იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი სასტუმრო: "Hotel auf der Wartburg"

სასტუმრო "Hotel auf der Wartburg"-ის განახლება

აიზინახთან ახლოს მდებარე პროვინცია ვარტბურგში, „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი - სასტუმრო "Hotel auf der Wartburg"-ი მდებარეობს, რომელიც ლეგენდის თანახმად გრაფმა ლუდვიგ შპრინგერმა - ლუდოვინგერების ოჯახიდან, 1067წელს ააშენა და უკვე საუკუნეებია ეს ციხესიმაგრე გერმანულ ისტორიას წერს. დაახლოებით 200 წლის განმავლობაში ლუდუინგერების ოჯახი იყო ერთერთი ყველაზე გავლენიანი სამეფო ოჯახი, გერმანელი ერის საღვთო რომის იმპერიაში. ციხესიმაგრემ ისტორიის წიგნებში თავისი ადგილი დაიმსახურა, როდესაც ის რეფორმატორ მართინ ლუთერისთვის თავშესაფრის ადგილად იქცა. მართინ ლუთერმა მაშინ იმპერატორის მიერ განდევნილმა და რომის პაპის მიერ აკრძალულმა, ამ ციხესიმაგრეში 1521 წელს, მხოლოდ 10 კვირაში თარგმნა ახალი აღთქმა გერმანულ ენაზე. 1817 წლის 18 ოქტომბერს   რეფორმაციისა და ლაიფციგის ერების ბრძოლის იუბილეს აღსანიშნავად  - სწორედ ამ ციხესიმაგრეში მოეწყო გერმანიაში პირველი ბურჟუაზიულ-დემოკრატიული ასამბლეა. საგვარეულო ციხესიმაგრე დღემდე მილიონი ტურისტისთვის მიმზიდველია.

ლუთერის და პრინცის ოთახები

სამსართულიანი სასტუმრო, რომელიც მთის პირასმდებარეობს, საუკუნეების მანძილზე მრავალჯერ განახლდა. ბოლო განახლებისას მთავარი მიზანი ისტორიული ღირებულებების შენარჩუნება და ამავე დროს თანამედროვე ატმოსფეროს შექმნა იყო. დრესდღეობით სასტუმროში 35 ოთახია. 2 ოთახი - სახურავში ისტორიული მოვლენების ამსახველია. სასტუმროში არის ქალური ელიზავეტას ოთახი, ფართო ლუთერის ოთახი, კეთილშობილური პრინცის ოთახი.  ერთმანეთისგან განსხვავებული სართულების გეგმარება, იდეების სიმდიდრე და შიდა არქიტექტურის მრავალფეროვნება ნამდვილი გამოწვევა იყო ცნობილი დიზაინერი ბერბელ შვაბისთვის. განახლებას არა მხოლოდ ფასადი საჭიროებდა, არამედ სასტუმრო ოთახებიც.  დიზაინერისა და მისი გუნდის ძირითადი საზრუნავი, დამახასიათებელი ინტერიერის ჩარჩოებში შთამბეჭდავი ატმოსფეროსა და კომფორტის შექმნა იყო.

გამოყენებული პროდუქტები: