- www.caparol.ge
- პროდუქტები
- ლაქები / ლაზურები / საღებავები
- ხის ლაქები / ლაზურები
- Capacryl Holzschutz-Grund

Capacryl Holzschutz-Grund
წყალხსნადი , უფერული ხის გრუნტი, ობისა და მერქნის დამაზიანებელი სოკოს მიმართ პრევენციული დაცვის ეფექტით. მხოლოდ ექსტერიერში გამოსაყენებლად.

დანიშნულება
გამოიყენება სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ფანჯრები, კარები), ნაწილობრივ სტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (დარაბები, კოტითა და ღარით გადაბმული ხის მოლარტყვა, ფახვერკი და ა.შ.) და არასტაბილური ზომის მქონე ხის ელემენტების (ღობე, ყავარი, აივნის მოაჯირი, პერგოლა და ა.შ.) გასაჟრენთად. მხოლოდ გარე სივრცეებში გამოსაყენებლად. Capacryl Holzschutz-Grund-ი იცავს სტატიკურად დაუტვირთავი ხის ელემენტებს, რომლებსაც არ აქვთ შეხება ნიადაგთან, ობისა და ლპობისგან. გარე ფანჯრების და კარების Capacryl Holzschutz-Grund-ით დამუშავება შესაძლებელია ორივე მხრიდან.
თვისებები
■ წყალხსნადი
■ პრევენციული დაცვა მერქნის დამაზიანებელი და გამაუფერულებელი სოკოსგან
■ შესანიშნავი შეღწევის უნარით
მასალის შემკვრელი
ალკიდური ემულსია
პროდუქტის სახე: ხის დამცავი საშუალება (PA 8)
რეგისტრაციის Nr.(BauA): N-40498
აქტიური ნივთიერებების შემცველობა: 8გ/ლ. პროპიკონაზოლი და 4გ/ლ. IPBC
შეფუთვა
750 მლ, 2.5 ლ, 10 ლ.
ფერი
გამჭვირვალე
შენახვის პირობები
შეინახეთ გრილ პირობებში, დაიცავით ყინვისგან.
ორიგინალურ შეფუთვაში შენახვის ვადა 24 თვე.
ტექნიკური პარამეტრები
■ სიმკვრივე: დაახლ. 1,01 გ/სმ3 .