Capatect Dehnfugenprofile mit Abdeckung 6660/01/02

სპეციალური პროფილი თეთრი ელასტიური ჩანართით, საარმირო ბადის ფრთებით და პლასტმასის საფარით.


გამოყენების სფერო

სპეციალური პროფილი თეთრი ელასტიური ჩანართით, საარმირო ბადის ფრთებით და პლასტმასის საფარით. საღებავთან თავსებადი PVC საფარით, სადეფორმაციო ნაკერების მოსაწყობად. Capatect WDVS - თერმოიზოლაციის სისტემებისთვის.

ტიპი E: ზედაპირზე მდებარე ნაკერებისთვის
ტიპი V: შიდა კუთხეებში მდებარე ნაკერებისთვის

თვისებები

  • სადეფორმაციო ნაკერების ზუსტი დამუშავება
  • ქარხნულად მორგებული, დაცვის და საფარის პროფილით
  • ატმოსფერული მოვლენების მიმართ მედეგი
  • ულტრაიისფერი სხივების მიმართ მედეგი
  • შეღებვადი
  • რაციონალური დამუშავების პროცესი
  • გამოდგება სხვადასხვა სისქის თბოსაიზოლაციო მასალებზე
  • შელესვის კანტით, ზედაპირის დასამუშავებლად
  • შოვების სხვადასხვა ზომებზე მოსარგებლად. 26 მმ-დან 34 მმ-მდე
  • ორმხრივი, არმირების ბადის ზოლით

შეფუთვა

ყუთში: 20 პროფილი, თითო 2,5 მ.

ფერი

პროფილის კორპუსი და საფარი: თეთრი

შენახვის პირობები

შეინახეთ მშრალ ადგილას, დაიცავით ნესტისგან და პირდაპირი მზის სხივებისგან

ტექნიკური პარამეტრები

  • პროფილის კორპუსი დამზადებულია თერმოპლასტიკური PVC პლასტმასისგან.
  • ტელესკოპური საფარი დამზადებული თერმოპლასტიკური PVC პლასტმასისგან.
  • ელასტიური ჩანართი დამზადებულია, რბილი PVC პლასტმასისგან
  • მინაბოჭკოვანი ბადის ზოლები დამზადებულია Capatect Gewebe 650-დან, სიგანე დაახლ. 125 მმ.