პროდუქტები

Capacryl PU-Matt

მაღალი ხარისხის, მქრქალი პოლიურეთან-აკრილის ემალი შიდა გამოყენებისთვის.


დანიშნულება

მაღალი ხარისხის ემალი/საღებავი შუალედური და საბოლოო ფენებისთვის. ზუსტი ზომის მქონე დაგრუნტული ხის ელემენტების, დაგრუნტული მეტალის და მყარი პოლივინილქლორიდის (PVC) ზედაპირებისთვის. არ გამოიყენოთ თეთრი ფერის ტონალობები გამათბობელ რადიატორებზე, რადგან სითბომ შესაძლებელია გაყვითლება გამოიწვიოს.
შენიშვნა: მქრქალი ზედაპირები მგრძნობიარეა ნაკაწრებისა და დარტყმის მიმართ. მაღალ დატვირთვას დაქვემდებარებულ ზედაპირებზე და კომპონენტებზე, რომლებსაც ხშირად ხელით ეხებიან (მაგ. საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში), სასურველია გამოიყენოთ პროდუქტები: Capacryl PU-Satin / PU-Gloss.

თვისებები

  • გაყვითლების მიმართ უკიდურესად მედეგი
  • გამოდგება ბავშვების სათამაშოებისთვის
  • დაკაწვრის და დარტყმის მიმართ მედეგი
  • სუსტი სუნის მქონე
  • გლუვი, მოქნილი დამუშავება
  • დიფუზიური
  • საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი

მასალის შემკვრელი

პოლიურეთან-აკრილის დისპერსია

შეფუთვა

  • სტანდარტული: 750 მლ, 2,5 ლ.
  • ColorExpress: 700 მლ, 2,4 ლ.

ფერი

თეთრი

სხვა ფერებში შეფერადება შესაძლებელია ColorExpress-სადგურების მეშვეობით.
სუსტი დაფარვის მქონე ფერების (წითელი, ნარინჯისფერი, ყვითელი) გამოყენებისას გირჩევთ ფერის შესაბამისი საგრუნტავი ფენის დატანას. Capacryl PU-Matt-ის შეფერადება შესაძლებელია საგრუნტავი სისტემის ფერებში, ColorExpress-ის შეფერადების ტექნიკით.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში,დაიცავით ყინვისაგან.