- www.caparol.ge
- პროდუქტები
- საგრუნტავი საშუალებები
- Disboxan 450 Fassadenschutz
პროდუქტები

Disboxan 450 Fassadenschutz
წყალდისპერსიული კონცენტრირებული გამჟღენთი, ფასადზე არსებული კლინკერის და სილიკატური აგურის, ქვიშაქვის, ბეტონის, ფაქტურული ბეტონის ბლოკებისთვის, ასევე მინერალური ბათქაშების და დანაფარების ჰიდროიზოლაციისათვის.

დანიშნულება
ჰიდრომაიზოლირებელი საგრუნტავი საშუალება შემწოვი მინერალური ზედაპირების გასაჟღენთად. ზრდის ყინვისა და მარილებისადმი მედეგობას. არ წარმოქმნის აპკს. ფხვიერ, ან ბაქტერიული დაბინძურების მქონე ზედაპირებზე არ გამოიყენება.
თვისებები
- წყალში ხსნადი,
- სუსტი არომატის მქონე, ეკოლოგიურად უსაფრთხო,
- ამცირებს წყლის შესრუტვას ზედაპირზე,
- ზრდის ყინვისადმი და მარილებისადმი მედეგობას,
- ამცირებს ზედაპირზე ხავსის და სოკოს წარმოშობის რისკს,
- არ წარმოქმნის აპკს,
- ღია დიფუზურობის უნარით,
- ულტრაიისფერი სხივებისა და ტუტეებისადმი მედეგი,
- სწრაფად შრობადი,
- შესაძლებელია დაიფაროს Disbocret-ის დამცავი ფენით,
- Disboxan 450 Fassadenschutz-ი რომ შეესაბამება ბეტონის საღებავს Disbocret 515 Betonfarbe-ს დამოწმებულია ტესტის TL/TP OS-b ZTV-ING-ით,
- შეესაბამება ნორმებს EN 1504-2, DIN V 182026; ბეტონის ზედაპირული დაცვის სისტემები.
მასალის შემკვრელი
სილანების და ოლიგომერული ალკოკსისილოკსანების მიკროემულსია
შეფუთვა
1ლ, 5ლ
ფერი
გამჭვირვალე
შენახვის პირობები
გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ქარხნულად დახურული შეფუთვების შენახვის ვადა 12 თვე. არ შეიძლება მისი შენახვა მზეზე, ან 30 C-ზე მაღალი ტემპერატურის პირობებში.
ტექნიკური პარამეტრი
სიმკვრივე: დაახლ. 1,0 გ/სმ3