პროდუქტები

ThermoSan NQG

სილიკონის ფისის ბაზაზე, კვარცული ნანოსტრუქტურებით ინტეგრირებული - მაღალი დონის ფასადის საღებავი. უზრუნველყოფს სწრაფ შრობას და ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს. იცავს სოკოსა და წყალმცენარეებისგან.


გამოყენების სფეროები

საღებავის გადამწყვეტი უპირატესობები: ორგანულად შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს და იცავს მას დაბინძურებისგან. სილიკონის ფისის და შემკვრელის უნიკალური კომბინაცია ქმნის წვიმის მიმართ მედეგ, მაღალ დონეზე ორთქლ-გამტარ დანაფარს, რომელიც გამოიყენება ბათქაშებსა და მინერალურ ზედაპირებზე. ასევე - საღებავის მდგრად ძველ დანაფარებზე, მათ შორის, სილიკატურზე, დისპერსიულზე, სილიკონის ფისის შემცველ ბათქაშებზე და ასევე მდგრად თერმოსაიზოლაციო სისტემებზე (ETICS/EWI).
ThermoSan NQG აერთიანებს მაღალი ხარისხის დისპერსიული და კლასიკური სილიკატური საღებავების უპირატესობებს, რის გამოც ის იდეალური არჩევანია დაცული ისტორიული ობიექტების და კირის შემცველი ბათქაშებით დამუშავებული შენობების შესაღებად.

თვისებები

  • კვარცული - მატრიცული ტექნოლოგიის წყალობით არ იკრავს ჭუჭყს
  • ფასადი ინარჩუნებს მკვეთრ ფერს მრავალი წელი
  • მაღალი დაცვა სოკოსა და წყალმცენარეებისგან
  • მაღალი CO 2 გამტარიანობა
  • არ წარმოქმნის აპკს, მიკროფოროვანი
  • შეიცავს სპეციალურ პიგმენტებს ფოტოკატალიტური ეფექტით

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისის ემულსიისა და ახალი ჰიბრიდული შემკვრელის კომბინაცია ორგანული/არაორგანული ნივთიერებების ბაზაზე.

შეფუთვის ზომები

  • სტანტარტული: 12.5 ლიტრი
  • ColorExpress: 1.25, 7.5, 12.5 ლიტრი

ფერი

თეთრი

ThermoSan NQG-ის შეფერადება შესაძლებელია, მხოლოდ შეზღუდულად, აგრეთვე მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ ნებისმიერ ტონებში. 100 ლიტრის, ან მეტი ოდენობის საღებავის ფერზე დაყენებისას შესაძლებელია პროდუქტის ქარხნული წესით შეფერადება. შეამოწმეთ შეფერადებული პროდუქტი დატანამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული ფერში გადახრა. ერთიანი ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.
ThermoSan NQG-ი ექვემდებარება ხელით შეფერადებას AmphiColor-ის სრულტონოვანი საღებავებით, მაქსიმუმ 20% დამატებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება) თავიდან ასაცილებლად ხელით შეფერადებისას, საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას ერთმანეთში გულდასმით შერეული.
მკვეთრ, ინტენსიურ ფერებს გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი, G3

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062-ის საფუძველზე

  • ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 μm2, S1
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე: 100-200 μm2, E3
  • დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: (sd-ფაქტორი): <0.14 მ (მაღალი) V1
  • წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): ≤ 0.1 [კგ/(მ2 • h0,5)] (დაბალი) W3


შეფერადების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილება.