პროდუქტები

Capadur UniversalLasur

უნივერსალური წყალგაუმტარი ხის ლაზური. ძლიერი დაცვა ტენიანობისა და ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან.


დანიშნულება

მასიური ხის კომპონენტების, რომლებიც ინარჩუნებენ (კარი და ფანჯარა) და საშუალოდ ინარჩუნებენ ზომებს (დარაბები, ჭიშკრები, და სხვ.), მათი ფერადი გაფორმებისთვის. იცავს ტენიანობისა და ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან. შესაფერისია მხოლოდ გარე გამოყენებისთვის, რადგან პროდუქტი ქმნის დამცავ აბკს ზედაპირზე - სოკოსა და წყალმცენარეებით დაბინძურების წინააღმდეგ. გამოყენების სფეროები

შენიშვნა: დამცავ აბკს შეუძლია მხოლოდ დროებით შეაჩეროს ზედაპირზე სოკოს წარმოქმნა. ექსტრემალური დატვირთვების მქონე ზედაპირზე, შესაძლოა სოკოს ნაადრევად წარმოქმნა. პროდუქტი ვერ ებრძვის სოკოსა და წყალმცენარეების წარმოქმნის მიზეზს. დაცვის/პროდუქტის ეფექტურობის ხანგრძლივობის პროგნოზირება შეუძლებელია, რადგან ეს დიდწილად შესაბამისი ზედაპირის ბიოლოგიურ დატვირთვაზეა დამოკიდებული.

Capadur UniversalLasur-ის დატანა არ შეიძლება ხის ისეთ ელემენტებზე, რომლებიც ნიადაგთან/ მიწასთან უშუალო შეხებაში არიან. გარე კარების და ფანჯრების პროდუქტით დამუშავება, შეუზღუდავად არის შესაძლებელი. Capadur UniversalLasur-ი არის დეკორატიული საფარი - ტენიანობის და ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვის უნარით. მყარი ხის პანელების დაფარვამდე უმჯობესია გათვალისწინებულ იქნას BFS მონაცემთა ფურცლის მითითებები.

თვისებები

  • ყველანაირი ხის ზედაპირისთვის
  • ნესტისგან ხანგრძლივი დაცვა
  • ღია ფოროვანი
  • მაღალი დიფუზიის უნარი
  • ულტრაიისფერი (UV) სხივებისგან მაღალი დაცვა
  • წყალგაუმტარი "ჰიდროპერლის" ეფექტის წყალობით
  • ქმნის ობისა და სოკოს საწინააღმდეგო დამცავ აბკს
  • კლიმატური ზემოქმედებისადმი მაღალი მედეგობა
  • არ წვეთავს დატანისას
  • დაიტანება მარტივად

მასალის შემკვრელი

ალკიდური ფისი არომატიზირებული გამხსნელების გარეშე

შეფუთვა

  • სტანდარტული: 375 მლ, 750 მლ, 2,5 ლ., 5 ლ.
  • ColorExpress: 375 მლ, 750 მლ, 2,5 ლ., 5 ლ.

ფერი

გამჭირვალე, Kalkweiß (თეთრი ცარცი), Kiefer (ფიჭვი), Eiche (მუხა) , Nussbaum (თხილი), Walnuss (კაკალი), Mahagoni (მაჰაგონი), Teak (ტექტონა), Palisander (პალისანდრი), Ebenholz (აბანოზის ხე), სარემონტო ფერის ტონალობა.

ColorExpress სისტემების (Capalac mix) მეშვეობით შესაძლებელია, ასევე 3D კოლექციის სპეციალურ ფერებზე, ისევე როგორც სხვა კოლექციების მრავალ ფერზე შეფერადება. შეფერადებამდე პროდუქტის ბაზა არის გამჭირვალე.

შენიშვნა: ზოგიერთი ფერის გამოყენება მხოლოდ შეზღუდულად არის შესაძლებელი. ინფორმაცია ამის შესახებ ხელმისაწვდომია ColorExpress-ის სადგურებიდან. “გამჭირვალე” Capadur UniversalLasur-ი გარე სამუშაოებისას გამოიყენება მხოლოდ, როგორც საგრუნტავი - ფერადი ლაზურების დატანამდე, ზედაპირის შეწოვის უნარის გასათანაბრებლად, რადგან სხვა შემთხვევაში ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვა არ იქნება უზრუნველყოფილი.

სიპრიალის ხარისხი

ნახევრად პრიალა.

სიპრიალის ხარისხი დამოკიდებულია დასამუშავებელი ხის ზედაპირზე

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, დახურულ შეფუთვაში.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 0.9 გ/სმ3