- www.caparol.ge
- პროდუქტები
- ლაქები / ლაზურები / საღებავები
- ხის ლაქები / ლაზურები
- Capadur SilverStyle

Capadur SilverStyle
ლითონის ეფექტის მიმცემი ლაზური. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.

ჩამოტვირთვა
გამოყენების სფეროები
ეფექტის მიმცემი ლაზური, ლითონის ბზინვარებით - ხის ზედაპირების მაღალი ხარისხის და დახვეწილი დიზაინის შესაქმნელად. გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (მაგალითად: ფასადი) დასაფარად. არ გამოიყენება ნიადაგთან და წყალთან მუდმივი კონტაქტის მქონე ზედაპირებზე. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.
თვისებები
■ საუკეთესო დაცვა ულტრაიისფერი სხივებისაგან, ამრეკლავი პიგმენტების მეშვეობით
■ დიფუზიის მაღალი უნარით
■ არა წებვადი
■ ტენიანობისაგან მაღალი დაცვა - სტაბილური ზომის ხის ელემენტებისთვის
■ მარტივად განახლებადი თხელფენოვანი ლაზური
■ წყალხსნადი
■ შეესაბამება VOC წესებს (2010)
■ არ იკეთებს ნაღვენთებს
პროდუქტის ბაზა
ალკიდური აკრილის დისპერსია
შეფუთვა
750 მლ, 5 ლ.
ფერი
სტანდარტული: Stardust
ColorExpress-სადგურების მეშვეობით შესაძლებელია შეფერადდეს შემდეგ ფერებში: Neptun, Earth, Moon, Deep Space და სხვა 3D, DB ან RAL-ის პერლამუტრი-ბზინვარე ფერთა ტონების მიხედვით. ფერი და მბზინვარება დამოკიდებულია დასამუშავებელი ხის ზედაპირზე, ფენების და მასალის რაოდენობაზე.
სიპრიალის ხარისხი
აბრეშუმისებრი მქრქალი
ტექნიკური პარამეტრები
სიმკვრივე: დაახლ. 1,0 გ/სმ³