Skip navigation

შტუტგარტის ახლადგახსნილ სასტუმრო "Zuckerfabrik"-ში, სტუმრებისთვის "არტ დეკოს" შთამბეჭდავი სამყარო იხსნება.

ფორმების გასაოცარი ურთიერთქმედება, მდიდარი ფერების აქცენტები, გასაოცარი დეკორატიული ელემენტები: შტუტგარტში მდებარე, ახლახანს გახსნილ სასტუმრო „Zuckerfabrik“-ში, სტუმრებს შეუძლიათ შეიგრძნონ გასული ეპოქის განსაკუთრებული ხიბლი და თავი იგრძნონ ისე თითქოს დროში მოგზაურობენ - რათქმაუნდა ეს ყველაფერი კომფორტთან თანხვედრაშია. სასტუმრო ყოფილი შაქრის ქარხანაში გაიხსნა და მისი სტილი „არტ დეკოა“.

მრგვალი კუთხეები, ოქროს ლენტები

სასტუმროს ფასადი უკვე გვიჩვენებს, რომ სასტუმრო „Zuckerfabrik“-ი ჩვეულებრივი სასტუმრო არ არის.  ამაღლებული, ოქროსფერი დეკორატიული ლენტებით გარშემორტყმული,  ქვიშის ფერის ფასადი „არტ დეკოს“ სტილშია გადაწყვეტილი. სასტუმროს მრგვალი კუთხეები ასევე ახასიათებს 1920-1940იანი წლების გამორჩეულ დიზაინის მიმართულებებს. ასეთი მრგვალი ფორმების მიღება და ამავდროულად ფასადის დათბუნება, მხოლოდ კაპაროლის - თერმოსაიზოლაციო სისტემის: ETICS-ის ფილების მეშვეობით გახდა შესაძლებელი.

გაიგეთ მეტი კაპაროლის თერმოიზოლაციაზე.

ლოგო, რომელიც ყველას ყურადღებას იპყრობს

სასტუმროს 20 კვადრატული მეტრის დახვეწილი დიზაინის ლოგო, განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს. ოქროს და შავი ფერის სამგანზომილებიანი ლოგო სტუმრებს შორიდან მიესალმება. 18 ელემენტი დამუშავდა კაპაროლის მასალებით და დატანილი იქნა თერმოიზოლაციაზე.

ფუფუნების შეგრძნება ოქროსფერში გამოიხატება

სასტუმროს შიგნით ოქროსფერი აქცენტები იძლევა ფუფუნების განცდას - კრემისფერი და ნაცრისფერი ტონების კომბინაცია, ასევე შავი ელემენტები სასტუმროს განსაკუთრებულ ატმოსფეროს ქმნის. სრულყოფილი ოქროს ზედაპირების შექმნა კაპაროლის პროდუქტის: CapaGold-ის დამსახურებაა.

Art déco - არტ-დეკო * - ადრეული XX საუკუნის მიმდინარეობა დეკორაციულ ხელოვნებაში, რომელმაც ასევე ზეგავლენა იქონია იმდროინდელ არქიტექტურაზე, მოდასა და ვიზუალურ ხელოვნებაზე.

გამოყენებული პროდუქტები:

Capacryl PU-Matt
Capadecor CapaGold
Capatect Capapor Rahmen-, Gurt-/ Gesimsprofile 121/010-011
Capaver AkkordVlies G130/190 VB
IndekoGeo