
Capatect ArmaReno 700
მინერალური მშრალი ნარევი თერმოსაიზოლაციო ფილების მისაწებებლად, არმირებული ფენების შესაქმნელად და სარემონტო სამუშაოებისათვის.

დანიშნულება
თერმო საიზოლაციო ფილების წებო თბოსაილოზაციო - Capatect-WDVS-ის A და B სისტემებში. არმირების შემქმნელი საგრუნტავი ბათქაში - თბოსაილოზაციო Capatect-WDVS-ის A და B სისტემებში. შესარემონტებელი ხსნარი ძველი შებათქაშებული მზიდი ზედაპირებისათვის. ადჰეზიის შემქმნელი ბათქაშის თხელი ფენა გლუვი ბეტონის, პენოპოლისტიროლის XPS/R და ხე-ბოჭკოვანი ფილებისთვის. ბათქაში ფილცირებისათვის (ცოკოლის იმ ადგილების გარდა, სადაც ხვდება წყლის შხეფები).
თვისებები
■ ხსნარის ჯგუფი Р II, DIN V 18 550-ის ნორმის შესაბამისად, ქარხნული მშრალი ნარევი კირ-
ცემენტის საფუძველზე
■ „არა აალებადი“, ან „ძნელად აალებადი“, თბოსაიზოლაციო კომპოზიციური სტრუქტურის
შესაბამისად
■ ატმოსფერული მოვლენებისადმი მედეგი
■ წყალმედეგი DIN EN 1067-ის ნორმის მიხედვით
■ მაღალი ორთქლდიფუზიურობა (გამტარიანობა)
■ სუსტი დაჭიმულობა ბოჭკოვანი დანამატების ხარჯზე
■ მოხმარებისათვის მარტივი. შეიძლება დატანილ იქნას ხელი, ან მექანიკური მეთოდით,
■ მოსახერხებელია მანქანური გამოყენებისთვის
■ მაღალი მდგრადობა
■ გამოყენების ხანგრძლივი დრო გახსნილ მდგომარეობაში
■ ეკოლოგიურად უსაფრთხო
■ ჰიდროფობიზაციის გამაუმჯობესებელი დანამატები, მარტივი დამუშავება და კარგი
ადჰეზიის უნარი
შეფუთვა
25 კგ ტომარა
ფერი
თეთრი.
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას. დაიცავით ყინვისაგან და პირდაპირი მზის სხივებისგან. გაუხსნელი შეფუთვა ინახება საწყობში დაახლოებით 12 თვე.
ტექნიკური პარამეტრები
■ სიმკვრივე: დაახლოებით 1,5 კგ/დმ2
■ თბოგამტარობა: 0,78 W/მ•K
■ დიფუზიის ექვივალენტური ჰაერის ფენის სისქე: Sd Н20 დაახლოებით 0,05 მ DIN EN
7783-ის თანახმად, მიზანშეწონილი ფენის სისქის შემთხვევაში
■ სიმტკიცის ზღვარი კუმშვაზე: 5,3 Н/მმ2,
■ წყლის შეწოვის კოეფიციენტი: w ≤ 0,1 კგ/(მ2 • h0,5 ) DIN EN 1062-შ თანახმად, კლასი W3
(დაბალი),
■ ადჰეზიურობის სიმტკიცე პოლისტიროლზე გაჭიმვისას: ≥ 0,08 Н/მმ2.