პროდუქტები

Capatect-Mineral-Leichtputze R&K

დეკორატიული, მსუბუქი ბათქაშის მშრალი ნარევი მინერალურ ბაზაზე, შიდა და გარე სამუშაოებისათვის.


დანიშნულება

მინერალური, დეკორატიული მსუბუქი  ბათქაშები.გამოიყენება, როგორც დამასრულებელი ფენა: Capatect-ის თბოსისტემების მსუბუქ  ბათქაშებში, შეკიდული ვენტილირებადი ფასადების სისტემებში, მინერალურ  ძველ ბათქაშებსა  და PII და PIII-ის  ჯგუფის ცემენტის ხსნარის შუალედურ ბათქაშებზე, არ გამოდგება მარილიანი, პლასტმასის  და  ხის ზედაპირებისთვის.

თვისებები

  • ორთქლდიფუზიური,  თითქმის არ ქმნის შიდა დაძაბულობას
  • ადვილად დასატანი მსუბუქი შემავსებლების შემცველობის გამო
  • განსაკუთრებულად ეკონომიური
  • ეკოლოგიურად სუფთა
  • შემკვრელი: თეთრი ცემენტი და  კირის ჰიდრატი მინიმალური ორგანული დანამატებით
  • ჰიდროფობური თვისებების და ადჰეზიის გამაუმჯობესებელი დანამატები
  • კომპრესიული ძალა:  > 6 N/მმ² DIN EN 998-1 სტანდარტის შესაბამისად
  • არა წვადი, ან ძნელად აალებადი (დამოკიდებულია თბოსაიზოლაციო სისტემების: Capatect-WDV-Systems და VHF-Systems წყობაზე)

ტექნიკური პარამეტრები

  • ორთქლ დიფუზიურობის კოეფიციენტი:  sd H2O: 0.07 -  0.30 მ  DIN EN ISO 7783-2  სტანდარტის შესაბამისად
  • გამყარებული ხსნარის სიმკვრივე:  <1,3კგ./დმ3
  • წყლისკაპილარულიშეწოვისუნარი: W <0.5 კგ /მ 2,24 საათისშემდეგ DIN 1609 სტანდარტის შესაბამისად

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

ფერი

ბუნებრივი თეთრი

ისეთ შემთხვევებში, როდესაც სიღიავის ხარისხი აღემატება 30- ს/ინდექსი≥ 30 /, შესაძლებელია მასალის  ქარხნული შეფერადება  CaparolColor-ის,  ან  Caparol 3D. ფერებით. განსხვავებული სიღიავის ხარისხის /ინდექსი 20-დან 30- ამდე/ საჭიროების დროს, ბათქაში უნდა შეიღებოს Sylitol-Finish 130-ით. სიღიავის ხარისხი - ინდექსით < 20- არ გამოდგება თბო საიზოლაციო სისტემების დასაფარად.  შეფერადებულ  მინერალურ ბათქაშებზე  უამინდობის პირობებში შესაძლოა გამოვლინდეს სხვაობა ფერებში, რაც გავლენას არ ახდენს პროდუქტის ფუნქციურ მახასიათებლებზე. ასეთ შემთხვევებში ბათქაში  უნდა შეიღებოს   Capatect SiFassadenfinish 130-ით შესაბამის ფერში. ფერის აჭრელების თავიდან აცილების მიზნით, ბათქაშის შეღებილი ადგილები დამატებით დაამუშავეთ Sylitol-Finish 130-ით.

კონსისტენცია

მშრალი ნარევი

შეფუთვა

  • 25 კგ ტომარა
  • 1,0 ტ.  კონტეინერი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და  მშრალ ადგილას. დაიცავით პირდაპირი მზის სხივებისგან. გაუხსნელი შეფუთვა ინახება საწყობში დაახლოებით 12 თვე.