პროდუქტები

Capacryl Holz SchutzGrund

წყალხსნადი , უფერული ხის გრუნტი, ობისა და ზედაპირისთვის დამაზიანებელი სოკოს მიმართ პრევენციული დაცვის ეფექტით. მხოლოდ ექსტერიერში გამოსაყენებლად.


დანიშნულება

გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) გასაჟრენთად. მხოლოდ გარე სივრცეებში გამოსაყენებლად. Capacryl Holz SchutzGrund-ი იცავს სტატიკურად დაუტვირთავი ხის ელემენტებს, რომლებსაც არ აქვთ შეხება ნიადაგთან, ობისა და ლპობისგან. გარე ფანჯრების და კარების Capacryl Holz SchutzGrund-ით დამუშავება შესაძლებელია ორივე მხრიდან.

თვისებები

  • წყალხსნადი
  • პრევენციული დაცვა მერქნის დამაზიანებელი და გამაუფერულებელი სოკოსგან
  • შესანიშნავი შეღწევის უნარით

მასალის შემკვრელი

ალკიდური ემულსია

  • პროდუქტის სახე: ხის დამცავი საშუალება (PA 8)
  • რეგისტრაციის Nr.(BauA): N-40498
  • აქტიური ნივთიერებების შემცველობა: 8გ/ლ. პროპიკონაზოლი და 4გ/ლ. IPBC

შეფუთვა

750 მლ, 2.5 ლ, 10 ლ.

ფერი

გამჭვირვალე

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, დაიცავით ყინვისგან.
ორიგინალურ შეფუთვაში შენახვის ვადა 24 თვე.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 1,01 გ/სმ3.