ოთახები
ოთახები

ოთახები

რაც შეეხება სასტუმრო ოთახებს, დადგენილი სტანდარტები აქაც წარსულს ბარდება. ერთის მხრივ, ტენდეცია გვითითებს ძალიან პატარა ოთახებზე, რომლებიც მხოლოდ საძინებლის ფუნქციას ასრულებენ, იმ დროს როცა სხვა ფორმატები საძინებელს და კაბინეტს აერთიანებს. მოქნილი ავეჯი და ცვლადი ფორმატები ხელს უწყობს მათ მრავალჯერად გამოყენებას. დღესდღეობით აღჭურვილობის ახალი შესაძლებლობები ძალიან მოთხოვნადი გახდა, როგორც მაგალითად: მიკრო სამზარეულოები, ფართო სამუშაო სივრცეები თავისი ინფრასტრუქტურით, თუნდაც საკონფერენციო მაგიდებით. მომავალში სტანდარტული სასტუმრო ოთახი აღარ იარსებებს, იარსებებს ოთახები სხვადასხვა კონცეფციებით, რომელსაც სტუმარი დაჯავშვნის მიმდინარე საჭიროების მიხედვით. იგივე ვრცელდება დამატებით სერვისებზე, რომლებიც სტუმარს მხარს უჭერენ და ამაღლებენ სასტუმროს პროფილს.

კომფორტული კედლები

მოსასვენებელ სივრცეებს, სადაც სტუმარი განტვირთვას ცდილობს, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. იმისათვის, რომ დარწმუნდეთ, სასტუმრო ოთახები ისე გამოიყურება, თითქოს ინდივიდუალურად კონკრეტული სტუმრის დასახვედრად მომზადდა და განახლდა, Caparol-ი გთავაზობთ ადვილად წმენდად პროდუქტებს რომლებიც ხანგრძლივი დროით უნაკლო იერსახეს ინარჩუნებენ. მათ შორის: მაღალი გამძლეობის და მიმზიდველი ნიმუშების მქონე, შპალერის მსგავს ფლისის ქაღალდს, რომელიც ინდივიდუალურად შეიძლება იყოს დაფარული - მაღალი ხარისხის კედლის საღებავებით, ნებისმიერ ფერთა ტონებში და ნებისმიერი სიპრიალის ხარისხში. ასევე მეტალის ეფექტებით. მეორეს მხრივ, ორკომპონენტიანი სპეციალური ემალები, თავს ართმევენ ისეთ პრობლემურ ზონებს, როგორიცაა მაგალითად: კარები ან კარების ჩარჩოები, ხანგრძლივი პერიოდით, ინტენსიური გამოყენების შემთხვევაშიც.

Amphibolin

ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული, მაღალ ხარისხიანი საღებავი.

  • მინიმალური ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს
  • წყალში ხსნადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო
  • მაღალი ადჰეზიის უნარით
  • არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ ნივთიერებებს
  • ყოველდღიური გამოყენება
     

Capalac Aqua 2K PU-Lack

დამასრულებელი ლაქი, ხშირად გამოყენებადი სამშენებლო მასალების ზედაპირისათვის.

  • ორ კომპონენტიანი, აკრილ-პოლიურეთანის ლაქი წყლის ბაზაზე
  • სუსტი არომატის მქონე და არა წებვადი
  • ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი
  • დაკაწვრის და დარტყმის მიმართ მედეგი
  • ქიმიკატების და სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი

PremiumClean
ინტერიერის საღებავი, მაღალი მოთხოვნების
მქონე სივრცეებისთვის - ნათელი ფერები. 

PremiumColor
ინტერიერის საღებავი, მაღალი მოთხოვნების
მქონე სივრცეებისთვის - ინტენსიური ფერები.