მწვანე
მწვანე

მწვანე ფერი - სრულყოფილი ინტერიერის საფუძველია!

მწვანე ფერი -  ჰარმონიისა და წონასწორობის ფერია, ის გავლენას ახდენს ადამიანზე არა მხოლოდ ესთეტიურად, არამედ ფსიქოლოგიურად და ფიზიოლოგიურადაც - ნერვულ სისტემაზე მოქმედებს დამამშვიდებლად და აცხრობს გაღიზიანებას. ცნობილია, რომ მწვანე ფერი სისხლის წნევასაც კი არეგულირებს. ეს ფერი საუკეთესო არჩევანია სამუშაო სივრცეებში, რადგან ის კონცენტრაციას აუმჯობესებს და ამავდროულად დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. მწვანე ფერის ტონალობები შესაფერისია თითქმის ყველა სივრცესთვის,  რადგან მათი რეგენერაციული ეფექტი სასიამოვნოდ აღიქმება. მწვანე ახალი ცხოვრების დაწყების და ჰარმონიის სიმბოლოა!

როგორ შეიძლება, რომ მწვანე კაშკაშებდეს და მაინც მყუდროდ გამოიყურებოდეს?

 

 

ფერთა კომბინაცია არის დიზაინის ალფა და ომეგა. როდესაც კრემისფერი და ღია ყავისფერი ტონები, მწვანე ფერის ფონია, მაშინ სრული დიზაინი დახვეწილ ელფერს იძენს. ღია ფერის ნიუანსები, ნაქსოვი მასალის აქსესუარები - ხელს უწყობენ მკაფიო მწვანე ფერის (3D Malachit 70) სიკაშკაშეს და ამავდროულად, ამ ფერთა კომბინაციაში მყუდროება შენარჩუნებულია.