SPECTRUM-ის მობილური აპლიკაცია

ობიექტების დამუშავება - ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს

იდეების სწრაფი ვიზუალიზაცია

თქვენ შეგიძლიათ თქვენს მიერ გადაღებულ ფოტოებზე, სასურველი ზონა მასზე ერთი დაწკაპუნებით დაამუშავოთ და გააფერადოთ. ასევე, შეგიძლიათ ფოტო/იდეების SPECTRUM-ის სხვა წევრებთან გაზიარება.

Live Video – ობიექტების დიზაინი რეალურ დროში

აპლიკაციის მთავარი ფუნქციის: „Live Video“-ს მეშვეობით, თქვენ შეგიძლიათ რეალურ დროში და მოძრაობისას, თქვენთვის სასურველ ფერში გააფერადოთ ფასადის და ინტერიერის კედლები. 

თქვენი ფერი

ეძებთ თქვენი საყვარელი ავეჯის შესატყვის ჰარმონიულ ფერს? გინდათ კედლების სხვადასხვა ფერის კომბინაციებში გაწყობა? SPECTRUM-ი მხარს უჭერს თქვენს წარმოსახვას! SPECTRUM-ის ფერის ამომცნობის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ წამებში განსაზღვროთ მრავალი ზედაპირის ფერთა ტონები და გადაიტანოთ ისინი პირდაპირ აპლიკაციაში „Bluetooth“-ის საშუალებით.

ფერთა კოლექციები

„ფერთა კოლექციებში“ თქვენ აღმოაჩენთ კაპაროლის ყველა არსებულ ფერთა პალიტრას, თავმოყრილს ერთ ციფრულ სივრცეში. აქ თქვენ შეძლებთ იპოვოთ ყველა ფერის ტონალობები და ყველა შესაბამისი ინფორმაცია, მაგ: მიზანშეწონილობის, სიპრიალის ხარისხის და შერევის კოეფიციენტების შესახებ.

გააზიარეთ თქვენი იდეები

აპლიკაციის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენი შექმნილი ფასადი ან ინტერიერი აჩვენოთ სხვებს. გააზიარეთ თქვენი დიზაინი - ეს საინტერესოა! 

SPECTRUM_mobile

ჩამოტვირთვა

SPECTRUM_express

SPECTRUM_express

SPECTRUM-ის ვებ-გვერდი - ფერების და მასალების ციფრული ხელსაწყოებით, ობიექტების დამუშავება.
SPECTRUM ColorReaderPRO

SPECTRUM ColorReaderPRO

SPECTRUM-ის ფერის ამომცნობი - ინოვაციური მოწყობილობა ფერის სწრაფი და მარტივი განსაზღვრისთვის.