალური შრობის-მენეჯმენტის წყალობით, ტენიანობა ვრცელდება ზედაპირზე და ორთქლდება ძალიან სწრაფად. ფასადი მშრალია უმოკლეს დროში. სწრაფად შრობის და ჭუჭყამრიდი უნარის წყალობით, ფასადზე ხავსი და სოკო არ ჩნდება.
ThermoSan NQG
■ კვარცული - მატრიცული ტექნოლოგიის წყალობით არ იკრავს ჭუჭყს
■ ფასადი ინარჩუნებს მკვეთრ ფერს მრავალი წელი
■ მაღალი დაცვა სოკოსა და წყალმცენარეებისგან
■ მაღალი CO 2 გამტარიანობა
■ არ წარმოქმნის აპკს, მიკროფოროვანი