პროდუქტები

TopLasur NQG®

ნანოკვარცულ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული, გამოსაყენებლად მზა ლაზური. შიდა და გარე სამუშაოებისთვის.


გამოყენების სფეროები

მზიდუნარიანი სტრუქტურული საფარებისა და სტრუქტურული ბათქაშებისთვის განკუთვნილი დეკორატიული ლაზური (სტრუქტურის შესანარჩუნებელი საფარი), შიდა და გარე სამუშაოებისთვის. განსაკუთრებით შესაფერისია ბუნებრივ ქვის ზედაპირზე ფერის გასახალისებლად და ამავდროულად მისი კლიმატური ზემოქმედებისაგან დასაცავად.

თვისებები

  • სწრაფი, განმეორებითი შრობის პროცესი, ნალექისა და ნამის შემდეგ
  • ფერების საუკეთესო მედეგობა
  • მაღალი დიფუზიის უნარი
  • CO2-ის გამტარი

მასალის შემკვრელი

სილიკატური/ორგანული ჰიბრიდული შემკვრელი

შეფუთვის ზომები

5 ლ, 10 ლ

ფერი

თეთრი-გამჭირვალე

TopLasur NQG®-ის შეფერადება შესაძლებელია მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ ფერთა ტონებში. შეამოწმეთ შეფერადებული პროდუქტი დატანამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფერში გადახრა. ერთიანი ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი. ფერის და გამჭირვალობის განსაზღვრა უნდა მოხდეს სატესტო დატანით. TopLasur NQG®-ის შეფერადება ხდება მხოლოდ სინათლე-მედეგი და არაორგანული პიგმენტებით. ეს უზრუნველყოფს ტექნოლოგიურად შესაძლო, საუკეთესო ფერთა სტაბილურობას.
TopLasur NQG®-ი ექვემდებარება ხელით შეფერადებას AmphiColor-ის სრულტონოვანი საღებავებით, მაქსიმუმ 20% დამატებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება) თავიდან ასაცილებლად ხელით შეფერადებისას, საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას ერთმანეთში გულდასმით შერეული.

ფერის მდგრადობა BFS მონაცემთა ფურცლის - N26 მიხედვით:
კლასი: A
ჯგუფი: 1

სიპრიალის ხარისხი

აბრეშუმისებრი მქრქალი, კლასი: G2

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 1,1 g/cm3
  • დიფუზიის ექვივალენტური ჰაერის ფენის სისქე sdH2O: < 0,1 მ (მაღალი), კლასი: V1
  • წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): დაახლ. 0,25 [კგ/(მ2· h0,5)] (საშუალო) Klasse:W2

პროდუქტის შეფერადებამ (კოლირება) შესაძლოა გამოიწვიოს ცვლილებები ტექნიკურ მახასიათებლებში.