- www.caparol.ge
- პროდუქტები
- ფითხები / ბათქაშები
- ინტერიერის ფითხები / ბათქაშები
- Akkordspachtel fein
Akkordspachtel fein
გამოსაყენებლად მზა, დისპერსიული პასტისებრი ფითხი - შიდა სამუშაოებისთვის.

დანიშნულება
უნივერსალური პასტისებრი სარემონტო ფითხი - მცირე დეფექტების მქონე ზედაპირების, სიცარიელის და ბზარების შესავსებად. არათანაბრად შებათქაშებული ზედაპირების ან მონოლითური ბეტონის გასასწორებლად. აგრეთვე კედლებისა და ჭერის გლუვ ზედაპირებზე, წვრილად სტრუქტურირებული ლაქების მოსაშორებლად.
Caparol Akkordspachtel-ი ასევე გამოიყენება კაპაროლის კედლის დეკორატიული მოპირკეთების მეთოდიკის: Stucco Decor Di Luce და Stucco Satinato-ს ზედაპირების წინასწარი მომზადებისთვის.
გამოდგება თაბაშირ მუყაოს ფილებზე - Q3 ან Q4 დონის ზედაპირის ხარისხის მისაღწევად, BVG -ბროშურის No2 და BFS - ბროშურის No12 მონაცემების შესაბამისად.
ფენის სისქე - ერთ სამუშაო სვლაში: 0 - დაახლ. 6 მმ, ობიექტზე არსებული გარემო პირობებიდან გამომდინარე (ტემპერატურა,ტენიანობა)
თვისებები
- მარტივი მოხმარება დატანისა და გასწორებისას
- წყალდისპერსიული, ეკოლოგიურად უსაფრთხო და სუსტი არომატის მქონე
- მაღალი ადჰეზიის უნარი
- კარგად შრება და მყარდება
- მშრალ მდგომარეობაში შესაძლებელია მოზუმფარება, სველ მდგომარეობაში მოპრიალება
- დიფუზიის უნარით
- აალების საშიშროების კლასიფიკაცია: A2-s1,d0 - DIN EN 13501-1-ის მიხედვით
- მინიმალური ემისია, არ შეიცავს გამხსნელებს
მასალის შემკვრელი
პლასტიკური დისპერსია DIN 55945-ის მიხედვით.
შეფუთვის ზომები
სათლი - 25 კგ.
ფერი
ბუნებრივი თეთრი
სიპრიალის ხარისხი
მქრქალი
დამხმარე პროდუქტები
Caparol-Füllspachtel P, როგორც ფილიგრანული ჭერის სახსრის შემავსებელი.
ნესტიანი სივრცეებისთვის:
Akkordspachtel KF
Histolith Renovierspachtel
Histolith Feinputz
