პროდუქტები

Amphisilan NQG

კაპილარულად ჰიდროფობული (ჰიდრომაიზოლირებელი), მინერალური, მქრქალი საღებავი, სილიკონის ფისის და კვარცული ნანოსტრუქტურებით ინტეგრირებული შემკვრელის ინოვაციური შენაერთი სუფთა ფასადებისთვის


გამოყენების სფეროები

საღებავის გადამწყვეტი უპირატესობები: ორგანულად  შეერთებული კვარცული ნანო-სტრუქტურები ქმნის  განსაკუთრებით მყარ სამ განზომილებიან მესერს, რომელიც უზრუნველყოფს ფასადის ხანგრძლივ სისუფთავეს და იცავს მას დაბინძურებისგან.

სილიკონის ფისის  და შემკვრელის უნიკალური კომბინაცია ქმნის წვიმის მიმართ მედეგ, მაღალ დონეზე ორთქლ-გამტარ დანაფარს, რომელიც გამოიყენება ბათქაშებსა და მინერალურ ზედაპირებზე.  ასევე - საღებავის მდგრად ძველ დანაფარებზე, მათ შორის, სილიკატურზე, დისპერსიულზე, სილიკონის ფისის შემცველ ბათქაშებზე  და ასევე მდგრად თერმოსაიზოლაციო სისტემებზე (ETICS/EWI).

AmphiSilan აერთიანებს მაღალი ხარისხის დისპერსიული და კლასიკური სილიკატური საღებავების უპირატესობებს, რის გამოც ის იდეალური არჩევანია დაცული ისტორიული ობიექტების და კირის შემცველი ბათქაშებით დამუშავებული შენობების შესაღებად.

თვისებები

  • არა თერმოპლასტიური
  • მცირე  შიდა  დაძაბულობით
  • არ წარმოქმნის აპკს
  • მიკროფოროვანი
  • აგრესიული გამონაბოლქვის მიმართ მედეგი
  • ქმნის შრობის კაპილარულ ზონას, რის გამოც არის   CO2-ის გამტარი

შეიცავს სპეციალურ პიგმენტებს ფოტოკატალიტური ეფექტით (მუქი ტონალობის შემთხვევაში ამცირებს მექანიკური ზემოქმედების შედეგად გაჩენილი კვალის სიმკვეთრეს).

მასალის შემკვრელი

სილიკონის ფისის ემულსიისა და ახალი ჰიბრიდული შემკვრელის კომბინაცია ორგანული/არაორგანული ნივთიერებების ბაზაზე.

შეფუთვის ზომები

სტანდარტული: 12.5 ლიტრი

ColorExpress: 1.25, 2.5, 7.5, 12.5 ლიტრი

ფერი

თეთრი

AmphiSilan-ი  ექვემდებარება ხელით შეფერადებას AmphiSilan-ის სრულტონოვანი საღებავებით. ფერთა სხვაობის (აჭრელება)  თავიდან ასაცილებლად ხელით შეფერადებისას  საჭიროა საღებავის მთლიანი რაოდენობა იქნას  ერთმანეთში გულდასმით შერეული. 100 ლიტრის, ან მეტი ოდენობის საღებავის ფერზე დაყენებისას შესაძლებელია პროდუქტის ქარხნული წესით შეფერადება.

Amphisilan-ის შეფერადება შესაძლებელია, მხოლოდ შეზღუდულად,  აგრეთვე  მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემის ფერთა კოლექციაში არსებულ ნებისმიერ  ტონებში. შეამოწმეთ შეფერადებული პროდუქტი დატანამდე, რათა თავიდან იქნას აცილებული  ფერში გადახრა.

ერთიანი ზედაპირის შეღებვისას გამოიყენეთ იდენტური წარმოების სერიის მქონე პროდუქტი.

პრიალა, ინტენსიურ ფერებზე შეფერადებისას  შესაძლებელია  შესუსტდეს პროდუქტის დაფარვისუნარიანობა. ამიტომ რეკომენდირებულია პირველ პირად დატანილ იქნას არჩეული ინტენსიური ფერის ტონის შესაბამისი პასტელური ფერი თეთრი საღებავის ბაზაზე.

პროდუქტს შეიძლება დაუსუსტდეს დაფარვისუნარიანობა. ამიტომ რეკომენდირებულია პირველ პირად დატანილ იქნას არჩეული ინტენსიური ფერის ტონალობის შესაბამისი პასტელური ფერი თეთრი საღებავის ბაზაზე. შესაძლოა დატანა არ იყოს საკმარისი და დასჭირდეს მეორე, დამატებითი ფენა.

ფერის მედეგობა დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტ BFS-ის მიერ (ინფორამაცია #26):

(შემკვრელი) კლასი: A,

(პიგმენტაცია) ჯგუფი: 1.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი, G3

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

მახასიათებლები დამოწმებულია საერთაშორისო სტანდარტის DIN EN 1062-ის საფუძველზე:

(შეფერადებამ შეიძლება გამოიწვიოს ცვლილებები.)

 

  •  ნაწილაკების მაქსიმალური (grit) ზომა: <100 мкм, S1,
  • სიმკვრივე: დაახლოებით 1.5 გ/სმ3, 
  •  მშრალი ფენის სისქე: 100-200 мкм, E3,
  •  დიფუზიურობის კოეფიციენტი sdH2O: (sd-ფაქტორი): <0.14 მ (მაღალი) V1,
  • წყლის შეღწევადობა (w-ფაქტორი): ≤ 0.1 [კგ/(მ2• ч0,5)] (დაბალი) W3

მხარდამჭერი პროდუქტები

AmphiSilan-Tiefgrund LF - ღრმა გრუნტი,

AmphiSilan-Putzfestiger - გასამყარებელი გრუნტი,

AmphiSilan-Grundierfarbe - ადჰეზიური გრუნტი,

AmphiSilan-Compact - შუალედური დაფარვისთვის,

AmphiSilan-Volltonfarben - სრულტონიანი საღებავები.

შენიშვნა

შეფერადებისას შესაძლებელია ტექნიკური პარამეტრების უმნიშვნელო ცვლილება.