SeidenLatex

ეკოლოგიურად სუფთა, E.L.F. ხარისხის, ნახევრად პრიალა ინტერიერის საღებავი.


გამოყენების სფერო

მაღალი გამძლეობის და ზედაპირის სტრუქტურის შემანარჩუნებელი ინტერიერის ნახევრად პრიალა საღებავი. განსაკუთრებით შესაფერისია ძლიერ დატვირთვებს დაქვემდებარებული ზედაპირებისთვის, როგორიცაა: სკოლები, საავადმყოფოები, საბავშვო ბაღები, საზოგადოებრივი სივრცეები, ოფისები, სასტუმროები, რესტორნები, დერეფნები, კიბის უჯრედები და ა.შ. დანაფარები უკიდურესად გამძლეა და ადვილად იწმინდება. 
ასევე შესაფერისია - რელიეფური ან ტვიფრული შპალერის და აგრეთვე მინაბოჭკოვანი კედლის საფარების შესაღებად. მშვენიერი ნახევრად პრიალა ეფექტის წყალობით, ხაზსს უსვამს ზედაპირის სტრუქტურას.

თვისებები

  • წყალში ხსნადი, ეკოლოგიურად უსაფრთხო, სუსტი არომატის მქონე
  • არ შეიცავს დაორთქლების ხელშემწყობ ნივთიერებებს
  • შესაფერისია კვების ობიექტებში გამოსაყენებლად
  • გააჩნია დიფუზიის უნარი
  • sd-მნიშვნელობა < 0,3 მ
  • სითეთრის მაღალი ხარისხი
  • ინარჩუნებს ზედაპირის სტრუქტურას
  • მარტივი მოხმარებისათვის
  • დაბალი ემისიების მქონე, გამხსნელების გარეშე, პლასტიფიკატორებისაგან თავისუფალი
  • მაღალი წმენდადობის უნარი - წყლის სადეზინფექციო და საყოფაცხოვრებო საწმენდი საშუალებების მიმართ მედეგი

მასალის შემკვრელი

პოლიმერული დისპერსიული საღებავი.

შეფუთვის ზომები

  • სტანდარტული: 2,5 ლ ; 5 ლ .; 12,5 ლ.
  • Altweiß: 12,5 ლ.
  • ColorExpress: 2,5 ლ ; 5 ლ ; 7,5 ლ ; 12,5 ლ.

ფერი

  • თეთრი
  • Altweiß 10 (RAL 9010)

SeidenLatex-ის შეფერადება შესაძლებელია CaparolColor Vollton- und Abtönfarben-ის ან AmphiColor Vollton- und Abtönfarben-ის ხელის კოლორანტების მეშვეობით. ასეთ შემთხვევებში, ფერთა სხვაობის თავიდან ასაცილებლად, მასალის საჭირო რაოდენობა სრულად უნდა იქნას შერეული ერთმანეთში. ერთი ტონალობის 100 ლიტრის და მეტი პროდუქტის შეძენისას შესაძლებელია დაკვეთით ქარხნული წესით შერევა.
SeidenLatex-ის შეფერადება შესაძლებელია აგრეთვე ColorExpress-ის სისტემის აპარატით, არსებული ფერების შესაბამისად - ღია და საშუალო ფერთა ტონალობებში. ფერზე დაყენებული პროდუქტი დატანამდე უნდა შეედაროს სასურველ ფერს, რათა გამორიცხულ იქნას ფერთა სხვაობა. ერთი ზედაპირის ღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.

სიპრიალის ხარისხი

G2b - ნახევრად პრიალა.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

  • სველი მოხეხვა: R-კლასი 1
  • კონტრასტის კოეფიციენტი: H10 კლასი: 2, 7 მ²/ლ-ზე
  • მაქს. ნაწილაკების ზომა: S1 წვრილი (100 μმ-მდე)
  • სიმკვრივე: დაახლ. 1,35 გ/სმ3