სპა კომპლექსი - ბალტიის ზღვის პირას, ვუსტროვის კურორტზე

მოდუნდით, დამშვიდდით, მოიპოვეთ ახალი ძალები!  „სპა“ და „ველნესი“ ის ადგილია, რომელიც წყლის გამაჯანსაღებელი თვისების მეშვეობით, დადებითად მოქმედებს როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქიკურ კეთილდღეობაზე.  წყალი „სპა„ ცენტრებში ცენტრალურ როლს თამაშობს. წყალი-ბუნებაა! Dorint Strandresort-ის „სპა“ კომპლექსში ყველაფერი წყლის გარშემო ბრუნავს. თვითონ კომპლექსი უშუალოდ ბალტიის ზღვის პირას მდებარეობს. სწორედ ამიტომ ბუნებასთან სიახლოვე ასევე უნდა გამოიხატოს ფერით. ზღვის ლურჯი ფერის გარშემო, ქვიშის და მწვანე ფერთა ტონები  დომინირებს. წითელი ფერების აქცენტები კი ავსებს ამ პალიტრას.

Dorint Strandresort-ის „სპა“ კომპლექსში ფერები შერჩეულ იქნა „ფენ-შუის“ ანალიზის საფუძველზე, შენობის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ინტერიერის დიზაინში გათვალისწინებულია კლასიკური „ფენ-შუის“ 5 ელემენტის გავლენა: ცეცხლი, მიწა, ლითონი, წყალი და ხე. ამ ელემენტების ურთიერთქმედება ქმნის დაბალანსირებულ, სასიამოვნო გარემოს შენობის შიგნით. განსაკუთრებით წარმატებული შედეგი, კაპაროლის „დიზაინ სტუდიის“ გამოცდილი დიზაინერის პეტრა რუჰნაუს და „ფენ-შუის“ კონსულტანტი მონიკა ბერტელის დახმარებით იქნა მიღწეული. თანამედროვე ფერთა დიზაინის და ტრადიციული „ფენ-შუის“ სწავლებების გაერთიანებამ გამოიწვია, ინოვაციური ფერის კონცეფცია მთელი ვუსტროვის კურორტისთვის. „სპა“ და „ველნესის“ კონცეფცია წარმატებით იქნა განხორციელებული.

მასაჟი და კოსმეტიკა

მწვანე ფერის ტონები ქმნის ძალიან ბუნებრიც ატმოსფეროს სამასაჟო ოთახებში. ზედაპირების დამუშავებისას, კაპაროლის მქრქალი ფითხი იქნა გამოყენებული ( (Capadecor ArteTwin), რომელიც თავისი ფაქტურის მეშვეობით ქმნის ბუნებრივი ზედაპირის შთაბეჭდილებას. ბამბუკის პარკეტთან ერთად ეს ზედაპირები ხმელთაშუა ზღვის ატმოსფეროს ქმნიან.

„სპა“ და „ველნესი“

კომპლექსის მიწის ქვეშა სართულზე, აბანოების და აუზის ზონა არის განლაგებული. განსაკუთრებით შთამბეჭდავი ცენტრალური აუზის ოქროსფერი კრამიტის სვეტებია. ფერთა კონტრასტული და მომხიბლავი თამაში ცხოვრების ხალისს ასხივებს. აქ სწრაფად დავიწყებას ეძლევა ცხოვრების ყოველდღიური რუტინა და სტრესი. აუზის და აბანოების ზონაში ფერების და ფაქტურების ამაღელვებელი კომბინაცია, „ფენ-შუის“ და ფერთა სწორ შერჩევას ცხადყოფს.

განტვირთვა აქ არ არის რთული ნამდვილად! იმისათვის, რომ ასევე ალერგიულ და მგრძნობიარე ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ და თავისუფლად შეძლონ მიიღონ სიამოვნება, ამ ზონის ზედაპირები შეიღება კაპაროლის მინერალურ-ორგანული საღებავით: Sylitol.  სპეციალური რეცეპტის მეშვეობით, რომელიც აკონტროლებს ალერგენებს, ეს საღებავი უზრუნველყოფს ჯანმრთელ კლიმატს შენობის შიგნით. დეკორატიული კედლების შესაქმნელად კი კაპაროლის DecoLasur-ი იქნა გამოყენებული.

გამოყენებული პროდუქტები:

Capadecor Calcino Decor
Capadecor Metallocryl Interior
Sylitol® Bio-Innenfarbe