პროდუქტები

Amphibolin

უნივერსალური საღებავი, სუფთა აკრილატის ფუძეზე, მრავალფუნქციური გამოყენებით.


დანიშნულება

მრავალფუნქციური ფასადის და ინტერიერის საღებავი. მინიმალური ემისიით და მაღალი ადჰეზიურობით, არ შეიცავს გამხსნელებს, იცავს ზედაპირს - გარემოს აგრესიული ზემოქმედებისგან. გამოდგება თითქმის ყველა სახის ზედაპირისათვის. გამოყენების სფეროები

გარე სამუშაოებისას: გამოიყენება შემდეგი ზედაპირების დასაფარად: PII და PIII-ის ჯგუფის ცემენტის ხსნარის მინერალური ბათქაში, ბეტონი, აგურ/კრამიტი, ბოჭკოვანი ცემენტის ფილები, მზიდუნარიანი ძველი დანაფარები, მოთუთიებული ზედაპირები, მყარი პოლივინილ ქლორიდი. არ არის განკუთვნილი თბოსაიზოლაციო სისტემებთან მუშაობისთვის.

შიდა სამუშაოებისას: მაღალი ცვეთამედეგობის, სტრუქტურის შემანარჩუნებელი დანაფარის შესაქმნელად, განსაკუთრებით დიდი დატვირთვის მქონე Capaver-ის მინა- შპალერებზე. სინათლის არეკვლის კარგი უნარის გამო საუკეთესო არჩევანია სუსტი განათების მქონე დერეფნების, კიბის უჯრედების, სათავსოებისათვის, სახელოსნოებისათვის და მიწისქვეშა ავტოსადგომებისათვის. კარგად ირეცხება წყლით და არის მადეზინფიცირებელი საშუალებების მიმართ მედეგი.

გამოყენების სფეროები

სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, ოფისები და ა.შ.

თვისებები

  • მინიმალური ემისიით (გაფრქვევა), არ შეიცავს გამხსნელებს
  • არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ  და აქტიურად  ცარცვად ნივთიერებებს
  • წყალდშიხსნადი და ეკოლოგიურად უსაფრთხო
  • სუსტი სუნის მქონე
  • ძლიერი დაცვა კლიმატური ზემოქმედებისადმი
  • სველი მოხეხვისადმი მედეგობა-- კლასი 1, DIN EN 13300 -ის შესაბამისად
  • ფარვის უნარი  - 2 კლასი, 8 მ 2/ლ ან 120 მლ/მ 2
  • ძლიერი წვიმის მიმართ მედეგი, წყალგაუმტარობა DIN 4108-ის მიხედვით
  • მაღალი ადჰეზიის უნარით
  • არ ყვითლდება
  • ტუტის  მიმართ მედეგი, ამავე დროს - არ ისაპნება
  • ქმნის თხელ  ფენას  სტრუქტურის  მაქსიმალური შენარჩუნებით
  • დასამუშავებლად მარტივი
  • შეიცავს სპეციალურ ფოტოკატალიტურად მოქმედ პიგმენტებს
  • კარგად ექვემდებარება წმენდას და გამოირჩევა წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგობით.

მასალის შემკვრელი

100% სუფთა აკრილის პოლიმერული დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით.

შეფუთვა

  • Amphibolin: 2,5 ლ, 5 ლ, 12,5 ლ. Airfix: 25 ლ. Hobbock
  • ColorExpress: 1,25 ლ, 2,5 ლ, 5 ლ, 7,5 ლ, 12,5 ლ.

ფერი

თეთრი

Amphibolin-ის შეფერადება შესაძლებელია CaparolColor Vollton-ის ან AVA – Amphibolin - ის ხელის კოლორანტებით. ისეთი  არაშემწოვი  ზედაპირებისათვის, როგორიცაა მყარი პოლივინილქლორიდი, ან  მოთუთიებულ ი ზედაპირები,  შეაფერადეთ მაქსიმუმ 10 % AmphiColor-ით, ან CaparolColor-ით. ერთზე მეტი შეფუთვის ხელით  შეფერადებისას, გამოყენებამდე ყველა შეფუთვა შეურიეთ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნას აცილებულ  ფერთა შორისი სხვაობა.

Amphibolin შეიძლება შეფერადდეს ასევე მანქანური მეთოდით, ColorExpress-ის სისტემაში მოცემულ ყველა ფერზე, რომელთა სიღიავის კოეფიციენტი არ აღემატება  70-ს. შეფერადებული შეფუთვა შეამოწმეთ ადგილზე, რათა შემდგომში არ მოხდეს ფერთა შორისი სხვაობა. შეფერადებული საღებავით დიდი ზედაპირების შეღებვისას ყოველთვის გამოიყენეთ ერთი ჩარჯის ნომერით წარმოებული შეფუთვა.

სიპრიალის ხარისხი

  • ნახევრად მქრქალი, კლასი: G2 - DIN EN 1062-ის შესაბამისად.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები DIN EN 1062-ის მიხედვით:

  • ნაწილაკების მაქსიმალური  ზომა: 100 µm
  • სიმჭიდროვე:  დაახლოებით  1,4 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე: 50–100 µm, E2
  • დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: > 50 მ, C1
  • წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი):≤ 0,1 [კგ/(მ2 • h0,5)] (დაბალი),W3
  • დიფუზიურობის კოეფიციენტი (sd -ფაქტორი): ≥ 0,14 მ–≤ 1,4 (საშუალო),  V2]
  • ორთქლდიფუზიურობა (sd) >0,14 m–≤ 1,4 (საშუალო), V2.

კოლირების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს უმნიშვნელო აცდენა ტექნიკურ პარამეტრებთან.

შენიშვნა

ჩვენმა ლაბორატორიულმა გამოცდებმა მინის ფირფიტებზე გვაჩვენა, რომ Amphibolin-ში სველი ადჰეზიის გამაძლიერებელი დანამატების შემცველობის წყალობით, წყლის ექსტრემალური დატვირთვის შემთხვევაშიც კი, არ ხდება შემკვრელის გაფუება, რაც განაპირობებს ზედაპირის ხანგრძლივ დაცვასამობერვასა და აქერცვლისგან.

ნიმუშები მარცხნივ - ჩვეულებრივი დისპერსიული საღებავი.

ნიმუშები მარჯვნივ - Amphibolin.