Caparol Satin Effekt

წყალდისპერსიული დანაფარი, ინტერიერის დეკორატიული გაფორმებისთვის.
ქმნის ხავერდოვან-მქრქალ ზედაპირს.


დანიშნულება

წყალდისპერსიული დანაფარი, ხავერდოვან-მქრქალი დეკორატიული ზედაპირების შესაქმნელად; გამოირჩევა დამახასიათებელი ფაქტურით, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია, როდესაც შეფერადებულია ინტენსიურ (მუქ) ფერებში.

რეკომენდებულია გამოყენებისთვის სამედიცინო დაწესებულებებში, საბავშვო და სკოლამდელ დაწესებულებებში, საოფისე შენობებში, რესტორნებში, ჰოლებში, საკვებ საწარმოებში და სხვა.

თვისებები

  • ქმნის ნესტიანი წმენდის მიმართ მედეგ ზედაპირს
  • თხელფენიანი
  • ქმნის წყალგაუმტარ თვისებების მქონე დანაფარებს
  • ნაკაწრებისა და დაბინძურების მარტივი მოცილება
  • დაბალი ხარჯი

შეფუთვა

1,25 ლ; 2,5 ლ.

ფერი

თეთრი

შეფერადება შესაძლებელია: ColorExpress-სისტემით.
გამოყენებამდე მასალა კარგად აურიეთ მიქსერის საშუალებით - დაბალი ბრუნის რეჟიმით.
დეკორატიული ზედაპირის ფაქტურა დამახასიათებელია დაფითხვის მეთოდებისთვის და დამოკიდებულია არჩეულ დატანის ტექნიკასა და შეფერადების ინტენსივობაზე. მუქ ფერებში შეფერადებული პროდუქტის ფაქტურა უფრო მკვეთრად გამოხატულია.

სიპრიალის ხარისხი

მქრქალი.

ტექნიკური პარამეტრები

  • სიმკვრივე: დაახლ. 1,27 გ/სმ³