- www.caparol.ge
- პროდუქტები
- საღებავები
- ფასადის საღებავები
- AmphiSilan Plus
AmphiSilan-Plus
სილიკონის ფისის საფუძველზე დამზადებული, კაპილარულად ჰიდროფობული (ჰიდრომაიზოლირებელი), მინერალურ მქრქალი ფასადის საღებავი.

გამოყენების სფეროები
სპეციალური სილიკონის შემკვრელების, შემავსებლებისა და პიგმენტების კომბინაციაზე დაფუძნებული პროდუქტი - ხანგრძლივად სუფთა ფასადებისათვის. „Caparol Clean Concept“ - სუფთა ფასადების კონცეფციის საღებავი.
AmphiSilan-plus უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს და იცავს მას დაბინძურებისგან. სილიკონის ფისისა და შემკვრელის უნიკალური კომბინაცია ქმნის წვიმის მიმართ მედეგ, მაღალ დონეზე ორთქლგამტარ დანაფარს, რომელიც გამოიყენება ბათქაშებსა და მინერალურ ზედაპირებზე, ასევე - საღებავის მდგრად ძველ დანაფარებზე, მათ შორის სილიკატურ, დისპერსიულ, სილიკონის ფისის შემცველ ბათქაშებსა და მდგრად თერმოიზოლაციურ სისტემებზე.
AmphiSilan-plus აერთიანებს მაღალი ხარისხის დისპერსიული და კლასიკური სილიკატური საღებავების უპირატესობებს, რის გამოც ის იდეალური არჩევანია დაცული ისტორიული ობიექტებისა და კირის შემცველი ბათქაშებით დამუშავებული შენობების შესაღებად.
თვისებები
- არა თერმოპლასტიური
- მცირე შიდა დაძაბულობით
- არ წარმოქმნის აპკს
- მიკროფოროვანი, თავისუფლად ატარებს CO₂-სა და წყლის ორთქლს
- აგრესიული გამონაბოლქვის მიმართ მედეგი
- წყლის მიმართ მედეგი, კაპილარულად ჰიდროფობიის წყალობით
- კარგი დაფარვის უნარით
- ხელს უწყობს ფასადების სისუფთავის ხანგრძლივ შენარჩუნებას
მასალის შემკვრელი
სილიკონის ფისის ემულსია.
შეფუთვის ზომები
2,5 ლ; 10 ლ.
ფერი
თეთრი
- ბაზა 1: თეთრი
- ბაზა 3: გამჭირვალე
AmphiSilan-Plus-ის შეფერადება შესაძლებელია მანქანური წესით - ColorExpress სისტემის მეშვეობით, ბაზარზე არსებული, მრავალი ფერთა კოლექციების ტონებში.
AmphiSilan-Plus (ბაზა 1) ექვემდებარება ხელით შეფერადებას - AmphiSilan Volltönfarben-ის სრულტონოვანი საღებავებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება) თავიდან ასაცილებლად, ხელით შეფერადებისას საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას ერთმანეთში გულდასმით შერეული.
მომხმარებლის შეკვეთის საფუძველზე, 100 ლიტრი და მეტი ერთი ფერის ტონით შეძენის შემთხვევაში, შესაძლებელია კოლერირებული პროდუქტის პირდაპირ ქარხნიდან მიწოდებაც. მკვეთრ, ინტენსიურ ფერებს გააჩნია ნაკლები დაფარვისუნარიანობა. რეკომენდებულია შუალედური ფენის დატანა შესაბამის პასტელურ ტონში, პიგმენტირებული თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლებელია საჭირო გახდეს განმეორებითი, დამასრულებელი ფენის დატანა.
სიპრიალის ხარისხი
მქრქალი, G3
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.
ტექნიკური პარამეტრები
მახასიათებლები საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062-ის მიხედვით:
- ნაწილაკების მაქსიმალური ზომა: <100 μm, S1
- სიმკვრივე:: დაახლ. 1,57 გ/სმ³
- მშრალი ფენის სისქე: 100-200 μm, E3
- დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: (sd-ფაქტორი): <0.14 მ (მაღალი) V1
- წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): w კოეფიციენტი: ≤ 0,1 კგ/(მ²· სთ⁰·⁵) (დაბალი), W3
შენიშვნა
შეფერადების შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს, ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილება.
