პროდუქტები

Capadecor® Metallocryl Interior

მბზინავი დისპერსიული საღებავი შიდა სამუშაოებისათვის, ლითონის ეფექტის მიმცემი.


დანიშნულება

მბზინავი დისპერსიული საღებავი ლითონის პიგმენტებით, ინტერიერის კედლების ზედაპირებისათვის. განსაკუთრებულად გამოსადეგია წარმოსაჩენ და კარგად ხილვად ადგილებში, მაგ. სავაჭრო ცენტრებში, საოფისე შენობებში, ბანკებში, სადგურებზე, დისკოთეკებზე და ა.შ.

თვისებები

■ მინიმალური ემისიის მქონე და გამხსნელების გარეშე E.L.F
■ გამოხატული ლითონის ეფექტი
■ სველი მოხეხვის კლასი 1, DIN EN 13300-ის შესაბამისად
■ არაწვადი DIN 4102, A2-ის შესაბამისად
■ წყალხსნადი სადეზინფექციო საშუალებების მიმართ მედეგი

მასალის შემკვრელი

სინთეტიკური ფისის დისპერსია DIN 55 945-ის შესაბამისად

შეფუთვა

2,5ლ, 5ლ, 10ლ

ფერი

ვერცხლისფერი მეტალიკი (დაახლოებით შეესაბამება RAL 9006-ს). სტანდარტული ტონალობა შეესაბამება Venato 45 MET-ს.

Capadecor Metallocryl Interior-ის კოლირება შესაძლებელია მანქანური მეთოდით ColorExpress- ის პალიტრაში შემავალი მრავალფეროვანი ფერებით: RAL-ის შესაბამისი, მეტალის ეფექტის მქონე ფერებში, 3D plus ფერთა გამაში და Alucryl-ფერთა სისტემის არსებული ფერებში.

Capadecor Metallocryl Interior-ის არასტანდარტული კოლირება უნდა მოხდეს მანქანური მეთოდით ColorExpress-ის სისტემაში არსებული “CD-Metallocryl”-ის ფერთა კოლექციის ფერებით, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ფერთა აცდენა. იგივე ეხება შუალედური დაფარვისთვის გამოყენებულ Amphibolin-ს.

Capadecor Metallocryl Interior-ის ფერთა პალიტრა შექმნილია 3D-System plus სისტემის ფარგლებში გამოსაყენებლად, თუმცა დამახასიათებელი ლითონური თვისებების გამო განსხვავდება ორიგინალური ტონალობისგან. ამის გამო არ არსებობს Metallocryl Interior- ის და 3D-System plus-ის ფერთა ტონალობების იდენტური დამთხვევის გარანტირებული ვალდებულება.


მეტალის ეფექტიდან გამომდინარე, ფერეთა ტონალობები შესაძლოა შეიცვალოს პერსპექტივის, შუქის ინტენსივობის ან დაცემის კუთხის გათვალისწინებით. ამიტომ სასურველია თავდაპირველად სასინჯი ფენის დატანა საცდელ ზედაპირზე. აქ მოყვანილ ფერთა გამასთან ერთად შესაძლებელია კოლირება ბაზარზე არსებულ სხვა პოპულარულ ფერთა სისტემებშიც, მაგალითად როგორიც არის RAL, ან აქამდე არსებული Alucryl-სისტემა.

სიპრიალის ხარისხი

მბზინავი

შენახვის პირობები

შეინახეთ გრილ პირობებში, მოარიდეთ ყინვას.

ტექნიკური პარამეტრები

■ სიმკვრივე: დაახლოებით 1,0 გ/სმ3