- www.caparol.ge
- პროდუქტები
- საგრუნტავი საშუალებები
- HaftGrund

HaftGrund
ადჰეზიური საგრუნტავი მასალა დისპერსიული და დისპერსიულ-სილიკატური საღებავებისთვის. გამოიყენება შიდა სამუშაოებისთვის. მინიმალური ემისიით. არ შეიცავს გამხსნელებს.

დანიშნულება
თეთრი პიგმენტის შემცველი სპეციალური საგრუნტავი საღებავი შიდა სამუშაოებისთვის, სინთეტიკურ-დისპერსიული ან დისპერსიულ-სილიკატური საღებავებით საბოლოო დაფარვამდე. ადჰეზიური საფარი გლუვი ზედაპირებისთვის, როგორებიც არის - თაბაშირის ფილები, ბეტონი, ასევე ნაკლებ შემწოვი მინერალური ბათქაშები PIc - PIII, თაბაშირის და მზა ბათქაშები PIV და თაბაშირის სამშენებლო ფილები. საგრძნობლად ამცირებს თაბაშირის ფილებზე ფითხის თხელი ფენის დასკდომის საშიშროებას. ასევე გამოიყენება როგორც საგრუნტავი საფარი გლუვ, ნაკლებ შემწოვ ზედაპირებზე ნებისმიერი სახის შპალერის გასაკრავად.
თვისებები
- მინიმალური ემისიით, გამხსნელების და დამარბილებლების გარეშე
- მარტივია გამოყენებისას, წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად სუფთა, უსუნო
- დიფუზიის უნარის მქონე, Sd -მნიშვნელი 0,03 მ (შეფერადებისას შესაძლებელია გადახრა ტექნიკური მონაცემებიდან)
- მაღალი ადჰეზიურობა ქვედა ფენის მიმართ
- კარგი დაფარვის უნარი
- სადრუნტავი მასალა დისპერსიულ-სილიკატური საღებავებისთვის შეუსაბამო ზედაპირებზე
მასალის შემკვრელი
მოდიფიცირებული სინთეტიკური დისპერსია DIN 55945-ს შესაბამისად.
შეფუთვა
სტანდარტული შეფუთვა: 5 ლ. 12,5 ლ.
ფერი
თეთრი
Haftgrund-ი ფერადდება CaparolColor-ის კატალოგში მოცემული ფერებით, მაქსიმუმ 25%-ით, ან AVA კოლორანტებით. ასევე მისი შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-ის ფერთა კოლექციის ყველა ფერზე, რომელთა სიღიავის კოეფიციენტი არ აღემატება 70-ს. შეფერადებისას იკარგება Haftgrund-ის კონსერვანტებისაგან თავისუფალი თვისება.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრი
სიმკვრივე: დაახლოებით 1,7 გ/სმ3