DisboTHAN 446

1K-PU-Versiegelung

გამჭირვალე, ელასტიური, ტენიანობის პირობებში გამყარების უნარით, 1 კომპონენტიანი პოლეურეთანის დამასრულებელი დანაფარი, გარე სამუშაოებისთვის. შეიცავს გამხსნელებს.


გამოყენების სფეროები

ცვეთისადმი წინაღობის შემქმნელი დამასრულებელი დანაფარი (გლუვი ან მოცურების საწინააღმდეგო/ფაქტურიანი), გარე სივრცეებში, პროდუქტების: DisboPUR 305, DisboTHAN 449, Disbon 400, Disbon 404 ELF.-ის ფერად/დეკორატიულ დანაფარებზე დასატანად.

თვისებები

  • ბზარების დაფარვის უნარი
  • ძალიან კარგი ადჰეზიის უნარი
  • ტენიანობის მიმართ ხანგრძლივად მედეგი
  • ატმოსფერული მოვლენებისადმი და ულტრაიისფერი (UV) სხივებისადმი მედეგი

მასალის შემკვრელი

1 კომპონენტიანი პოლიურეთანი, ტენიანობის პირობებში გამყარების უნარით. შეიცავს გამხსნელებს.

შეფუთვის ზომები

1 კგ. ლითონის კონტეინერი, 6 კგ, 12 კგ. ლითონის სათლი.

ფერი

გამჭირვალე
ულტრაიისფერი გამოსხივების და ამინდის ზემოქმედებისას, შესაძლებელია ფერის და ფაქტურის ცვლილება. ასევე ორგანულმა საღებავებმა (მაგალითად: ყავა, წითელი ღვინო და ფოთლები) , ან ქიმიურმა ნივთიერებებმა (მაგალითად: სადეზინფექციო საშუალებები, მჟავები და ა.შ) შესაძლოა გამოიწვიოს ფერის ცვლილება. ეს არ ახდენს გავლენას მასალის ეფექტურობასა და ექსპლუატაციის თვისებებზე.

სიპრიალის ხარისხი

პრიალა.

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ და მშრალ ადგილას, მოარიდეთ ყინვას. ორიგინალ/დახურულ შეფუთვაში შენახული პროდუქტის ვარგისიანობის ვადა სულ მცირე 6 თვეა. დაბალი ტემპერატურის შემთხვევაში, გამოყენებამდე მასალა შეინახეთ დაახლ. 20°C ტემპერატურაზე.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმჭიდროვე: დაახლ. 1,05 გ/სმ3
  • მშრალი ფენის სისქე: დაახლ. 68 μm/100 გ/მ2
  • სიხისტე "შორი"-ის მიხედვით (A/D): 90/30 - DIN 53505-ის მიხედვით
  • ფარდობითი წაგრძელება გაწყვეტისას: დაახლ. 240 % DIN EN ISO 527-ის მიხედვით