DisboPOX W 443

2K-EPGrundierung

გამჭვირვალე 2 კომპონენტიანი - ეპოქსიდური ფისის საგრუნტავი მასალა, წყლის საფუძველზე. მინერალური ზედაპირების მქონე იატაკების დასაგრუნტად და გასაჟღენთად.


გამოყენების სფეროები

უფერო გამჟღენთი მინერალური ზედაპირების მქონე იატაკებისათვის და წყლის საფუძველზე არსებული ეპოქსიდური დანაფარების მქონე იატაკების ქვეშ - საგრუნტი სამუშაოების შესასრულებლად. ემისიის (გაფრქვევა) შემამცირებელი ფორმულის წყალობით, DisboPOX W 443 განსაკუთრებით შესაფერისია„მგრძნობიარე“ სფეროებში გამოსაყენებლად, მაგალითად: მოხუცთა თავშესაფარები, სავადმყოფოები, სამედიცინო დაწესებულებები და მოსაცდელი ოთახები, საბავშვო ბაღები და სკოლები. შემოწმებულია მავნე ნივთიერებებზე.

თვისებები

  • ორთქლდიფუზიური
  • შესაფერისია მქრქალი, ნამიანი ცემენტის ზედაპირებისთვის
  • შემცირებული ემისიები შემადგენლობაში
  • შემოწმებულია და კონტროლდება მავნე ნივთიერებებზე

მასალის შემკვრელი

2 კომპონენტიანი - ეპოქსიდური ფისი, წყლის საფუძველზე.

შეფუთვის ზომები

5 კგ, 10 კგ, პლასტმასის კომბინირებული კონტეინერი.

ფერი

გამჭირვალე.

ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.

სიპრიალის ხარისხი

პრიალა.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 1 წელია. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმჭიდროვე: დაახლ. 1,0 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 30 μm/100 გ/მ2
  • დიფუზიის მიმართ წინააღმდეგობისმაჩვენებელი μ (H2 O): დაახლ. 38.000